USD 2.6625
EUR 3.0683
RUB 3.6325
თბილისი
"საქართველოს ბანკმა" Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე ბიზნესის მიმართულებით 16 ჯილდო მიიღო
თარიღი:  658

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი ბიზნესის მიმართულებით როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით 16 კატეგორიაში საუკეთესოდ დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს არაერთი წელია, აფასებს და მისი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების ინოვაციური და ეფექტური ციფრული გამოცდილების წარმოჩენაა. წლევანდელი შედეგებით, საქართველოს ბანკმა ჯამში 34 ჯილდო მოიპოვა, რომელთაგან 16 ბიზნესის სეგმენტზე მოდის.

გამარჯვებულები რეგიონისა და ცალკეული ქვეყნების მასშტაბით სხვადასხვა კრიტერიუმით შეაფასეს, მათ შორის განიხილეს ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, ბიზნესმომხმარებლებისთვის შეთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების ეფექტურობა, ციფრული ტრანსფორმაციის მასშტაბურობა, ტექნოლოგიური ინოვაციები და სხვა. მონაწილეები Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურიმ შეაფასა, ხოლო საბოლოო სია Global Finance-ის რედაქციამ გამოავლინა.

საქართველოს ბანკმა ბიზნესის მიმართულებით გამარჯვება შემდეგ კატეგორიებში მოიპოვა:

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი:

საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
საუკეთესო ბანკი ბიზნესისთვის ინტეგრიგებული ფინანსების მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
საუკეთესო ციფრული გადახდების სტრატეგია ბიზნესის მიმართულებით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
საუკეთესო სავაჭრო დაფინანსების სერვისები ბიზნესისთვის ცენტრალურ და
აღმოსავლეთ ევროპაში;

საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
საუკეთესო ბანკი ტრანსფორმაცის მიმართულებით ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

საქართველო:
საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში;
საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში;
საუკეთესო ბანკი ინტეგრიგებული ფინანსების მიმართულებით ბიზნესისთვის
საქართველოში;
საუკეთესო ციფრული გადახდების სტრატეგია ბიზნესისთვის საქართველოში;
სავაჭრო დაფინანსების საუკეთესო სერვისები ბიზნესისთვის საქართველოში;
საუკეთესო ინტეგრირებული კორპორაციული საბანკო პროგრამა საქართველოში;
ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში;
საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები ბიზნესისთვის საქართველოში;
საუკეთესო საბანკო მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის / საუკეთესო
მცირე და საშუალო ბიზნესის პლატფორმა საქართველოში;
საუკეთესო ბანკი ტრანსფორმაციის მიმართულებით ბიზნესისთვის
საქართველოში.

საზოგადოება
საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მისაღებად ახალი რეგულაციები შემოდის - წესდება ენობრივი ბარიერი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს“.

კერძოდ, მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას.

ასევე, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში უცხოელების მიერ სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

„საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მორიგი მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პაკეტი შსს-მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა, ასევე იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით მოამზადა და დაჩქარებული წესით პარლამენტს გადაეცა განსახილველად.

ცვლილებები შეეხება სხვადასხვა მიმართულებას და ძირითადად გაანალიზებულია პრაქტიკული გამოწვევები, რაც მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულებით არსებობდა. ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობებს. აღნიშნული ბინადრობები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად გამოიყენებოდა. ჩვენ არაერთი შემთხვევა გამოვავლინეთ, როდესაც სასწავლო ბინადრობის მქონე პირები არადანიშნულებისამებრ იყენებდნენ აღნიშნულ უფლებას. შესაბამისად, წესდება კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციები. კერძოდ, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

გარდა ამისა, წესდება კონკრეტული აკრძალვა იმ უცხოელი ახალგაზრდებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს სასწავლო ბინადრობას.

საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ეს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. სპეციალური კომისია შეისწავლის თითოეულ ასეთ შემთხვევას და თუკი გაჩნდება ეჭვი, რომ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას, სისხლის სამართლის წესით მოხდება დანაშაულის ჩამდენი პირების წინააღმდეგ სანქციის გატარება.

მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესები, კერძოდ: პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება გამოიყენებოდა ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად და ამ ქმედების პრევენციის მიზნით, მარტივდება, როგორც გასაჩივრების ვადები და წარმოების პროცესი, ასევე მთლიანად იცვლება საკანონმდებლო ჩარჩო ამ კუთხით. იზრდება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები და მას დაემატება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება იმისათვის, რომ არალეგალური მიგრაციის თითოეული შემთხვევა, ოპერატიულად, სამძებრო სამუშაოების შედეგად იქნეს გამოვლენილი", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის