USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
თბილისი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რვა ერში ითამაშებს
თარიღი:  1010

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილ რაგბის 8 ერის (შემოდგომის თასზე) ტურნირში ითამაშებს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ექვსი ერის ორგანიზატორებთან მოლაპარაკების პროცესს საქართველოს რაგბის კავშირი აწარმოებდა.

„დღეს, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს ექვსი ერის ორგანიზატორებმა და შესაბამისი სიახლე ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნეს.

ექვსი ერის ორგანიზატორებთან მოლაპარაკების პროცესს საქართველოს რაგბის კავშირი აწარმოებდა, რომელსაც სრული მხარდაჭერა ჰქონდა საქართველოს მთავრობიდან და მსოფლიო რაგბიდან. საბოლოოდ მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დასრულდა და ჩვენი ეროვნული გუნდი, მსოფლიოს გრანდებთან ერთად ითამაშებს.

თავდაპირველი მონაცემებით 8 ერში უნდა ეთამაშათ ტურნირის უცვლელ მონაწილეებს - ინგლისს, საფრანგეთს, შოტლანდიას, ირლანდიას, უელსს, იტალიას და 2 მიწვეულ ნაკრებს - ფიჯის და იაპონიას. მოგვიანებით, ქვეყანაში პანდემიით შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, იაპონიის რაგბის კავშირმა უარი თქვა ტურნირში მონაწილეობაზე, რამაც საქართველოს ნაკრებს შეჯიბრებაში მონაწილეობის შანსი მისცა. საქართველოს ნაკრების რვა ერის ტურნირში მონაწილეობა გახლავთ ისტორიული ამბავი ქართული რაგბისთვის და ზოგადად ქართული სპორტისთვის.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამოუკიდებლობის შემდეგ ხუთჯერ ითამაშა მსოფლიოს თასების ფინალურ ეტაპზე (2003, 2007, 2011, 2015, 2019) და მოახერხა ხუთი თამაშის მოგება. ერთხელ, 2015 წლის მსოფლიოს თასზე ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მოიგო 2 მატჩი და პირდაპირ მოიპოვა 2019 წლის მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება. საქართველოს ნაკრების წარმატებები პირდაპირ უკავშირდება ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს და ფონდი „ქართუს“ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს.

სახელმწიფოს მხარდაჭერით გაიზარდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების დაფინანასება, მოთამაშეების, მსაჯების, ექიმების, გუნდის მენეჯმენტის ანაზღაურება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელების და მომსახურე პერსონალის ანაზღაურება. მოსამზადებელი შეკრებების რაოდენობა და ხარისხი. ფონდი „ქართუს“ და მისი დამფუძნებლის, იძინა ივანიშვილის დაფინანსებით თბილისში და რეგიონებში აშენდა არაერთი რაგბის მოედანი და კომპლექსი, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში რაგბის სწრაფად განვითარებას. ამასთან, ახალმა რაგბის ინფრასტრუქტურამ შესაძლებელი გახადა საქართველოში ისეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება, როგორიც გახლავთ ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი.

2017 წელს, თბილისში და ქუთაისში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი 20-წლამდელ მორაგბეთა შორის საუკეთესო 12 ნაკრების მონაწილეობით, რომელმაც რაგბის საერთაშორისო კავშირის და მონაწილე ნაკრებების დელეგაციების მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. აღნიშნული ტურნირის მატჩები გაიმართა ქუთაისის და ავჭალის ახლად აშენებულ რაგბის მოედნებზე. მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე ნაკრებები, ტურნირის მსვლელობის დროს საწვრთნელი პროცესისთვის ინტენსიურად იყენებდნენ სხვადასხვა რაგბის ბაზას, რომლების ასევე ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისი
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.