საქართველოს ფოსტა ეხმაურება კომპანიის წინააღმდეგ მედიაში და სოციალურ ქსელებში დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც ტარიფების ცვლილებას შეეხება.
„კომპანია განმარტავს, რომ ტარიფების ზრდა საშუალოდ 15%-ით მოხდა, რაც განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებით და იმ ინვესტიციებითა და კაპიტალური ხარჯებით, რაც საჭიროა კარგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი საფოსტო მომსახურების განხორციელებისა და უწყვეტობისთვის.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფოსტა ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით აგრძელებს ოპერირებას“, - აღნიშნულია ფოსტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.
„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ