USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნუშის ხეივანი გაშენდა
თარიღი:  937

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნუშის ხეივანი გაშენდა. ნუშის 60 ნერგი მერაბ კოსტავას ქუჩაზე, უნივერსიტეტის მე-3 და მე-6 სასწავლო კორპუსებს შორის, რექტორმა, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და კურსდამთავრებულებმა ერთად დარგეს.

ხეივნის გაშენებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი მოდებაძემ, მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ და სამინისტროს წარმომადგენლებმა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხეივნის გაშენებას უნივერსიტეტის ცნობილ ნუშის ხეს უკავშირებს, რომელიც საზოგადოებაში „გეპეის ნუშის“ სახელითაა ცნობილი, რომელიც ყველაზე ადრე ყვავის და თბილისს პირველი ამცნობს გაზაფხულის მოსვლას. 

2 (20).png

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, წელს ტექნიკური უნივერსიტეტის ნუში იუბილარია - 55 წლის წინ, ის უნივერსიტეტის პროფესორმა, ცნობილმა ქიმიკოსმა პლატონ გაგნიძემ უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ დარგა.

აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დარწმუნებულია, რომ გაზაფხულზე აფეთქებული ნუშის ხეივანი დედაქალაქის კიდევ ერთი ატრაქცია გახდება.  

„დღევანდელი ღონისძიება ჩვენი საყვარელი უნივერსიტეტის წარსულსა და მომავალს აერთიანებს. აქ, 55 წლის წინ, პროფესორმა პლატონ გაგნიძემ დარგა პირველი ნუშის ხე, რომელიც წლების განმავლობაში გამძლეობის, ზრდისა და უწყვეტობის სიმბოლოდ იქცა. „გეპეის ნუში“ არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, ის 55 წლის შემდეგ გახდა სიმბოლო ტრადიციისა, რომელიც გვაკავშირებს ბუნებასთან და გვახსენებს მდგრადობის მნიშვნელობას. 2025 წელს, პირველი ნუშის ხის დარგვიდან ზუსტად 55 წლის შემდეგ, ჩვენ გავაშენეთ ნუშის ხეივანი. თითოეული ახალი ხე იქნება არა მხოლოდ ჩვენი გარემოსდაცვითი ვალდებულების სიმბოლო, არამედ ახალი სივრცის შექმნის ნიშანი, სადაც ცოდნა, ბუნება და ინოვაცია ერთად იზრდება. ეს არის ჩვენი გზა იმის დასადასტურებლად, რომ ტრადიცია, რომელიც აკავშირებს ადამიანის გონებასა და ბუნებას, გაგრძელდება და განვითარდება მრავალწლიან პერსპექტივაში. ნუშის ხეივანი არა მხოლოდ გააფერადებს ჩვენს კამპუსებს, არამედ ის იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ვაფასებთ ადამიანისა და ბუნების ურთიერთობას. მოდი, ერთად შევქმნათ და განვავითაროთ ეს მემკვიდრეობა, რომელიც დაიწყო ერთი ნუშის ხის დარგვით 55 წლის წინ“, - აცხადებს დავით გურგენიძე. 

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის