„ბატონო პრემიერ მინისტრო.
ჩვენ კონგრესის წევრები გწერთ, როგორც საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიული რეფორმების გზის დიდი ხნის გულშემატკივრები. მაგრამ, როგორც რამდენიმე ჩვენგანმა 13 დეკემბრის წერილში განვაცხადეთ, შეშფოთებულები ვართ გადაწყვეტილებით, უარი თქვათ დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმაზე და მასთან თანმდევ ძალადობაზე მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ასევე შეშფოთებულები ვართ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხის პოლიტიზირების გამო.
საქართველო უახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ქართული ოცნების ხელმძღვანელობით. ჩვენ მოგიწოდებთ დაიცვათ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და უზრუნველყოთ მისი დაცვა შიდა და გარე ჩარევებისგან.
თქვენს წერილში 17 დეკემბერს, გვპირდებოდით, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდებოდა. მიუხედავად ამისა, არსებობს ანგარიშები, რომ ფეისბუკმა დახურა ქართული ოცნების მიერ დაფინანსებული ანგარიშების დიდი ქსელი. უბრალოდ მიუღებელია ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები როგორც ჩანს ავრცელებდნენ ანტიდემოკრატიულ – ანტიდასავლურ განწყობებს.
დამატებით, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ანგარიშით, რომ ქართული ოცნების მიერ დანიშნული პროკურორები ხელახლა იწყებენ პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ ძველი საქმეების გამოძიებას. მაშინ როდესაც ამ საქმეთა ნაწილს შესაძლოა ჰქონდეს საფუძველი, უმეტესობა განიხილება როგორც მიმართული, ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურების, მედია მენეჯერების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ.
კანონის უზენაესობის პატივისცემა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა არის ჯანმრთელი დემოკრატიის გასაღები და ეს უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომელის შესახებაც გარანტიები თქვენმა პარტიამ მოგვცა. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენ ვაკვირდებით ქართველი ხალხის სწრაფვას დემოკრატიისა და დასავლეთთან პარტნიორობის გაღრმავებისკენ. მაგრამ, თანამედროვე დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები უარყოფითად აისახება საქართველოს იმიჯზე შეერთებულ შტატებში.
სამწუხაროდ, ეკონომიკური ინდიკატორები აჩვენებს მკვეთრ ვარდნას უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამერიკული და ევროპული კომპანიები განიცდიან შევიწროვებას, რის შედეგადაც ბევრმა საკუთარ ბიზნეს წამოწყებას გადახედეს. უფრო მეტიც, ქართულმა ოცნებამ პოლიტიკურ სამიზნედ აქცია ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი რაც ხელს უშლის ამერიკული კომპანიების მხრიდან ინვესტიციების განახორციელებას. შემცირებული უცხოური ინვესტიცია არა მარტო აზარალებს ქართველს ხალხს და მის იმედებს დასავლურ ინსტიტუტებთან ღრმა ინტეგრაციის კუთხით არამედ ამასთან ერთად აძლიერებს ვლადიმერ პუტინის ხელს რეგიონში,“ – წერია ამერიკელი კონგრესმენების წერილში.
კონგრესმენების წერილის თარგმანს ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.
რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.
- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?
- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.
- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?
- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.
- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?
- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.
- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?
- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.
წყარო:https://bm.ge/