USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 247 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო
Date:  624

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 247 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო.

ფიცის დადების ცერემონია თბილისის პარალელურად, კიდევ 5 ლოკაციაზე: სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მცხეთაში გაიმართა.

ფიცს დადების ცერემონიამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გენერალ გიორგი კვინიტაძის ხსოვნას. გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ.

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება.

კორონავირუსის პრევენციიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობა არ იმართება.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way