საქართველოს ბანკი აგროსექტორის ხელშეწყობასა და ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით „ქანდა აგრიქალჩერ“ სოფელ ქანდაში 100 ჰა. ფართობზე ნუშის და ხეხილის ბაღებს გააშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მლნ. ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი 7 მლნ. ლარს უტოლდება.
ნუშის ბაღებთან ერთად პროექტი ალუბლის, გარგრის, ვაშლატამას, ატმისა და ქლიავის ბაღებს გააერთიანებს. საქმიანობაში 15 ადამიანია ჩართული, სეზონურად კი დამატებით 50 ადგილობრივი დასაქმდება.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით გვეძლევა შესაძლებლობა, განვახორციელოთ აღნიშნული პროექტი. ჩვენი ამჟამინდელი გეგმები სოფელ ქანდაში 100 ჰა ფართობზე ნუშის და სხვადასხვა ხეხილის ბაღების გაშენებას მოიცავს. სამომავლოდ, ვგეგმავთ პროექტს კიდევ უფრო მასშტაბური სახე შევძინოთ და ჩვენი პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ობიექტზე ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებითაც განვავითაროთ საქმიანობა“, - აცხადებს „ქანდა აგრიქალჩერ“-ის ბიზნეს პროექტების ხელმძღვანელი, თამარ ბერულავა.
„საქართველოს ბანკისა და „ქანდა აგრიქალჩერის“ თანამშრომლობის ფარგლებში, ერთ-ერთ მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. გვჯერა, რომ პროექტი დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდაში, ამასთან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს აგრომიმართულების განვითარებას. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავს წამოწყებებს, რათა შევძლოთ კიდევ უფრო მეტი ბიზნესის გაძლიერება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების ხელმძღვანელის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.
მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველომ 25.7 ათასი დოლარის ღირებულების ორგანოთერაპიისთვის განკუთვნილი ჯირკვლები და სხვა ორგანოების იმპორტი განახორციელა. 2022 წლის დასაწყისში ქვეყანაში შემოტანილი ორგანოების მოცულობა გასული 4 წლის ანალოგიური პერიოდების იმპორტს აღემატება.
ოფიციალური სტატისტიკით ორგანოთერაპიისთვის შემოტანილი ამ დასახელების საქონლის მოცულობა იანვარ-მარტში 0.13 ტონა იყო.
რაც შეეხება ორგანოების იმპორტის წლიურ მონაცემებსა და იმ ქვეყნებს, სადაც საქართველო საქონელს ყიდულობს, საქსტატის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს გვქონდა (183 ათასი დოლარი, 0.74 ტონა). აღსანიშნია, რომ პანდემიის დაწყების პირველ წელს საქართველოდან 0.23 ტონა ორგანოების შესაძენად 155 ათასი დოლარი გავიდა. გასულ წელს კი 0.44 ტონა იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 89.9 ათასი დოლარი შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ორგანოთერაპიისთვის განკუთვნილი ჯირკვლებისა და სხვა ორგანოების ყველაზე დიდი მომწოდებელი საქართველოსთვის აშშ-ია - 77.9 ათასი დოლარი, მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო - 3.8 ათასი დოლარი, ჰონ-კონგი - 3.3 ათასი დოლარი, გერმანია - 2.1 ათასი დოლარი, ავსტრალია - 0.9 ათასი დოლარით. საიმპორტო ქვეყნებს შორისაა: კანადა, იტალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, ბელგია და შვეიცარია.
წყარო:https://bm.ge/