USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, სამწვრთნელო შტაბი და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ღირსების ორდენზე წარადგინეს
თარიღი:  1062
საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისთვის პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს.
სახელმწიფო ჯილდო გადაეცემა საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობას - მიხეილ ბერიშვილს, დუდა სანაძეს, რატი ანდრონიკაშვილს, გოგა ბითაძეს, ალექსანდრე მამუკელაშვილს, კახაბერ ჯინჭარაძეს, ბექა ბექაურს, ლუკა ლიკლიკაძეს, გიორგი ტურძილაძეს, დავით კაკუშაძეს, ბექა ბურჯანაძეს, გიორგი ცინცაძეს, თადუს მაქფადენს, გიორგი კორსანტიას, ალექსანდრე ფევაძეს, ლუკა მაზიაშვილს, მათე ხატიაშვილს, კამარ ბოლდუინს, გიორგი ოჩხიკიძეს, ოთარ ფხაკაძეს, ნიკოლოზ გაფრინდაშვილს, რევაზ როგავას, ჯოზეფ თომასონს;
ღირსების ორდენზე ასევე წარდგენილია საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი - ილიას ზუროსი, ალექსანდარ ჯიკიჩი, მანუჩარ მარკოიშვილი, ანატოლი ბოისა, გეორგიოს ლიმნიატისი, დავიდ დუფორი, ფილიპ მიჰაილოვიჩი, მარკო ესპოსიტო, ირაკლი შიოშვილი, ნიკოლოზ ცინცაძე;
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა - ფედერაციის პრეზიდენტი - ვიქტორ სანიკიძე; ფედერაციის გენერალური მდივანი - ლაშა გამყრელიძე; ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - დავით საყვარელიძე და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები - ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ვლადიმერ ბოისა.
სპორტის დარგში გამორჩეული მიღწევისა და გაწეული ღვაწლისთვის სახელმწიფო ჯილდოზე - ბრწყინვალების ორდენზე წარდგენილნი არიან საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრები: ორგზის ევროლიგის გამარჯვებული და ორგზის ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი შერმადინი; 2019-2020 წლების კალათბურთში ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული - თორნიკე შენგელია.
პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ღირსეული სამსახურისთვის ღირსების მედლით დაჯილდოების მიზნით პრეზიდენტს წარუდგინეს საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების პერსონალი.
ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს გაეგზავნა.
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის