USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
თბილისი
საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე იაპონიის გიგანტი კომპანია, “ტეპკო” შემოვიდა
თარიღი:  1537

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე იაპონიის გიგანტი კომპანია შემოვიდა. მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად რამდენიმე მსხვილმა ბიზნესმა საქართველოსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ამ თემაზე ნათია თურნავამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ამ დღეებში ზუსტად გახდა ცნობილი, რომ იაპონიის ერთ-ერთი გიგანტი კომპანია ტეპკო შემოვიდა ჩვენს ენერგეტიკაში. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი იაპონური, პირდაპირი ინვესტიცია, რომელიც შემოვიდა ენერგეტიკაში, ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია”, – თქვა ნათია თურანავამ.

პრეზენტაციაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანი იქნება კრიზისული პერიოდის დასრულების შემდეგ, რაც შეიძლება მეტი მსხვილი საერთაშორისო ბიზნესი დაინტერესდეს ქვეყნის რესურსებით

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის