USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
საქართველოში EU-ში გაწევრიანების მხარდაჭერა 4%-ით გაიზარდა - IRI
дата:  617

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა  აჩვენებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო უკმაყოფილოა.

გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა, წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

„ცალსახა და ნათელია საქართველოს მოქალაქეების სურვილი, გახდნენ ევროკავშირის წევრები და განაგრძონ დასავლურ, დემოკრატიულ ინსტიტუციებში ინტეგრაცია. საქართველოს მოქალაქეების ნების აღსრულება მთავრობის და ქვეყნის ლიდერების პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას. გამოკითხულთა 79% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეებს ბიზნესის რეგისტრაციის, ქონების შეძენის ან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდეთ.

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან ქვეყანაში რუსების მასიურად შემოდინებით, საჭიროა რომ საქართველოს მთავრობამ მოაგვაროს არსებული პრობლემა და დროულად აირიდოს თავიდან დაძაბულობის გამძაფრება“, - განაცხადა სტივენ ნიქსმა.

ამავე კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის მაჩვენებელი დაბალია. გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. ხოლო საზოგადოების 78% -ს პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის ხილვა სურს.

საზოგადოებაში არსებული განწყობების გათვალისწინებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) აგრძელებს მრავალპარტიული დემოკრატიის მხარდაჭერას საქართველოში. IRI მხედველობაში იღებს პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის შემცირებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების სურვილს იხილოს მეტი ახალგაზრდა პოლიტიკაში და განაგრძობს მუშაობას როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან და დამწყებ პოლიტიკურ მოძრაობებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ მრავალფეროვანი პოლიტიკური წარმომადგენლობა და არჩევანი, როგორც არჩევნების დღეს, ასევე მმართველობით დონეზე.

მეთოდოლოგია კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა, წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

„ცალსახა და ნათელია საქართველოს მოქალაქეების სურვილი, გახდნენ ევროკავშირის წევრები და განაგრძონ დასავლურ, დემოკრატიულ ინსტიტუციებში ინტეგრაცია. საქართველოს მოქალაქეების ნების აღსრულება მთავრობის და ქვეყნის ლიდერების პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას. გამოკითხულთა 79% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეებს ბიზნესის რეგისტრაციის, ქონების შეძენის ან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდეთ.

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან ქვეყანაში რუსების მასიურად შემოდინებით, საჭიროა რომ საქართველოს მთავრობამ მოაგვაროს არსებული პრობლემა და დროულად აირიდოს თავიდან დაძაბულობის გამძაფრება“, - განაცხადა სტივენ ნიქსმა.

ამავე კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის მაჩვენებელი დაბალია. გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. ხოლო საზოგადოების 78% -ს პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის ხილვა სურს.

საზოგადოებაში არსებული განწყობების გათვალისწინებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) აგრძელებს მრავალპარტიული დემოკრატიის მხარდაჭერას საქართველოში. IRI მხედველობაში იღებს პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის შემცირებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების სურვილს იხილოს მეტი ახალგაზრდა პოლიტიკაში და განაგრძობს მუშაობას როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან და დამწყებ პოლიტიკურ მოძრაობებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ მრავალფეროვანი პოლიტიკური წარმომადგენლობა და არჩევანი, როგორც არჩევნების დღეს, ასევე მმართველობით დონეზე.

ცნობისთვის: კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати