USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
საქართველო National Geographic-ის 2024 წლის სამოგზაურო სიაში
Date:  

National Geographic-მა 2024 წლის 20 საუკეთესო სათავგადასავლო მიმართულება დაასახელა. შრი-ლანკას, ტაილანდს, ჩილეს, შოტლანდიას, ავსტრალიასა და სხვა ცნობილ ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველო National Geographic-ის გლობალური საზოგადოების ექსპერტებმა გამოავლინეს.

“ჩვენს ყოველწლიურ საუკეთესო მიმართულებებს შორის თქვენ აღმოაჩენთ პარიზის ქუჩებს, საქართველოში მდებარე კავკასიონის თოვლიან მთებს, ალჟირის უძველეს კლდოვან ხელოვნებას“,-წერს  National Geographic და საქართველოს შემდეგი ქვესათაურით აღწერს:  „სათხილამურო ტური საქართველოში მდებარე იუნესკოს ძეგლებს შორის“

ინფორმაციასთან ერთად National Geographic-ის გვერდზე უშგულში თხილამურებით სრიალის შესახებ ვიდეორგოლია ატვირთული.

„თხილამურებით სრიალი, მოგზაურობა და ნადირობა მთიან საქართველოში ცხოვრების წესია. სვანეთში შეგიძლიათ ისრიალოთ უღელტეხილებზე და შუა საუკუნეების სოფელ უშგულში, რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალი მუდმივი დასახლებაა. საუკეთესო თავგადასავლების პერიოდი დეკემბერში იწყება და აპრილში სრულდება“,- წერს National Geographic.

https://www.nationalgeographic.com/culture/article/best-of-the-world-20-experiences-for-2024?cmpid=org%3Dngp%3A%3Amc%3Dsocial%3A%3Asrc%3Dinstagram%3A%3Acmp%3Deditorial%3A%3Aadd%3Digt20240130travel-botw24sizzlevideo&fbclid=IwAR2maaomzKzHwP3fxLYdV4L6Pb0U2rbyaeoXp-gHb3-QE1VkwGpHtcGhBYs_aem_ASL_X2LaAUoO7MXUNZunqUe2PC9SVsnVFbnSKUrotA2tr11kDzlWGfRwmIQZ0DWPS1s

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way