USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
საქართველო ტურისტების პირველ ნაკადს სავარაუდოდ ისრაელიდან მიიღებს
Date:  429

საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის ამუშავებასა და ქვეყანაში სტუმრების მიღებას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ამაზე აქტიურად მუშაობს როგორც ტურიზმის სააგენტო, ისე - საგერეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები. დღეს ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რამდენიმე ქვეყანასთან, ამ მიმართულებით, წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს. ეს სულ მალე, ჩვენთვის მისაღები შედეგით დასრულდება. პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, მალე მივიღოთ სტუმრები ამ ქვეყნიდან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ მათ ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და ავსტრიასთან.

საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი 15 ივნისიდან აღდგება, უცხოელ ტურისტებს კი საქართველო პირველი ივლისიდან მიიღებს. ფრენების განახლებაზე ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way