სკოლის მოსწავლეებიდან ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს - ეს ის საგანგაშო რეალობაა, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მოსწავლეების 35% სკოლაში მშიერია და საკვებს მთელი დღის განმავლობაში ვერ იღებს. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მშობლებს, არ აქვთ ფული, რომ საჭმლის საყიდლად შვილებს გაატანონ. ამიტომ სკოლის მოსწავლეები იძულებულები არიან, იშიმშილონ და ასე დაესწრონ გაკვეთილებს. განსაკუთრებით მძიმე რეალობაა საქართველოს რეგიონებში.
შიმშილობს რომ გადაურჩნენ სკოლებში არსებობს ნისიების რვეული - ანუ ბავშვები საკვებს იმ იმედით იღებენ, რომ ოდესღაც მათი მშობლები ამ ვალების გასტუმრებას შეძლებენ.
"ბავშვი რომ სკოლაში არ ჭამს არ ნიშნავს, რომ შიმშილობს" - ეს არის მმართველი გუნდის პასუხი უმძიმეს კვლევაზე. განათლების სამინისტრო კი სკოლებში ე.წ. ლანჩბოსების შეტანის ინიციატივით გამოდის, რომლის საფასურის ნაწილიც მშობელმა უნდა დაფაროს, თუმცა როდესაც მშობელს ლარი არ აქვს, რომ ბავშვს სკოლაში გაატანოს, რითი გადაიხდის სრულფასოვანი სადილის ფულს - ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არის.
მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მიერ „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგები. კვლევა ჩატარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (ჯანდაცვის სამინისტროსთან) და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან შეთანხმებით და მისი მთავარი მიზანი იყო საქართველოში ბავშვის კეთილდღეობის მრავალ ასპექტზე მონაცემეთა მოგროვება, მათ შორის: ბავშვთა ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ დახმარებაზე; კვება სკოლის პერიოდში; მატერიალური და სოციალური დანაკლისი; აღზრდის მეთოდები და ფუნქციური სირთულეები. კვლევაში ჩართული იყო 1,279 რესპონდენტი და შეგროვდა ინფორმაცია მათ შინამეურნეობაში მცხოვრებ 2.438 ბავშვზე. კვლევის ინსტრუმენტის შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ „გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის ოფისი“ Innocenti და „გაეროს ბავშვთა ფონდის“ საქართველოს ოფისი. კვლევის შედეგები არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ამჟამად კონტროლირებად რეგიონებში მაცხოვრებელი ბავშვების რეპრეზენტატული. ანგარიშის მთავარი სამიზნე აუდიტორია არის ბავშვებისთვის სხვადასხვა მომსახურების გამწევი დაინტერესებული მხარეები, რომელთა შორისაც არიან შესაბამისი სამინისტროები, ადგილობრივი ხელისუფლებები, ბავშვის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციები და ზოგადად - ფართო საზოგადოებაც.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.