USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სასტუმრო „Swissôtel Tbilisi“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
თარიღი:  1085
თბილისის ცენტრში საერთაშორისო სტანდარტების პრემიუმბრენდის სასტუმრო „Swissôtel-ის“ გახსნა არის ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასტუმროს „Swissôtel Tbilisi“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია სწრაფად ვითარდება. ამ მიმართულებით საკვანძო როლი ენიჭება ინფრასტრუქტურის განვითარებას. მხოლოდ გასული 14 თვის განმავლობაში საქართველოში 220 მლნ ლარის ინვესტიციები განხორციელდა კონკრეტულად სასტუმროების სფეროში და ქვეყნის მასშტაბით 8 000 ახალი საწოლიადგილი შეიქმნა. ამბიციური გეგმები გვაქვს მომდევნო წლებისთვის. გვინდა, 2027 წლამდე დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიციები განხორციელდეს ამ სფეროში, რის საფუძველზეც 37 000 ახალი საწოლიადგილი შეიქმნება. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს პარტნიორებთან, ინვესტორებთან ერთად,“ - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ სასტუმროს მფლობელსა და ინვესტორ ემინ უჩარს, ასევე მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ჯგუფის „Accor-ის“ ხელმძღვანელობას სასტუმროს გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. სასტუმროს მშენებლობისთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ 50 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს „Accor-ის“ ახალი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა ალექსის დელაროფმა და „მაქრო ჯგუფის“ პრეზიდენტმა ემინ უჩარმა. ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; თბილისის მერი კახა კალაძე; დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის