USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ოთხ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა
თარიღი:  711

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ოთხ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა, რაც 0%-იან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთისა და სხვა შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მფლობელები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპები Medimind, Kursi.ge, WisePay და SmarterFarm გახდნენ. სტარტაპები ეწევიან ინოვაციური და გლობალური პოტენციალის მქონე საქმიანობას.

Smarter Farm ავითარებს აგროტექნოლოგიურ, ციფრულ პლატფორმას, რომელიც მევენახეებსა და ღვინის მწარმოებლებს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. სტარტაპი ასევე ავითარებს პორტატულ მეტეო-სადგურებს, რომლებიც ადგილობრივი კლიმატის და გარემო პირობების მონიტორინგს ახორციელებს. ანალიტიკური ალგორითმების საშუალებით ხდება ვენახებში დაავადებების პროგნოზირება, მორწყვის საჭიროების იდენტიფიცირება და შეწამვლის ეფექტურობის განსაზღვრა. - www.agrolog.ge

Medimind ქმნის კლინიკებისთვის და სამედიცინო დაწესებულებებისთვის ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების (EMR) ციფრულ სისტემას, რომელიც პაციენტის ისტორიას ინახავს ელექტრონულ ფორმატში და სპეციალიზებული AI მოდულების საშუალებით ახდენს მონაცემთა ანალიზსა და რეკომენდაციების გენერირებას. პლატფორმაში ინტეგრირებულია AI ასისტენტი, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას სამედიცინო გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე.

Kursi.ge ავითარებს სავალუტო კონვერტაციის სრულად ციფრულ პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს ვალუტის ონლაინ გადაცვლის შესაძლებლობას სთავაზობს. პროექტის მიზანია ტრადიციული სავალუტო ოპერაციების ციფრული ტრანსფორმაცია. პლატფორმა ეფუძნება კურსის დადგენის AI-ზე დაფუძნებულ ავტომატურ ფუნქციონალს და ღია ბანკინგის მიდგომებ

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის