USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
საქართველომ პარალიმპიადაზე მეექვსე მედალი მოიპოვა, ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი პარიზის პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონია
თარიღი:  786
საქართველომ პარალიმპიადაზე მეექვსე მედალი მოიპოვა
ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი (73 კგ, კატეგორია J2) პარიზის პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონია. ფინალი მან იაპონელ პარასპორტსმენთან, ტოკიოს პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ იუჯირო სეტოსთან დათმო და საქართველოს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მესამე ვერცხლის მედალი მოუტანა.
ფინალამდე მან რუმინელ დანიელ ვარგოცკის და ტოკიოს პარალიმპიადის ოქროს მედალოსან უზბეკ უჩკუნ კურანბაევს სძლია.
ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ექვსი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.
თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის