USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
თბილისი
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) ახალი პროგრამის შეთანხმება სურს
თარიღი:  706

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) ახალი პროგრამის შეთანხმება სურს და იმედოვნებს, რომ ფონდს თებერვალში შეხვდება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ Reuters-ს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ განუცხადა.

საქმე ისაა, რომ IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამის მეორე მიმოხილვა 2023 წლის ზაფხულში, მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა, რამაც ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე კითხვები გააჩინა. შეჩერებული პროგრამა ოფიციალურად 2025 წლის ივნისში სრულდება.

სწორედ ამიტომ, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, საფინანსო ინსტიტუტთან საუბარი ახალ პროგრამაზე იქნება. როგორც მან განაცხადა, ურთიერთობის შემდეგი ეტაპი შესაძლოა დაიწყოს IMF-ის თანამშრომლების საქართველოში ვიზიტისას ან ვირტუალური მისიის ფარგლებში.

Reuters-ი წერს, რომ პროგრამამ შესაძლოა დაამშვიდოს ინვესტორები საქართველოში, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში გზაჯვარედინზე დგას.

გუნცაძის თქმითვე, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ ქვეყანა შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის შეთანხმებას, მაკროფისკალურ დონეზე კარგი შედეგების, სტაბილურობისა და კონსოლიდაციის ხარჯზე, რასაც ფონდი მოითხოვს.

მინისტრის მოადგილე დასძენს, რომ ჯერ კიდევ არის გარკვეული სტრუქტურული საკითხები, რომლებიც უნდა გადაიჭრას ფონდთან. მისი თქმით, მთავრობას სურს მოძებნოს მკაფიო გზა, რომ გადაჭრას კრედიტორის ნებისმიერი პოლიტიკური შეშფოთებები.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის