USD 2.8323
EUR 2.9742
RUB 2.7300
თბილისი
საქართველოს იუსტიციის სისტემის ისტორია
თარიღი:  1528
საქართველოს იუსტიციის სისტემის ისტორია საქართველოს სახელმწიფოებრიობის პარალელურად ვითარდებოდა. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კანონშემოქმედებითი ტრადიცია სახელმწიფო პოლიტიკურ ხელისუფლებასთან ერთად ყოველთვის არსებობდა. უძველეს ხანაში, ქართული წყაროების მიხედვით, ფარნავაზის ეპოქიდან საქართველოში კანონშემოქმედებით ფუნქციას ახორციელებდა სახალხო კრება და მამასახლისთა საბჭოები.
IX-X საუკუნეებიდან განსაკუთრებულ ფუნქციას იძენს დარბაზი, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანო იყო. საქართველოს დარბაზი კომპლექტდებოდა როგორც სასულიერო, ისე საერო არისტოკრატიისა და უბრალო მოქალაქეთა წარმომადგენლებისაგან. სწორედ საქართველოს დარბაზში არის შექმნილი ისეთი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ძეგლები, როგორიცაა: „სამართალი სამპარავთმძებნელოი“ (კრიმინალური სამართალი), ბაგრატ კურაპალატის სამართალი, გიორგი ბრწყინვალეს სამართალი, ხელმწიფის კარის გარიგება და სხვ.
საქართველოს დარბაზში ხდებოდა საერთაშორისო სამართლის ძეგლების თარგმნაც, ადაპტაცია, ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ძეგლების სინქრონიზაცია. ამის მაგალითია ე.წ.  მოსეს სამართლის, ბერძნული და რომაულ-სირიული სამართლის ქართული ვერსიები. უამრავი სხვადასხვა სამართლის ძეგლის განახლება, ერთიან კრებულში მოქცევა და ხელახალი დამკვიდრება განხორციელდა მე-18 საუკუნის დასაწყისში ვახტანგ მეექვსეს მიერ და  ეს კრებული ცნობილია ვახტან VI სამართლის წიგნთა კრებულის სახელით. ვახტანგ VI სამართლის ძეგლთა კრებული (1703-09 წწ.) ეფუძნება საუკუნოვან გამოცდილებას და შუა საუკუნეების სამართლებრივ აქტებს.
დღემდე მოაღწია 1707-09 წლებში შედგენილმა „დასტურლამალმა მეფისა ვახტანგისა“. დასტურლამალი, ანუ „გარიგების წიგნი“ შეიცავდა თანამდებობის პირთა აღწერასა და ფუნქციათა ფიქსაციას, აღწერილი და დაფიქსირებული იყო მოსახლეობის რაოდენობა, მეურნეობა, შემოსავლები, გადასახადები, ქონებრივი მონაცემები საოცარი სიზუსტით. „დასტურლამალის“ ტექსტიდან ჩანს, რომ მოსახლეობის, მეურნეობის აღწერა, გადასახადების დაწესება და ა. შ. საქართველოში უწყვეტი პროცესი იყო და რამდენიმე წელიწადში ერთხელ მეორდებოდა. რეესტრიზაციის ესოდენ მაღალი ხარისხი გამიზნული იყო იმისათვის, რომ არ დაემძიმებინა მოსახლეობა, მეტიც, ხელი შეეწყო ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისა და კერძო საკუთრების საკითხების უმაღლეს დონეზე დარეგულირებისათვის. 
„სამართალი მოსესი“ და „ბერძნული სამართალი“ საქართველოში მოქმედებდა ქრისტიანობის V-VI საუკუნეებიდან, ქრისტიანობის ადრეულ ეტაპზე. შედარებით გვიანდელია სირიულ-რომაული სამართალი, რომელიც თავდაპირველად შემოვიდა სომხური ვერსიის სახით. ქართული თარგმანით, X-XI საუკუნეების მიჯნას განეკუთვნება ბაგრატ კურაპალტის სამართალი. რაც შეეხება „კათოლიკოსთა სამართალს“, მისი შედგენა ხდებოდა საუკუნეთა განმავლობაში. „რუის-ურბნისის ძეგლისწერიდან“ (1104 წ.) ჩანს, რომ ქართული იურისპრუდენცია დროულად ეცნობოდა და ამუშავებდა მსოფლიო საეკლესიო კრებების (IV-VIII სს.) გადაწყვეტილებებს და იყენებდა და ამუშავებდა იქ მიღებულ საეკლესიო აქტებს. თავის მხრივ, „რუის-ურბნისის ძეგლისწერა“ ფუნდამენტური სამართლებრივი ძეგლია, რომელიც ეხება არა მარტო საეკლესიო, არამედ ქართველი ერის საერო სამართლის საკითხებსაც. 

Картинки по запросу ძველი ქართული იურისპრუდენციის განვითარების ხარისხი საყურადღებო და მისაბაძია ბევრი თანამედროვე სახელმწიფოსთვისაც კი. ქართული სამართალი ითვალისწინებდა სამართალწარმოების დახვეწილ და, გარკვეულწილად, შუა საუკუნეების ევროპული სამართალწარმოებისათვის უცნობ ფორმებსაც კი. კერძოდ, მე-12 საუკუნის ქართული სასამართლო იყო სამსაფეხურიანი და დამოუკიდებელი სამეფო ხელისუფლებისაგან. გარდა ამისა, ქართული სასამართლოს კოლეგიები იკრიბებოდა რეგიონული, იერარქიული და პროფესიული ნიშნით. ცალკე არსებობდა აზნაურთა, მოქალაქეთა (ვაჭარ-ხელოსანთა)  და გლეხთა სასამართლო კოლეგიები, ასევე, სასამართლო კოლეგიები კუთხეების მიხედვით და, რაც მთავარია, კორპორაციული გაერთიანებების მიხედვით (მევენახეთა, ფეიქართა, მესაქონლეთა, მიწათმოქმედთა და სხვ.).
ძალზე მნიშვნელოვანია ქართული სამართლის ძეგლების დახვეწილობის ხარისხი. ქართული სამართლის ძეგლები ითვალისწინებდა არა მარტო დანაშაულისა და სასჯელის ურთიერთმიმართების საკითხს, არამედ, მისი არსის მიხედვით, დანაშაულის გამოსწორება-გამოსყიდვის  საკითხების უზრუნველყოფას. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა როგორც პრევენციის, ისე პრეცედენტული სამართლის საკითხებს.

Картинки по запросу  ქართულ სამართალში უდიდესი ყურადღება ექცეოდა აღწერის, რეგისტრაციის (როგორც ქონების, ისე მოქალქეების), რეესტრში გატარების საკითხებს. პირველი ქართული წარწერა, რომელიც მიწის ნასყიდობის ფაქტს ადასტურებს, ქვაჯვარზეა ამოკვეთილი და VI საუკუნით თარიღდება. ის წყისის წარწერის სახელით არის ცნობილი. 
მაღალ დონეზე იყო განვითარებული სამართლის წარმოება როგორც რეგიონების, ისე უწყებების მიხედვითაც. ამის დასტურია სამცხე-საათაბაგოს სამართლის ძეგლთა კრებული − ბექა-აღბუღას სამართალი, რომელიც XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე არის შექმნილი და შემდგომში ცენტრალური სახელმწიფო სისტემის უმნიშვნელოვანეს ძეგლადაც იქცა. 
„ხელმწიფის კარის გარიგება“, გარკვეულწილად, საკონსტიტუციო აქტია. მეტიც, სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია ვერც ყურთლუ-არსლანის დასის მოთხოვნათა კრებულმა და ვერც იმ კონსტიტუციურმა აქტმა, რომლითაც დარეგულირდა ყურთლუ-არსლანის გამოსვლა. თუმცა, ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ სპეციალური სამართლებრივი აქტით (კოდექსით, ძეგლით), 1185 წელს საქართველოს დარბაზს (პარლამენტს) მიენიჭა თანამდებობის პირთა დანიშვნის, ომის გამოცხადების, ზავის დადების, ბიუჯეტის დამტკიცების, გადასახადების ოდენობის განსაზღვრისა და საქართველოს რეგიონული მოწყობის განსაზღვრის ექსკლუზიური უფლება. ამიერიდან მეფეს მხოლოდ წარმომადგენლობითი − სარდლის ფუნქცია დარჩა. რაც შეეხება აღმასრულებელ ფუნქციას, ამას მხოლოდ დარბაზთან შეთანხმებით და დარბაზის მონაწილეობით ახორციელებდა.  1185 წლის აქტით საქართველოს დარბაზმა (პარლამენტმა) საკმაოდ ფართო ფუნქციები შეიძინა. მეტიც, ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის ეპოქიდან მონასტერთა ტიპიკონების დამტკიცება საქართველოს დარბაზის (პარლამენტის) პრეროგატივას წარმოადგენდა.
ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ უძველესი დროიდან ქართული სახელმწიფოსთვის ბუნებრივი იყო დემოკრატული საჯარო სამართალწარმოების უმაღლესი ხარიხი.
საინტერესოა სამართალწარმოების ფორმები საქართველოს მთიანეთში (სვანეთი, ფშავ-ხევსურეთი, ხევი), რომელმაც უხსოვარი დროიდან, შეიძლება ითქვას, დღემდე მოაღწია. პროკურატურისა და სასამართლოს მთის სისტემის მიხედვით, სასამართლოს ფუნქციას ასრულებდა საფიხვნო, საბჭო. ბრალმდებლად, ანუ პროკურორად, გამოდიოდა მახვში ან ხევისბერი. ხევისბერი და მახვში თემის სახელით ლაპარაკობდნენ და თავადვე ახორციელებდნენ კანონის ზედამხედველობას.
Картинки по запросу  საქართველოში იუსტიციის მინისტრის თანამდებობა უძველესი დროიდან არსებობდა. ამ თანამდებობას ითავსებდნენ ნაწილობრივ კანცლერიმწიგნობართუხუცესიმანდატურთუხუცესი. მწიგნობართუხუცესის მოადგილე უშუალოდ ეწეოდა მეფის სამართლებრივი აქტების (როგორც კერძო, ისე სახელმწიფო) აღწერა-დამუშავება-შედგენას. ნოტარიუსის ფუნქციებს კი მწიგნობრები ითავსებდნენ. იურისპრუდენციის მიმართულებით გარკვეული საზედამხედველო-აღმასრულებელი ფუნქციები, სხვა ფუნქციებთან ერთად, შეთავსებული ჰქონდათ მანდატურებს.
გვიან შუა საუკუნეებში იუსტიციის უწყების ხელმძღვანელისა და პროკურორის ფუნქციებმა გადაინაცვლა, ძირითადად, მდივანბეგების ხელში. მდივანბეგები − ძველქართულად მბჭენი და მდივნები, ასრულებდნენ კანონშემოქმედებით და საზედამხედველო ფუნქცებს.
ძალზე საინტერესოა, რომ ოდითგანვე ქართული სამართლის წარმოებისათვის აუცილებელი იყო ადვოკატის, იგივე მეოხის, მონაწილეობა, მოწმეები (არანაკლებ სამი მოწმისა), სასამართლოს აღმასრულებლები (ჩენილები).
რაც ყველაზე მთავარია, სასამართლოში კანონმდებლობასა და სახელმწიფოს ინტერესებს იცავდა და წარმოადგენდა უმნიშვნელოვანესი ფიგურა − ბრალმდებელი (პროკურორი). საინტერესოა, რომ სისხლის სამართლის საქმეების წარმოებისთვის არსებობდა ცალკე კოდექსი როგორც მოკვლევის, ისე სამართლებრივი განჩინებისა და აღსრულების ინსტიტუტები. კერძოდ, ეს იყო „სამართალი სამპარავთმძებნელოი“, მპარავთმძებნელისა და მპარავთმძებნელთუხუცესის ინსტიტუტები.
აღსანიშნავია, რომ ტრადიციული ქართული სამართალი, რუსული ოკუპაციის მიუხედავად, XX საუკუნის დასაწყისამდე აგრძელებდა მოქმედებას. 1918 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს სრული ოკუპაციის შემდეგ, ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა, სამართალშემოქმედებამაც დაკარგა ქართული ტრადიციები.
დამოუკიდებელი  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შეიქმნა საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 26 მაისს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შემდეგ და იარსება საბჭოთა რუსეთის მხრიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოს სრულ ანექსიამდე.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებაში შედიოდა სასამართლო ორგანოების ხელმძღვანელობა. 1918 წლის 11 ოქტომბრის კანონით იუსტიციის სამინისტროსთან დაარსდა საკოდიფიკაციო განყოფილება, რომელიც ახორციელებდა კანონმდებლობის კოდიფიკაციასა და „კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებულის" ოფიციალურ გამოცემას. ასევე, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, გამოსცემდა ინსტრუქციას მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ.
დამოუკიდებელი  საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, დემოკრატიული რესპუბლიკის მსგავსად, მხოლოდ სამ წელს იარსება. 1921 წლის 12 თებერვალს სომხეთთან მოსაზღვრე რაიონში კომუნისტებმა მოაწყვეს გლეხთა აჯანყების იმიტაცია, 16 თებერვალს კი „აჯანყებულთა“ დახმარების საბაბით საქართველოში რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ. მოწინააღმდეგის მთავარი დაჯგუფება − მეთერთმეტე არმია − თბილისს სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან უტევდა. გარდა ამისა, ცალკეულმა შენაერთებმა და ქვედანაყოფებმა იერიში მიიტანეს აფხაზეთსა და ცენტრალური კავკასიონის გადასასვლელებზე. თბილისის მისადგომებთან მძიმე ბრძოლების შემდეგ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დედაქალაქი დაეცა. მდგომარეობა გართულდა თურქეთის საზღვარზეც. თურქები მალე ბათუმსა და ახალციხეს მოადგნენ. ქალაქში დარჩენილმა ქართულმა სამხედრო ნაწილებმა თურქებს ბრძოლა გაუმართეს და ბათუმი შეინარჩუნეს. თურქების უკანდახევის შემდეგ ბათუმში რუსები შევიდნენ. 19 მარტისათვის საქართველოს ყველა ძირითად ცენტრში უკვე საჭოთა ხელისუფლება იყო დამყარებული. მანამდე კი, 16 მარტს, მოსკოვში რუსეთსა და თურქებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ართვინი, არტაანი და ზოგი სხვა ტერიტორია თურქეთის რესპუბლიკას  გადაეცა.
ამრიგად, საბჭოთა რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება და განახორციელა საქართველოს ფაქტობრივი ანექსია. ქვეყანაში კომუნისტური დიქტატურა დამყარდა. საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იუსტიციის სამინისტრო იუსტიციის სახალხო კომისარიატად ჩამოყალიბდა და მას შემდეგაც მრავალი ცვლილება განიცადა.  
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვებისა და საქართველოს კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედებდა რამდენიმე დებულება, კერძოდ: 1993 წლის 20 დეკემბრის, 1996 წლის 8 აპრილის, 1997 წლის 22 სექტემბრის, 1999 წლის 31 მაისის, 2000 წლის 13 მარტისა და 2000 წლის 30 ოქტომბრის დებულებები, რომლებიც განსაზღვრავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციასა და სტრუქტურას.
 დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა: „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით (1997 წლის 8 ივლისი), იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში აღარ შედის საერთო სასამართლოების ორგანიზაციული ხელმძღვანელობა; ამავე დროს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების ჩატარების შემდეგ (1998 წ.) იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაშია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების რეგისტრაცია და კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობა; მოწინავე დემოკრატიული სახელმწიფოების იუსტიციის სამინისტროების ანალოგიურად, სამინისტრომ შეიძინა ისეთი უმნიშვნელოვანესი კომპეტენცია, როგორიცაა სასჯელაღსრულების სისტემის მართვა და მისი ორგანიზაციული ხელმძღვანელობა (2000 წლის 1 იანვრიდან). 2009 წლის 1 თებერვლიდან კი სასჯელაღსრულების სისტემა დამოუკიდებელ − სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდ ჩამოყალიბდა. 2004 წლიდან იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში გადავიდა საჯარო და სამოქალაქო რეესტრის ფუნქცია, სახელმწიფოს არქივების მართვა (2004 წელი); ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა (2006 წელი) და სხვა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები.
ამჟამად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო თავის საქმიანობის განხორციელებისას, ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის 2008  წლის 7 ნოემბრის ¹541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით, რომლის მიხედვით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის მინისტრები:
 შალვა ალექსი-მესხიშვილი - 1918-1919
რაჟდენ არსენიძე - 1919-1921
ევგენი გეგეჭკორი - 1921
ჯონი ხეცურიანი - 1990-1992 - 1999-2000
კონსტანტინე კემულარია - 1992-1993 - 2004-2005
თედო ნინიძე - 1993 - 1998
ლადო ჭანტურია - 1998-1999
მიხეილ სააკაშვილი - 2000-2001
როლანდ გილიგაშვილი - 2001-2003
გიორგი პაპუაშვილი - 2004-2005
გია ქავთარაძე - 2005-2007
ეკა ტყეშელაშვილი - 2007-2008
ნიკა გვარამია - 2008-01-31 – 2008/10/27
ზურაბ ადეიშვილი - 2003-2004;  2008-11-02; 2012-10-25
თეა წულუკიანი - 2012-10-25 -დან დღემდე

 

 
უცნობი ნაცნობი
როგორ გახდა გვანჯი მანია თბილისობის დღესასწაულის იდეის ავტორი და რატომ მიანიჭეს მას საპატიო თბილისელის წოდება 48 წლის შემდეგ

დამსახურებული ჟურნალისტი, ეკოლოგი, მოგზაური, მხარეთმცოდნე, კარტოგრაფი,  საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშეწყობის კავშირის „გიორგის“ დამუძნებელი და თავმჯდომარე, ფაზისის აკადემიის გამგეობის და გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი, ქეთევან დედოფლის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე - ეს  85 წლის გვანჯი მანიას  პროფესიული ტიტულების არასრული ჩამონათვალია და მკაფიოდ ასახავს იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელიც მრავალმხრივი ინტერესებით იყო გამორჩეული. 1998 წელს გვანჯი მანია ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, ცოტა ხნის წინ კი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს, რასაც მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს -  სწორედ  გვანჯი მანიას  ეკუთვნის თბილისობის დღესასწაულის დაწესების იდეა, რაც მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ისე „მიითვისა“, რომ  მისი სახელი და გვარი არასდროს არსად გამოჩენილა. ბატონი გვანჯი ბევრი საინტერესო იდეის და ინიციატივის ავტორია, რასაც ის  ჩვენთან ინტერვიუშიც   იხსენებს.

- ბატონო გვანჯი, მოგვიანებით  გილოცავთ თბილისის საპატიო მოქალაქედ არჩევას. უცნაურია, რომ ადამიანს, ვინც იყავით თბილისობის დღესასწაულის დაარსების იდეის ავტორი, აქამდე არ გქონდათ ეს წოდება.    

 - ძალიან გამიხარდა, რომ ამდენი წლის შემდეგ მაინც გავახსენდი ადამიანებს თბილისობის, როგორც დიდი სახალხო დღესასწაულის იდეის ავტორი და თბილისის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი, რადგან უკვე 48 წელი გავიდა მას შემდეგ,  რაც პირველი თბილისობა გაიმართა. მაშინდელმა ხელისუფლებამ, პარტიამ, მთავრობამ მიიწერა თბილისობის დღესასწაული, არ უნდა გამოჩენილიყო კონკრეტული ადამიანის, პირადად ჩემი ვინაობა, ვისი თაოსნობითაც დაიწყო თბილისობის ისტორია. წლებთან ერთად თითქოს დავიწყებას მიეცა ეს ამბავი, თუმცა მაშინაც ბევრმა იცოდა, რომ თბილისობის დღის დაწესების იდეის ავტორი მე გახლდით.   

1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „თბილისში“ გამოვაქვეყნე  პუბლიკაცია სათაურით „დაწესდეს ახალი დღესასწაული“,  სადაც მიმოვიხილე თბილისის წარსული და აწმყო, ყოფა, ტრადიციები. გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ  1958 წლის  შემდეგ, როდესაც გაიმართა თბილისის დაარსების   1500 წლისთვის საზეიმო ღონისძიებები, მსგავსი დღესასწაული არ გამართულა და ხომ არ დაველოდებით 2058 წელს, როცა ავღნიშნავთ  თბილისის დაარსების 1600 წელიწადს?! იქნებ დავაწესოთ თბილისობის დღესასწაული, რომელიც გაიმართება ყოველი წლის ოქტომბერში, ხოხობზე ნადირობის ჟამს. ეს დღესასწაული გამოავლენდა შემოქმედებით ნიჭს და ფანტაზიებს, გააერთიანებდა თბილისელებს და თბილისის ყველა გულშემატკივარს. ამ წერილს  საზოგადოებაში მოჰყვა დიდი გამოხმაურება და  დისკუსია, ყველა მიესალმა ამ  წინადადებას, რომელიც ძალიან მისაღები იყო თბილისელებისთვის.

ყველა მხარს უჭერდა ამ საერთო სახალხო ზეიმის დაარსების წინადადებას. სამი წლის შემდეგ ჩემი იდეა - პროექტი წარმატებით  განახორციელა მაშინდელმა ხელისუფლებამ, საქალაქო საბჭომ,  პირველი დღესასწაული გაიმართა 1979 წელს. მაშინ  ცეკას მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე, საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე - თენგიზ მენთეშაშვილი, გამოყვეს მხატვრები, რეჟისორები. პირველი თბილისობის რეჟისორად არჩეული იყო  ლერი პაქსაშვილი. პირველი თბილისობის საპატიო მოქალაქეები გახდნენ ლადო გუდიაშვილი, კონსტანტინე ილურიძე, აკაკი შანიძე და შუშანა ჩიქოვანი. მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა და თბილისობა იმ წლების გარდა, როდესაც  თბილისში იყო  არეულობა, დაპირისპირება და ომი, ყოველ წელს იმართება და თბილისელებისთვის საყვარელი დღესასწაულია. მე თბილისში არ დავბადებულვარ, ჯვარში ვარ დაბადებული და გაზრდილი. კარგი ოჯახი გვქონდა. მამაჩემი მეტივე იყო, დედა მეაბრეშუმე და სახალხო მკურნალი. თბილისში მაშინ ჩამოვედი, როდესაც 21 წლის ასაკში უნივერსიტეტში  ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მთელი ცხოვრებით თბილისთან ვარ დაკავშირებული, თუმცა ღა მშობლიურ მხარესთან და ჯვართან კავშირი არასდროს გამიწყვეტია.    

- ძალიან საინტერესო ცხოვრება გაიარეთ,  მრავალფეროვანია თქვენი ბიოგრაფია. თავად, როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში?  

- ეს იმას ჰგავს, ადამიანს ჰკითხო, რომელი შვილი მეტად გიყვარსო. მე მიყვარდა ყველა საქმე, რომელსაც ვაკეთებდი. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დავინტერესდი მშობლიური კუთხის შესწავლით. სათავგადასავლო მოგზაურობა პატარა ასაკიდან დავიწყე, როდესაც შევქმენი ჯგუფი და მოვიარე მაგანას და ინწრას ხეობა. წლების შემდეგ ორგანიზება გავუკეთე ბევრ ექსპედიციას: 1962 წელს  თბილისის რკალს, 1963 წელს ექსპედიციას იალბუზის გარშემო, იყო ასეთი ექსპედიცია რუსთაველის კვალდაკვალ, რომელიც 1966 წელს განხორციელდა აჭარაში, სამცხე - ჯავახეთში. 24 წლის ვიყავი, სამ მეგობართან ერთად ველოსიპედით დავფარეთ რვაათასკილომეტრიანი დისტანცია საბჭოთა კავშირის რვა რესპუბლიკაში. ველოსიპედები უნივერსიტეტმა გვიყიდა, სტიპენდიებიც წინასწარ მოგვცეს. გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდა, მაგრამ ამ მოგზაურობამ დიდი გამოცდილება და ცოდნა მომცა, რაც მერე ძალიან გამომადგა. 

gvanji_mania-066 გვანჯი მანია და ტიმ სევრერინი 1984 წელი 

მქონდა აქტიური ჟურნალისტური ცხოვრება. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ პარალელურად ვსწავლობდი ეკოლოგიას, სოციოლოგიას, ხელოვნებას.  წლები ვიმუშავე საქინფორმში, გაზეთებში „კომუნისტი“, „ახალგაზრდა ივერიელი“, მიღებული მაქვს ჟურნალისტური პრემიები. ძალიან მაინტერესებდა ბუნება, ადამიანები, კავკასიის ხალხთა ცხოვრება, კულტურა, ისტორია. ვმუშაობდი საქართველოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტში, სამეცნიერო - ტექნიკური ინფორმაციის განყოფილებისა და ბუნების დაცვის საზოგადოების ეკოლოგიური განათლების განყოფილების უფროსად. მოგვიანებით  ჩემი ინიციატივით მოხდა  „ ბუნების ქომაგის“ საპატიო  წოდების დაწესება,  რომელსაც გადავცემდით ბუნების დამცველებს.

ახალგაზრდობიდან აქტიური და  შეუპოვარი ხასიათი მქონდა, ალბათ ამიტომაც  ჯერ კიდევ სტუდენტობისას, როგორც არასაიმედო პერსონა, უშიშროებას აღრიცხვაზე ვყავდი აყვანილი. არ ვერიდებოდი საზოგადოებაში იმის მხილებას და კრიტიკას, რაც მაწუხებდა და არასწორად მიმაჩნდა. ბევრ რამეში მიშლიდნენ ხელს, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვაკეთებდი ჩემს საქმეს.  საბჭოთა  რეჟიმის  პირობებში, როდესაც ხელისუფლება გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის აღნიშვნისთვის ემზადებოდა, მოვაწყვეთ სამდინარო -საზღვაო ექსპედიცია „ ოქროს საწმისი“, რომელიც უპრეცედენტო ამბავი აღმოჩნდა. ავაგეთ ძველკოლხური ნიმუშის ხომალდი, რომელსაც ვუწოდეთ „ოქროს საწმისი“. ვიმოგზაურეთ ისტორიულ კოლხეთში, ექსპედიციის მესამე წელს გერმანიაში იმართებოდა ოლიმპიური თამაშები, გვინდოდა დუნაის გავლით  ქართული დროშით შევსულიყავით მიუნხენში, მაგრამ უფლება არ მოგვცეს უშიშროების სამსახურებმა. ვიცოდი, რომ არგონავტების მარშუტის გამეორება და  კოლხური კულტურის პოპულარიზაცია საბჭოთა ხელისუფლებას დიდად არ მოეწონებოდა, ამიტომ ისე შევფუთეთ, თითქოს  ექსპედიცია გასაბჭოების 50 წლისთავს ეძღვნებოდა. ასეთივე თამამი განაცხადი იყო, საცხენოსნო ექსპედიცია, რომელიც მოვაწყვეთ  კასპის რაიონში, დიდგორის ბრძოლის ადგილებში. რუსეთის მიერ დიდგორის თემაზე საუბარი აკრძალული იყო, რუსების დახმარების გარეშე, როგორ გაიმარჯვეთო, ჩვენ  კი დიდგორის ბრძოლის ადგილებში მოვაწყვეთ ექსპედიცია, რომელშიც 16 ცხენოსანი მონაწილეობდა. ეს საკითხი წამოჭრა ლევან გოთუამ, რომელმაც მიგვანიშნა ამის შესახებ ლიტერატურულ გაზეთში. მე ეს ლაშქრობა მივუძღვენი მის ხსოვნას, დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და თევდორე მღვდლის მოღვაწეობას. 

 - თქვენი ხელშეწყობით საქართველოში დამყარებული არაერთი რეკორდი მოხვდა გინესების რეკორდების  წიგნში, როგორ  დაუკავშირდით  გინესების რეკორდებს?

 - გინესების რეკორდების საქმესთან  დამაკავშირა ჯუმბერ ლეჟავამ, რომელთანაც როგორც ჟურნალისტს მქონდა ურთიერთობა იმ პერიოდიდან,  როდესაც  ვმუშაობდი საქინფორმის რედაქციაში. ჯუმბერ ლეჟავა არის ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც დაიმკვიდრა ადგილი გინესის რეკორდების წიგნში. მან ჯერ დაამყარა რეკორდი ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში, შემდეგ კი - 3333 დღის განმავლობაში იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით. გადალახა აზიის, ავსტრალია - ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპის და აფრიკის ქვეყნები, ორჯერ ეწვია ანტარქტიდას.

გინესის რეკორდების წიგნში პიროვნებები ავტომატურადაც ხვდებიან. მაგალითად, წიგნში მაია ჩიბურდანიძე შეტანილია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის. მე გინესების რეკორდების  წიგნის მიმართ ინტერესი მქონდა, როგორც ჟურნალისტს, მაგრამ მოგვიანებით, 1993 წელს როდესაც დავაარსე მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი „გიორგი,“ უკვე  აქტიურად ჩავერთე საგინესო მოძრაობაში. ჩემი დახმარებით და ხელშეწყობით  საქართველოდან ბევრი რეკორდი აისახა გინესის რეკორდების წიგნში, მაგრამ არის რეკორდები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ აისახა.

ჩემი ინიციატივა იყო, იუნესკოსა და მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტში ქართული ცურვის სამი სახეობის მოხვედრა. ესაა ფეხური ცურვა, ხელფეხშეკრული ცურვა და მენჩურუა. ფეხური ცურვა  ძველ კოლხეთში ოდითგან იყო ცნობილი. მენჩურუა წყალში ორთაბრძოლის ხალხური  სახეობაა. რაც შეეხება ხელფეხშეკრულ ცურვას, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჰენრი კუპრაშვილის მარათონს, როდესაც მან ხელფეხშეკრულმა გადაცურა 12 კილომეტრიანი დისტანცია, დარდანელის სრუტე. სამწუხაროდ ის ვერ მოხვდა გინესის რეკორდებში, სიცოცხლისათვის დიდი რისკის გამო.  

მე ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა. გული იმაზე მწყდება, რომ ჩაკეტილ ქვეყანაში ვცხოვრობდით და არსად არ გვიშვებდნენ, კი ბატონო, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები პრობლემა არ იყო, მაგრამ საზღვრებს გარეთ ვერ გახვიდოდი. მინდოდა რამდენიმე ექსპედიციის მოწყობა და  საქართელოსთვის  თავდადებული, დამსახურებული ადამიანების ისტორიების წარმოჩენა, რაფიელ დანიბეგაშვილის, სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობების, ასევე  ქართული თემატიკის საკითხების მოძიება, მაგრამ არ გამიშვეს. მაშინ უცხოეთში მხოლოდ იმ ხალხს უშვებდნენ, ვისაც უშიშროების კომიტეტისგან ჰქონდა ამისი უფლება, ან მათთან იყვნენ შეთანხმებულები, როგორც ჩანს, ისინი კომპრომისზე მიდიოდნენ. ჰყავდათ მათ „რჩეულები,“  მე მათ რიცხვში არ ვიყავი. უარი მითხრეს რუმინეთში, ბულგარეთში გასვლაზე, ჩაკეტილი ვიყავი. საბჭოთა უშიშროებას ჩემი ნდობა არ ჰქონდა, ამას ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი.  ჩემი ჯიუტი ხასიათით ვცდილობდი ხოლმე ჩაკეტილი წრის გარღვევას, რასაც ზოგჯერ  ვახერხებდი, ზოგჯერ - არ გამომდიოდა. 

თამუნა ნიჟარაძე

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.