USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
Tbilisi
საქართველოს ნაკრები დღეს „დინამო არენაზე“ ბულგარეთს უმასპინძლებს
Date:  381

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას, საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.

6 სექტემბერს, თამაშის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, რომელშიც 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა, ოფიციალური პრესკონფერენცია შედგა, რომელზეც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოსალოდნელ ტაქტიკურ ცვლილებებზე ისაუბრა.

„ხვალინდელ შეხვედრაში შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება. თურქეთთან შედარებით ბულგარეთი განსხვავებული ტიპის გუნდია. სამ დღეში ორი მატჩი გვაქვს და, რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სრულიად განსხვავებული რამის გაკეთება გვსურს ან მომავალში ყოველთვის ასე ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით თამაშს გაცილებით უკეთ დავიწყებთ და ვიქნებით გუნდი, რომელიც დომინირებს მოედანზე, - განაცხადა სანიოლმა.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way