USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) წევრობა შეუჩერდა
თარიღი:  603

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში "თბილისი პოსტს" დაუდასტურეს, რომ "ღია მმართველობის პარტნიორობის" OGP ორგანიზაციაში საქართველოს წევრობა შეუჩერდა.

OGP-ში განმარტავენ, რომ ეს მოხდა იმ გაფრთხილებების შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო სამოქმედო სტრატეგიის მიღების დაგვიანების, ამ სტრატეგიაში OGP-ისთვის არადამაკმაყოფილებელი და არაამბიციური მიზნების განსაზღვრის და შემდეგ 2024 წლის მაისში სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი რუსული კანონის მიღების გამო. ამასთან, საგულისხმოა ფაქტი, რომ 2018 წელს საქართველო ღია მმართველობის მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯების გამო ამ ორგანიზაციის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელიც იყო.

საქმე ის არის, რომ “ღია მმართველობის პარტნიორობა” არის გლობალური ქსელი, რომლის მიზანიც მსოფლიოს ქვეყნებში ინფორმაციის საჯაროობისა და ღია მმართველობის ხელშეწყობაა. ორგანიზაციამ 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა წერილით, რადგანაც საქართველომ არ დაიცვა OGP-ის პროცესი სამოქმედო გეგმის ორი ციკლის პერიოდში და არ წარადგინა 2021-2023 და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმები. აღნიშნულ წერილში OGP-ის აღმასრულებელი დირექტორი სანჯეი პრადანი აცხადებდა, რომ საქართველომ 2022 წელს დაარღვია ვადები, რაც საქართველოს OGP-ში მონაწილეობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.

ახალი სტრატეგიის შემუშავებისა და გამოქვეყნებისთვის OGP-იმ საქართველოს ვადად 2023 წლის 31 დეკემბერი განუსაზღვრა, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სტრატეგიის დამტკიცება გასული წლის 29 დეკემბერს მოხდა. თავად ამ სტრატეგიის შეფასებისას OGP-იმ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაჩვენებლები არაამბიციური იყო. ამას კი 2024 წლის გაზაფხულზე დაემატა უცხოური გავლენების გამჭვირვალობის რუსული კანონის მიღება, რაც საბოლოოდ გახდა OGP-ის გადაწყვეტილების განმსაზღვრელი საქართველოსთვის შეეჩერებინა წევრობა, რადგანაც აღნიშნული კანონი იმ ფორმით და მიზნით რა ფორმითაც ის ხელისუფლებამ მიიღო, OGP-ის შეფასებით შეუსაბამოა ორგანიზაციის მისიასთან, ამიტომაც საქართველოს წევრობა შეუჩერდა.

ცნობისთვის, „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (Open Government Partnership - OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით, 8 ქვეყნის მთავრობის მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა. დღეს OGP 75 წევრი ქვეყნის მთავრობასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს.

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი 2012 წელს გახდა. 2014 წელს კი ქვეყანა OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი გახდა და 2015 წელს OGP-ის პირველ ევროპის რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა. 2017 წელს საქართველო 1 წლის ვადით OGP-ის თავმჯდომარედ აირჩიეს.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის