USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
საქსტატი - 2024 წელს სოციალურ დახმარებას 671 337 ათასი ადამიანი ანუ მოსახლეობის 18% იღებდა
თარიღი:  717

შარშან მიზნობრივ სოციალურ დახმარებას იგივე საარსებო შემწეობას 671 337 ათასი ადამიანი იღებდა. აქედან 222 617 ათასი საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაშია ჩართული. საქსტატის ინფორმაციით, ჯამში შემწეობას შარშან მოსახლეობის 18.1%-ით იღებდა, წინა წელთა შედარებით წილი 0.4%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ შემწეობის მიმღებთა რიცხვი ბოლო ხუთ წელში თითქმის 39%-ით გაიზარდა. ასევე 13%-დან 18.1%-მდე გაიზარდა დახმარების მიმღებთა წილი მოსახლეობაში.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, სოცდაუცველთა დასაქმების ქვეპროგრამის ფარგლებში ღია შრომის ბაზარზე 32 804 პირი დასაქმდა. ეს ნიშნავს, რომ თითქმის 33 ათასმა სოციალურად დაუცველმა კერძო სექტორში საკუთარი დასაქმება ფორმალური გახადა. რაც შეეხება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულ პირებს, პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით ჯამში სახელმწიფოს 39 707 სოციალურად დაუცველი ჰყავს დასაქმებული. პროგრამის პირობების თანახმად, თუკი არაფორმალურად დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები ამ სამუშაოს გააფორმალურებენ ან თუკი უბრალოდ ჩაერთვებიან დასაქმების პროგრამაში, მათ ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნებენ საარსებო შემწეობას და დამატებით გაწეულ შრომაში ყოველთვიურად 300 ლარს დაუმატებენ. მათი ქულები კი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გადაიხედება.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის