USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
“საქართველოს კვლევაში მონაწილეობა ჯანმომ შესთავაზა – ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი კვლევაა”
дата:  588

საქართველო კორონავირუსის მკურნალობისთვის საუკეთესო მედიკამენტის გამოსავლენად მსოფლიო მასშტაბის კვლევაში ჩაერთვება. როგორ შეარჩევენ პაციენტებს - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.

„პაციენტების შერჩევა მოხდება სპეციალური პროტოკოლის მიხედვით. ამ კვლევაში ჩაერთვებიან არა მხოლოდ მძიმე, არამედ საშუალო სიმძიმის პაციენტებიც. ანუ ყველა, ვისაც ასეთი სპეციფიკური მკურნალობა სჭირდება. ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, არჩევანი რა ტქმა უნდა იქნება ნებაყოფლობითი. მხოლოდ ის პაციენტები მიიღებენ მონაწილეობას, ვინც სურვილს გამოთქვამს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა კვლევის პროცესზე ისაუბრა და განმარტა, რა მექანიზმითა და მეთოდით წარიმართება პროცესი. ცერცვაძის თქმით, თითოეული პრეპარატზე მიღწეულ შედეგებს ერთმანეთს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეადარებს.

„ამ შედარებას რა თქმა უნდა ჩვენც გავაკეთებთ ჩვენთვის, მაგრამ ოფიციალური შედარება, ოფიციალური ანალიზი, გაკეთდება არა ჩვენს, ან რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მიერ, არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში. შეგროვდება მონაცემები ყველა ქვეყნისგან. ისინი სპეციალური მეთოდების მიხედვით ამ მასალებს დაამუშავებენ და დასკვნებს დადებენ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა, რა პერიოდში ჩატარდება კვლევა და როდიდან ჩაერთვება საქართველო მასში.

„დარჩენილია ფორმალური პროცედურები, ეს არის ჩვეულებრივი ბიუროკრატია. ქვეყნის მთავარმა ეთიკურმა კომისიამ დასკვნა უკვე გასცა სამინისტროში, მაგრამ ძალიან სკურპულოზურად ტარდება ეს კვლევა და მოითხოვეს არა მარტო ქვეყნის, არამედ თითოეული მონაწილე კლინიკის ეთიკური კომისიის დასკვნა, რაც ახლა კეთდება. კიდევ რამდენიმე თანმხლები სავალდებულო დოკუმენტის შევსებაა აუცილებელი. სავარაუდოდ 1-2 კვირაში ეს კვლევა დაიწყება. რამდენ ხანს გაგრძელდება, ეს შეზღუდული არ არის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати