საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგრო დაამარცხა. შეხვედრა, რომელიც პოდგორიცაში გაიმართა, საქართველოს სასარგებლოდ, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
ანგარიში შეხვედრის მე-10 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა, 33-ე წუთზე კი „ჯვაროსნების“ უპირატესობა გიორგი მიქაუტაძემ გაზარდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა ერთი ბურთის გაქვეთა მოახერხეს, თუმცა 83-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.
ხვალ საქართველოს ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება, სადაც 14 ივნისს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. ჩვენი გუნდი კონტინენტის პირველობაზე F-ჯგუფში იასპარეზებს. პირველ შეხვედრას „ჯვაროსნები“ 18 ივნისს, თურქეთთან გამართავენ, 22 ივნისს ჩეხეთს შეხვდებიან, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას.
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.