USD 2.6376
EUR 3.0140
RUB 3.4632
თბილისი
საქართველოს იმპორტი $16.6 მილიარდამდე გაიზარდა
თარიღი:  515

2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში იმპორტი 16.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.3%-ით მეტია - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

იმპორტში საქართველოს მთავარი საქონელი არის მსუბუქი ავტომობილები, რომელთა უდიდეს ნაწილსაც შემდეგ საქართველო რეექსპორტის მეშვეობით უცხოეთში ყიდის. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 3.5 მილიარდი დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, ავტომობილების რეექსპორტი კი 2.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება ბაზრებს, მთავარი საიმპორტო ქვეყანა არის აშშ საინდაც საქართველო მეორად ავტომობილებს ყიდულობს და მათ შემდეგ ცენტრალურ აზიაში ყიდის. აშშ-დან იმპორტი წელს რეკორდულად 33%-ით, 2.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

მეორე ადგილს იმპორტში ნავთობპროდუქტები იკავებს 1.2 მილიარდი დოლარით. ამ საქონლის იმპორტი წლიურად 4%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილზეა მედიკამენტები 605 მილიონი დოლარით, რისი იმპორტიც 8%-ით გაიზარდა.

იმპორტის ტოპ ათეულში კვლავ არის ნახატები, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების რელოკაციას უკავშირდება.

2025 წლის 11 თვეში საქართველოს მთავარი საიმპორტო საქონელი:

# საქონელი მლნ დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან
1 მსუბუქი ავტომობილები $3,539 მლნ დოლარი; 12%
2 ნავთობი და ნავთობპროდუქტები $1,229 მლნ დოლარი; 4%
3 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული $605 მლნ დოლარი; 8%
4 სურათები და ნახატები $482 მლნ დოლარი; 140216%
5 ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები $364 მლნ დოლარი; 2%
6 მობილური ტელეფონები $301 მლნ დოლარი; 2%
7 სიგარები, სიგარილები და სიგარეტები $141 მლნ დოლარი; -2%
8 სატვირთო ავტომობილები $139 მლნ დოლარი; -29%
9 კომპიუტერები და მათი ბლოკები $137 მლნ დოლარი; -44%
10 ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები $118 მლნ დოლარი; 36%
11 დანარჩენი საქონელი – სულ $9,546 მლნ დოლარი; 7%
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის