USD 2.7117
EUR 3.1385
RUB 3.3416
Tbilisi
საქართველოს ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა 300 მლნ უჯდება
Date:  747

2023 წლის 19 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, საქართველომ თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურებითა და სნოუბორდით მსოფლიო ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონატის მასპინძლობის ორგანიზება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა სახელმწიფოს დაახლოებით 300 მილიონი ლარი დაუჯდა.

მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა ახალი საბაგიროები, ხელოვნური გათოვლაინების სისტემები, წყლის ხელოვნური რეზერვუარები, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილი იქნა სპეც.ტექნიკა უსაფრთხოების ინვენტარი. შესაბამისად, განხორციელდა დაახლოებით 300 მლნ ლარის ინვესტიცია.

მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება.

ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ ინფრასტრუქტურას გათოვლიანების სისტემა წარმოადგენს, რომლისთვისაც კომპანია TECHNOALPIN-თან 90.5 მილიონი ლარის კონტრაქტი გაფორმდა. ასევე ხელოვნური ტბების მოწყობისთვის 79.7-მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ჯერჯერობით არაა აშენებული "სპორტსმენთა სოფელი", რომელიც სხვადასხვა დროებით და მუდმივ ნაგებობებს გააერთიანებს. ამისთვის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული MTA 14.4 მილიონი ლარის ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ხელოვნურ ტბებში გათოვლიანების სისტემისთვის 300 მილიონი ლიტრი წყლის მარაგი იქნება დაგროვილი. 

„ბაკურიანში პრაქტიკულად დასრულებულია მსოფლიო ჩემპიონატის სრულფასოვნად მასპინძლობისთვის საჭირო მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ხელოვნური რეზერვუარების მოწყობასა და 29-კილომეტრიანი გათოვლიანების სისტემის მონტაჟს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეზერვუარების წყლით შევსების პროცესი. აღნიშნული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ხელს შეგვიწყობს, რომ საქართველომ ღირსეულად უმასპინძლოს ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანში. ამავდროულად, აღნიშნული ინფრასტრუქტურა გააძლიერებს კურორტ ბაკურიანს, გაახანგრძლივებს ზამთრის ტურისტულ სეზონს და გაზრდის ვიზიტორთა გამტარუნარიანობას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, წარმდგენი კი კომპანია „სილქნეტია“.

society
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way