USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
"საქართველო, საქართველო" - თბილისში პირველად ეს შეძახილი, 1981 წლის 13 მაისის ღამეს გაისმა
თარიღი:  742

44 წელი თბილისის დინამოს ისტორიული გამარჯვებიდან - ზუსტად 44 წელი გავიდა დუსელდორფის "რაინშტადიონზე" გამართული ფინალური შეხვედრიდან, რის შედეგადაც, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, თბილისის "დინამომ"ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. 

1981 წლის 13 მაისის ღამეს საქართველო ფეხბურთმა გააერთიანა, ხალხმრავლობის მიუხედავად ქვეყნის მასშტაბით დანაშაული არ მომხდარა და იმ ღამით პირველად გაისმა შეძახილი - "საქართველო, საქართველო". 

დიუსელდორფში გამართულ ფინალს 9 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, თასების მფლობელთა თასის გადამწყვეტ შეხვედრაში დინამო 63 წუთზე მარცხდებოდა, თუმცა ჯერ შენგელიას გადაცემით გუცაევმა გაათანაბრა, 87 წუთზე კი ვიტალი დარასელიამ გამარჯვების მომტანი ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული გოლი გაიტანა.

big_29f9e5d1c7b7a27dd6bef6c15de9f0cedinaaa

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის