ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 275 685 შემთხვევა. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.
გამოჯანმრთელდა 128 პაციენტი. სულ ქვეყანაში კორონავირუსისგან განიკურნა 268 693 ადამიანი.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 8 პაციენტი. სულ საქართველოში ვირუსს ემსხვერპლა 3 658 ადამიანი.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,81%, ბოლო 14 დღის - 1,52%, ბოლო 7 დღის - 1,45%