USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
საქართველო მედლების რეიტინგში 24-ე პოზიციაზე დაწინაურდა - ქვეყნების სრული რეიტინგი
თარიღი:  1066

10 აგვისტოს, გენო პეტრიაშვილის მიერ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (125 კგ) და ლაშა ტალახაძის მიერ ძალონსობაში ოქროს მედლის მოპოვებით საქართველოს ოქროს მედლების რაოდენობა სამამდე გაიზარდა, რის შედეგადაც ქვეყანა მედლების საერთო გუნდურ რეიტინგში 39-დან 24-ე პოზიციაზე დაწინაურდა. არსებული მდგომარეობით, ქართველ ოლიმპიელებს 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვთ. 11 აგვისტოს კი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (97 კგ) ფინალი არის დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას გივი მაჭარაშვილი მიიღებს. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მეოთხე ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს, რა შემთხვევაშიც, საქართველო საერთო გუნდურ შედეგში მეჩვიდმეტე პოზიციაზე დაწინაურდება.

ოლიმპიური მედლების რეიტინგი

ქვეყანა ოქრო ვერცხლი ბრინჯაო მედლების რაოდენობა
1
ჩინეთი
38 27 24 89
2
შეერთებული შტატები
37 42 42 121
3
ავსტრალია
18 18 14 50
4
იაპონია
18 12 13 43
5
საფრანგეთი
16 23 22 61
6
დიდი ბრიტანეთი
14 22 27 63
7
სამხრეთ კორეა
13 8 9 30
8
ნიდერლანდები
13 7 12 32
9
გერმანია
12 10 8 30
10
იტალია
11 13 15 39
11
კანადა
9 7 11 27
12
ახალი ზელანდია
9 7 2 18
13
უზბეკეთი
7 2 3 12
14
უნგრეთი
5 7 6 18
15
ესპანეთი
5 3 8 16
16
კენია
4 2 4 10
17
ნორვეგია
4 1 3 8
18
ირლანდია
4 0 3 7
19
ბრაზილია
3 7 10 20
20
უკრაინა
3 5 4 12
21
ირანი
3 5 2 10
22
შვედეთი
3 4 3 10
23
რუმინეთი
3 4 1 8
24
საქართველო
3 2 1 6
25
ბელგია
3 1 6 10
26
ბულგარეთი
3 1 3 7
27
ჩეხეთი
3 0 2 5
28
აზერბაიჯანი
2 2 2 6
29
კუბა
2 1 5 8
30
ხორვატია
2 1 3 6
31
სერბეთი
2 1 1 4
32
სლოვენია
2 1 0 3
33
ჩინური ტაიპეი
2 0 5 7
34
ავსტრია
2 0 3 5
35
ჰონგ კონგი, ჩინეთი
2 0 2 4
35
ფილიპინები
2 0 2 4
37
ალჟირი
2 0 1 3
37
ინდონეზია
2 0 1 3
39
ისრაელი
1 5 1 7
40
პოლონეთი
1 3 5 9
41
ყაზახეთი
1 3 3 7
42
იამაიკა
1 3 2 6
42
სამხრეთ აფრიკა
1 3 2 6
42
ტაილანდი
1 3 2 6
45
დანია
1 2 5 8
45
შვეიცარია
1 2 5 8
47
ეკვადორი
1 2 2 5
48
პორტუგალია
1 2 1 4
49
ეთიოპია
1 2 0 3
50
საბერძნეთი
1 1 6 8
51
არგენტინა
1 1 1 3
51
ბაჰრეინი
1 1 1 3
51
ეგვიპტე
1 1 1 3
51
ტუნისი
1 1 1 3
55
ბოტსვანა
1 1 0 2
55
ჩილე
1 1 0 2
55
სენტ ლუსია
1 1 0 2
55
უგანდა
1 1 0 2
59
დომინიკის რესპუბლიკა
1 0 2 3
60
გვატემალა
1 0 1 2
60
მაროკო
1 0 1 2
62
დომინიკა
1 0 0 1
62
პაკისტანი
1 0 0 1
64
თურქეთი
0 3 5 8
65
მექსიკა
0 3 2 5
66
სომხეთი
0 3 1 4
67
კოლუმბია
0 3 0 3
68
ყირგიზეთი
0 2 4 6
68
ჩრდილოეთ კორეა
0 2 4 6
70
ლიტვა
0 2 2 4
71
ინდოეთი
0 1 5 6
72
მოლდოვის რესპუბლიკა
0 1 3 4
73
კოსოვო
0 1 1 2
74
კვიპროსი
0 1 0 1
74
ფიჯი
0 1 0 1
74
იორდანია
0 1 0 1
74
მონღოლეთი
0 1 0 1
78
ტაჯიკეთი
0 0 3 3
79
გრენადა
0 0 2 2
79
მალაიზია
0 0 2 2
81
ალბანეთი
0 0 1 1
81
კოტ დ'ივუარი
0 0 1 1
81
კაბო ვერდე
0 0 1 1
81
ლტოლვილთა ოლიმპიური ნაკრები
0 0 1 1
81
პერუ
0 0 1 1
81
პუერტო რიკო
0 0 1 1
81
კატარი
0 0 1 1
81
სინგაპური
0 0 1 1
81
სლოვაკეთი
0 0 1 1
81
ზამბია
0 0 1 1
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის