USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე უნივერსიტეტის მეცნიერ ქალებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს შეხვდა
Date:  919

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფაკულტეტებზე, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სამეცნიერო ცენტრებში მოღვაწე წარმატებულ მეცნიერ ქალებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უნივერსიტეტის მეცნიერ ქალებთან შეხვედრას სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სენატის სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ წერეთელი, სტუ-ის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე, პროფესორი ნაზი კუციავა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მეცნიერ ქალებს ღისშესანიშნავი თარიღი მიულოცა და სამეცნიერო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. როგორც რექტორმა, აღნიშნა, უნივერსიტეტში არაერთი ცნობილი მეცნიერი ქალი მოღვაწეობს და ახალგაზრდა თაობებს მეცნიერებისკენ სავალ რთულ გზებს უკვალავს. შედეგად, უნივერსიტეტში ახალგაზრდა ქალი მკვლევრების განვითარებისთვის ყოველგვარი პირობაა შექმნილი.

„მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის დაწესებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსოფლიო საზოგადოებას შეახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერებასა და განათლებაში ქალების თანასწორი განვითარება და მათთვის მეცნიერებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ქალები მეცნიერთა და მკვლევართა ჯერ კიდევ მხოლოდ 30%-ს წარმოადგენენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართლიანად ამაყობს თავისი სახელოვანი მეცნიერი ქალებით. ამ მხრივ, დიდი ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილის - რუსუდან ნიკოლაძის სახელიც იკმარებდა, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის კათედრის ერთ-ერთი ფუძემდებელია. სასიხარულოა, როცა ვხედავთ, გამოცდილი მეცნიერი ქალების მხარდამხარ, როგორ ინტერესდებიან STEM საგნებით, მეცნიერებით, ტექნოლოგიებითა და ინჟინერიით ჩვენი სტუდენტი გოგონები. მათი ნიჭისა და უნარების გამოსავლენად უნივერსიტეტში ყოველგვარი პირობაა შექმნილი, ერთობლივი კვლევებისთვის მათ სამეცნიერო გზები ხსნილი აქვთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში. მაგრამ ამის მიღწევა არ მომხდარა ერთბაშად - მეცნიერებაში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრაზე, ქალთათვის მეცნიერების ხელმისაწვდომობისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და პირადად მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ჩვენი უნივერსიტეტის მიზანია, ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი სამეცნიერო ცოდნის განვითარებას, კვლევების შედეგებისა და თეორიების საგანმანათლებლო პროცესებში ინტეგრირებას, ახალგაზრდა ქალ მკვლევართა ნაშრომების ინტერნაციონალიზაციას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ცნობილ უცხოურ უნივერსიტეტებს, საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებს შორის აქტიურ სამეცნიერო კოლაბორაციას და ამ პროცესებში ქალ მკვლევართა მაქსიმალურ ჩართულობას. უფრო მეტი მეცნიერი ქალი ნიშნავს იმას, რომ უკეთ გავუმკლავდეთ ჩვენი საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს, როგორც მეცნიერებასა და განათლებაში, ასევე ჩვენი ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების საქმეში“, - აღნიშნა რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერმა ქალებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა რექტორს გაუზიარეს სამეცნიერო სფეროში წარმატების თავიანთი ფორმულები, პირადი სამეცნიერო ისტორიები და სამომავლო გეგმები, ასევე, ისაუბრეს იმ გამოწვევებისა და სირთულეების შესახებ, რომელთა დაძლევა და გადალახვა როგორც მეცნიერებს მოუხდათ.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მეცნიერ ქალებს სამახსოვრო წიგნები გადასცა და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით მრავალმხრივი მხარდაჭერა აღუთქვა.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way