USD 2.6114
EUR 3.0318
RUB 3.0289
თბილისი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა
თარიღი:  699
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მგზავრთნაკადის გამტარობის გაზრდას ისახავს მიზნად.
საუბარი შეეხო ზაფხულის სეზონისთვის მზადების პროცესს და აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა იგეგმება.
ხაზი გაესვა ტურიზმის მზარდ მაჩვენებლებს და მიმდინარე წლისთვის ამ კუთხით არსებულ მოლოდინებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, აეროპორტების ინფრასტრუქტურა მზად იყოს გაზრდილი მგზავრთნაკადის კომფორტული მომსახურებისთვის.
კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე და აღნიშნეს, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება ჩამოფრენის ტერმინალის გაფართოების სამუშაოები, რაც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რიგების შემცირებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო TAV Airports Holding-ის მენეჯმენტში განხორციელებულ ცვლილებებს. აღინიშნა, რომ ჰოლდინგის უმსხვილესი აქციონერია ფრანგული ADP ჯგუფი, რომელიც TAV Airports-თან ერთად მსოფლიოს 29 ქვეყნის 108 აეროპორტშია წარმოდგენილი.
მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის