USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
თბილისი
საქართველოს მთავრობა - მიკროკრედიტის ჯამური ლიმიტის 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაიზრდება
თარიღი:  967

მთავრობა მიკროკრედიტის ჯამური ლიმიტის 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის.

პარლამენტში განსახილველად „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებია წარდგენილი, რომლის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გასაცემი მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა 100 000 ლარის ნაცვლად, 200 000 ლარით განისაზღვრება. ამავე პროექტით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები განსაზღვროს.

კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ეროვნული ბანკის ერთობლივ საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონი, რომელიც 2006 წელს ამოქმედდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალურ ჯამურ ოდენობას ერთ მსესხებელზე არაუმეტეს 50 000 ლარით განსაზღვრავდა.

2017 წლის დეკემბერში, კანონმდებლობაში განხორციელებულ სხვა ცვლილებებთან ერთად, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებით, მიკროკრედიტის მაქსიმალური ოდენობა 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზარდა. ლიმიტის ზრდასთან ერთად, სექტორის რეგულირებაც გაძლიერდა, რამაც როგორც მთავრობა განმარტავს, "სექტორი უფრო ჯანსაღი, გამჭვირვალე, და ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახადა".

„აღნიშნულმა ცვლილებებმა გააუმჯობესა კონკურენტული გარემო და შედეგად მიკროსაფინანსო სექტორის მთლიანი პორტფელის მოცულობა 1.1 მლრდ ლარიდან 1.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

დღეს-დღეობით მიკროკრედიტის არსებული ლიმიტი ერთგვარი შემაფერხებელი ფაქტორია სექტორის განვითარებისთვის, რადგან ფერხდება ახალი პროდუქტების შემუშავების შესაძლებლობა და რთულდება

არსებული მსესხებლების შენარჩუნება“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის