USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
თბილისი
საქართველო - ჩინურ/ევროპული ხიდის საყრდენი (ნაწილი I)
თარიღი:  820

ავტორი: პაატა ჩეკურიშვილი

 

მეგობრებო, მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ჩემი ნაშრომი - სტატია/კვლევა და მინდა უპირველესად ქართველ საზოგადოებას, პოლიტელიტას და ექსპერტულ საზოგადოებას შევთავაზო საქართველოს (და არა მარტო) გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ჩიხიდან გამოყვანის ახალი ხედვა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და ჩვენს გარშემო არსებული დიდი რეგიონი სუბიექტური თუ ობიექტური მოვლენების გამო მოექცა. ამ სტატია/ კვლევაში შევეცადე პოლიტოლოგიაში ჩაუხედავი ადამიანებისთვისაც კი გასაგები ენით მიმომეხილა მსოფლიოში დღეს არსებული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ტენდეციები და დიდი იმედი მაქვს რომ აქ წამოჭრილ თემებზე ფართო დისკუსია დაიწყება, რათა საქართველოს და რეგიონის განვითარების საუკეთესო არჩევანი მოინახოს.

სტატია/კვლევა ქართულ და ინგლისურ ენებზე დაეგზავნება საქართველოში აკრედიტირებულ ყველა საელჩოს, საქართველოში და უცხოეთში არსებულ ძირითად ანალიტიკურ და პოლიტოლოგიურ ცენტრებს, რათა ისინი ინფორმირებული იყვნენ საქართველოს და რეგიონის განვითარების ამ პოტენციალზე, რათა შესაძლებლობის ფარგლებში მიიღონ მონაწილეობა ამ ახალ დისკუსიაში. თუ ჩვენი მეგობრები ჩათვლიან საჭიროდ, რომ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს და ევრაზიის უდიდეს ნაწილში მშვიდობის და განვითარების ამ კონცეფციის იმპლემენტაციაში მიიღონ მონაწილეობა, მაშინ ჩავთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია.

---------

       აშშ -ს და ევროკავშირის გეოპოლიტიკურ პრიორიტეტთა ცვლილების გავლენა საქართველოზე  

 

 ამ სტატიის/კვლევის ინსპირაცია ჩემს ამერიკელ მეგობართან რამდენიმე კვირის წინ, გეოპოლიტიკაზე, საქართველოზე და რეგიონზე, ამერიკულ იზოლაციონიზმზე კამათი აღმოჩნდა, რასაც დაემატა ამერიკული დიპლომატიისა და პოლიტიკის მასტოდანტისლექსანდრე ვერშბოუს 1. ფრაზა: „დასავლეთმა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, როცა უკრაინასა და საქართველოს NATO -ში გაწევრიანების დაპირება მისცა“https://www.atlanticcouncil.org/expert/alexander-sandy-vershbow/. სულ ახლახან კი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის 2. გულწრფელი განცხადება: „არ არსებობს კონსენსუსი ევროკავშირის გაფართოების საკითხზე - მნიშვნელოვანია გააზრება და ქართველი ხალხის ამბიციების შემცირება, რადგან თქვენ ვერ მიიღებთ „კის“ 2024 წელს“https://www.europarl.europa.eu/meps/en/197491/MARINA_KALJURAND/home

ამაზე პირდაპირ და გულწრფელად წარმოუდგენელია როგორ უნდა გვითხრან სათქმელი ჩვენმა მეგობრებმა?!

ასეთ პოლიტიკურსოციალურეკონომიკურ ფორმაში საქართველოს მართლაც არსად არ ელიანდასკვნებია გასაკეთებელითავი უნდა დავანებოთ დახურული კარის თავით მტვრევას და ეფემერულ პერსპექტივათა წარმოსახვასთუმცაღა საქართველოს აქვს რესურსითუნდაც გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარეუახლოესი ათწლეულის განმავლობაშითუ სწორ გეოპოლიტიკურ, გეოკენომიკურ გადაწყვეტილებებს ახლავე მივიღებთიქცეს ქვეყნადრომელსაც აქეთ შეეხვეწებიან ალიანსებშიკავშირებში და ორგანიზაციებში გაწევრებას. ოღონდ ამ პერსპექტივას დანახვა და მუშაობა უნდა!

ჩემს ამერიკელ მეგობართან პოლემიკის და წონადი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ვასკვნი: ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის წლებში შეიძლება საერთო ტენდენციებიდან მცირე გადახვევებს ჰქონდეს ადგილი (ამ მცდელობის მკაფიო მაგალითია პრეზიდენტ ბაიდენის პარტნიორობის ინიციატივა Build Back Better World (B3W) 3 , რომელიც G7 -ის ლიდერებს მან გააცნო და შეხვედრის კომუნიკეშია ასახული), https://www.whitehouse.gov/briefing-room/statements-releases/2021/06/12/fact-sheet-president-biden-and-g7-leaders-launch-build-back-better-world-b3w-partnership/  მაგრამ იმ სოციალურ-ეკონომიური და სამოქალაქო გამოწვევათა ფონზერაც ამერიკას დღეს აქვსმით უმეტეს პოსტპანდემიურ ეპოქაშიაშშ -ს ნამდვილად აღარ რჩება რესურსიკონკურენციაში შევიდეს რუსეთთან და ჩინეთთან სამხრეთ კავკასიაში თუ ცენტრალურ აზიაში.

ზუსტადაც ამის დადასტურებაა ამერიკული ჯარის მიერ ავღანეთის დატოვება, ცენტრალურ აზიის ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების მკვეთრი შემცირება, საქართველოსთვის და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ვერ მიცემა და ბევრი სხვა ფაქტორი.

ცენტრალური აზიიდან აშშ -ს გასვლის შემდეგ კი დიდწილად აზრს კარგავს სამხრეთ კავკასიაში და კერძოდ საქართველოში სტრატეგიული „ყოფნაც“. მიუხედავად ამისა ამერიკა საბოლოოდ მაინც არ დატოვებს ამ რეგიონს, მუდმივად შეეცდება შესაძლებლობის ფარგლებში გავლენა არ დაკარგოს პროცესებზე რეგიონში, მაგრამ პრინციპულად რამე ახალს და მნიშვნელოვანს უახლოეს ათწლეულში ვერაფერს და არაფერს შემოგვთავაზებს.

ვაშინგტონი კვლავ გააგრძელებს რუსეთის „შეკავების“ პოლიტიკას და პარალელურად შეეცდება ყველა შესაძლო მეთოდით შეაჩეროს ჩინეთის დომინანტობის ზრდა ამ დიდ რეგიონში.

მიჭირს ამის თქმათუმცა სულ უფრო იზრდება სხვაობა აშშ - და საქართველოს ხედვებში ჩვენი რეგიონის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზედიდი ეჭვი მაქვს, აშშ -  შემდგომი „ყოფნა“ საქართველოში, უკრაინაში და მთელს დიდ რეგიონში უკვე მხოლოდ რუსეთთან ბუფერული წინააღმდეგობის ზონის შენარჩუნებისა და ჩინეთის „სარტყელი და გზის“ ინიციატივისესე იგი ჩინური დომინაციის შეფერხების ამოცანებს მოემსახურება.

ჩვენდა სამწუხაროდ, ამერიკისთვის და ევროკავშირისთვის პრიორიტეტული NATO -ს დღევანდელი ფორმით შენარჩუნებაა (საქართველოსა და უკრაინის გარეშე), რათა ერთის მხრივ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალება მოახერხოს და ამასთანავე არ დაუშვას ზომაზე მეტად ურთიერთობის ესკალაციის შესაძლებლობა.

ანალოგიურად, აშშ-ს უპირველეს პრიორიტეტებშია წყნარ, ასევე ინდოეთის ოკეანის უზარმაზარ რეგიონებში ჩინეთთან სტრატეგიული კონკურენცია. ამ ორი უმთავრესი პრიორიტეტისათვის ამერიკა რესურსებს ნამდვილად არ დაიშურებს.

 

 ჩვენი ქვეყანა სახიფათო ზღვართანაა!

 

 ბუნებრივია, როგორც მოქალაქესა და ქართველს, უპირატესად მაღელვებს ის ტრაგიკული და ძალიან სახიფათო მდგომარეობა, რომელშიც 21-ე საუკუნის დამდეგს აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა ბოლო 30 წლისა და განსაკუთრებით უკანასკნელი პერიოდის გეოპოლიტიკური კატაკლიზმების შედეგად. ამაზე ბევრი ვიფიქრე, სანამ ჩემეულ კვლევასა და დასკვნებს შევთავაზებდი მკითხველს. ღრმად ვარ დარწმუნებული: სახელმწიფოებრივად მომაკვდინებელი ჩიხიდან და „გეოპოლიტიკური ხაფანგიდან“ გამოსასვლელად, საქართველოს პოლიტიკურ კლასსა და მოაზროვნე საზოგადოებას სჭირდება არასტერეოტიპული აზროვნება, ცხადი ხედვა, გაბედული გადაწყვეტილებები და მომავლის სრულიად ახალი „პროექტის“ შემუშავება, რომელიც უპასუხებს თანამედროვე ამოცანებს.

 თუ ყველა გამოწვევას და მოსალოდნელ ან უკვე დამდგარ საფრთხეს ავწონ-დავწონითუეჭველად მივალთ მკაცრ დასკვნამდეახლებური მიდგომის გარეშე სახელმწიფოებრივი კვდომა და როგორც საქვეყნოასევე პიროვნული თავისუფლების დაკარგვის პროცესი გარდაუვალი ხდება!

საქართველოს სჭირდება საყრდენი - ახალი კონცეფცია, რაც აუცილებლად გაითვალისწინებს ისტორიულ გამოცდილებას, თუმცა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის გონივრულად გამოიყენებს იმ ახალ შესაძლებლობებს, რაც არ არსებობდა არათუ 2 საუკუნის, არამედ სულ რამდენიმე ათეული წლის წინ.

ჩემი მოსაზრება და წინადადება არ ეხება მხოლოდ საქართველოს. ამ ალტერნატივას დიდი მნიშვნელობა ექნება მთელი ჩვენი დიდ რეგიონისთვის, ყველა ჩვენი მეზობლისათვის, მათ შორის განსაკუთრებით სომხეთისთვის, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთზე ორიენტაციის და გეოპოლიტიკური იზოლაციის გამო.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში, NATO -ს შტაბბინაში, ჩატარდა სამიტი, რომელმაც მიიღო უკრაინისთვის და საქართველოსათვის რეალურად არაფრისმთქმელი მორიგი დეკლარაცია https://www.nato.int/cps/en/natohq/news_185000.htm. მასში ახალი სრულიად არაფერია: განმეორებულია თეზისი, რომ ჩვენი ქვეყანები ვერ გახდებიან ალიანსის წევრები, თუ არ მიიღებენ „წევრობის სამოქმედო გეგმას“, რასაც უკვე მრავალი წელია უშედეგოდ ველით.

დასავლელი ანალიტიკოსები, დიპლომატებისაგან განსხვავებით დაუფარავად წერენ არც თუ ცინიზმის გარეშე: „უკრაინა ძალიან დიდია, საქართველო კი ძალიან შორსაა, რომ NATO-მ მათ „თავდაცვის ქოლგა” გადააფაროს”.

ამ დოკუმენტმა საბოლოოდ გამოააშკარავა ჩიხი, რომელშიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შევიდა როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზების გამო და რაც ყველაზე სამწუხაროა, არ ჩანს არანაირი გზა, საშუალება, ამ პროცესის რეალური განახლებისა: NATO-ს ლიდერი სახელმწიფოები აშკარად არ არიან მზად, წავიდნენ რუსეთთან ურთიერთობათა გამწვავების რისკზე არათუ საქართველოს, არამედ მეომარი უკრაინის გამო, რომელიც ევროპის ზღურბლთან იმყოფება და უახლოეს მომავალში რუსეთის მიერ სრული ოკუპაცია ან მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონისა და ზღვაზე გასასვლელის მოკვეთა ემუქრება.

ამითაც დასტურდება, რომ საქართველო სახიფათო ზღვარზეა! უსაფრთხოების  „ქოლგის”  გარეშე, ჩვენი ქვეყანა განწირულია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვისთვის. ხოლო ქართველ ხალხს სოციალ-ეკონომიკური დეგრადაციის ახალი, ყველაზე გამანადგურებელი ტალღა ემუქრება!

ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ახალი ადმინისტრაციით, რომლის წევრებს რუსეთის, ასევე ჩინეთის მიმართ წინამორბედ დონალდ ტრამპზე მნიშვნელოვნად განსხვავებული ხედვები აქვთ. თუმცა, ჯერ-ჯერობით ვერც ამერიკა, ვერც დასავლეთი ზოგადად ვერ ახერხებენ რაიმე მკაფიო და მთელს მსოფლიოში პროდასავლურ ძალთათვის გასაგები პოლიტიკის ჩამოყალიბებას რუსეთის მიმართ.

მოსკოვი აგრძელებს უხეში ძალით მოქმედებას პოსტსაბჭოურ სივრცეზე, რომელიც პუტინს საკუთარ „უკანა ეზოდ“ მიაჩნია, ანუ აგრძელებს საქართველოსა და უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციას: ჩვენი ქვეყნის 20% -ზე მეტი და საზღვაო სანაპიროს 61% კვლავინდებურად ოკუპირებულია რუსეთის არმიის მიერ. მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიათა ანექსიის დაჩქარებული პროცესი. გარდა ამისა, კრემლი საოკუპაციო ძალებს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ ტექნოლოგიათა ასამუშავებლად, რისი მაგალითიცაა საქართველოს მოქალაქეთა ხშირი გატაცება საოკუპაციო ხაზიდან, უკანონო ბორდერიზაცია და აგრეთვე არაფორმალური ე.წ. „შიშის ზონების“ არსებობა საოკუპაციო ხაზის ქართულ მხარეს.

ამავე დროს, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციაც, ჯერ ჯერობით, არ იმჩნევს და არ ცნობს საფრთხეს, რასაც საქართველოს უქმნის რუსეთისა და მისი მარიონეტის, კოლაბორაციონისტი ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი „ჰიბრიდული ომი“ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამერიკელ სენატორთა და კონგრესმენთა ცალკეული არათანმიმდევრული განცხადებები ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალურ სანქციათა თაობაზე მხოლოდ ცარიელ, პოპულისტურ და არაგულწრფელ სიტყვებად აღიქმება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ.

რეალურად, დასავლეთის და უპირველესად ამერიკის მთავარი დასაყრდენი საქართველოში პროდასავლურად და პროამერიკულად განწყობილი ქართველი ამომრჩეველია! ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის (რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ამერიკელმა სენატორებმა ჯიმ რიშმა 4 .https://www.risch.senate.gov/public/ და ჯინ შაჰინმა 5 https://www.shaheen.senate.gov მიაცილეს ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს) კოლაბორაციონისტულ, არაკომპეტენტურ, კორუმპირებულ, კრიმინალთან შეზრდილი რეჟიმის პირისპირ დარჩენილი ხალხი, არნახულ სოციალურ-ეკონომიკურ გაჭირვებაში აღმოჩნდა.

საქართველოს მოქალაქეებს გაუსაძლისად სტრესულ გარემოში და უპერსპექტივობაში უხდებათ ცხოვრება სოციალური, რევოლუციური აფეთქების ზღვარზე. სწორედაც ქართველი ხალხის წუხილთა ვერ დანახვა, ვერ გააზრება ქმნის სახიფათო შთაბეჭდილებას, რომ დასავლეთი განწირულია გეოპოლიტიკური მარცხისთვის საქართველოში! თუ, რა თქმა უნდა, ეს მათივე დაგეგმილი მარცხი არ არის. საქართველოს პროდასავლური ამომრჩევლის ინტერესთა იგნორირება დიდი შეცდომაარაც ძალიან ძვირი უჯდება საქართველოს დაშესაძლოაარა ნაკლებ ძვირად დაუჯდეს ამერიკასაც ჩვენს რეგიონში.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პარალელურად, რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად „მიიბას“ საქართველო ეკონომიკურად, გამოიყენოს საამისოდ მისი უზარმაზარი ბაზრის საიმპორტო შესაძლებლობები: ღვინო, ბორჯომი, ხილი, ციტრუსი, ბოსტნეული, ტურიზმის სექტორი, ისევე როგორც ექსპორტული შესაძლებლობები, რათა საქართველოში გაძლიერდნენ რუსეთთან სტრატეგიული კავშირში დაინტერესებული ჯგუფები.

ამ მხრივ შედეგსაც მიაღწია: საქსტატის მონაცემებით, რუსეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ქართული პროდუქციის იმპორტით და თურქეთის შემდეგ მეორეზე - საქონელბრუნვის მოცულობით.

აშკარაა, რომ რუსეთი არც საქართველოს, არც უკრაინის და ე.წ. „დსთ“ -ს შემადგენლობაში ოდესღაც შემავალი თუ დღესაც მასში ინტეგრირებული სახელმწიფოების დამოუკიდებლობას არასდროს ნებით არ შეურიგდება. პუტინისათვის გამონაკლისია მხოლოდ ბალტიის ქვეყნები და ესეც ალბათ პირველ ეტაპზე ე.წ. „მიწების შემოკრებისა“, რაზეც უკვე ღიად ლაპარაკობენ კრემლის იდეოლოგები. მათ შორის ალექსნადრე დუგინი, 6 :   ვისი უახლოესი ქართველი მოკავშირე და თანამოაზრე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე სულ ახლახან შემოიყვანეს ქართულ პოლიტიკაში აშკარა „პრორუსებისა“ და რელიგიურ-ექსტრემისტული, რადიკალი ნაციონალისტური ამომრჩევლის კონსოლიდაციის მიზნით.

ასევე, მთავარი პრორუსული, თუმცა ზომიერი, დაბალანსებული პოლიტიკური პროექტის იმპლემენტაცია ხდება კრემლის მიერ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის სახით, რომელიც რეალურად მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ჩანაცვლების სარეზერვო გეგმაა.

რუსეთის ღია, დაუფარავი გააქტიურება საქართველოს პოლიტიკურ ბაზარზე განპირობებულია „ქართული ოცნების“ რეიტინგის კატასტროფული ვარდნით, რაკი სწორედ ამ „პარტიის“ კისერზეა უახლესი ისტორიის მანძილზე ცხოვრების დონის მკვეთრი დაცემა და სხვა ყველა მიმართულებით ქვეყნის რეგრესი.

ამასთან, რუსეთის განსაკუთრებით დიდი ზეწოლის ქვეშაა საქართველო და მთლიანად სამხრეთ კავკასია, რომელსაც ანალიტიკოსები მეტაფორულად „ბოთლის ყელს“ უწოდებენ. ამასთან, ნურავის დაავიწყდება, რომ ამ „ბოთლის საცობი“ საქართველოს ხელშია ქართული პორტების და უპირველესად, მშენებარე ანაკლიის (ლაზიკის) ღრმაწყლოვანი პორტის სახით. თუ, რა თქმა უნდა, ჩვენივე ბედოვლათობით, რუსეთმა „ბოთლს ყელი“ ტამანის ახლადაშენებული ღრმაწყლოვანი პორტით, ხოლო თურქეთმა (ყარაბაღის ომის შემდგომ შესაძლებლობათა რეალიზებით და ე.წ. ზანგეზურის სატრანსფერო დერეფნის გავლით) ჩვენს საზღვართან მშენებარე ღრმაწყლოვანი პორტით არ ჩაანაცვლეს.

სამწუხაროდ, ყველაზე სუსტი და მოწყვლადი მოსკოვის სტრატეგიული აგრესიის გეგმათა თანახმად სწორედ კავკასიის რეგიონი და საქართველო ჩანან. ამის სამწუხარო ილუსტრაციაა დასავლეთის სრული ჩაურევლობა „ყარაბაღის გარდატეხაში“, როდესაც პუტინის რეჟიმმა არა მხოლოდ არმია შეიყვანა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე (ყარაბაღში), არამედ დაიბევა კონტროლი უმნიშვნელოვანეს რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთის შესაძლო სატვირთო „დერეფანზეც“, რაც პირდაპირ ემუქრება საქართველოს სატრანზიტო, გეოპოლიტიკურ ფუნქციას.

სამწუხაროდჩვენი ქვეყანა ერთადერთი სახელმწიფოა მთელს დიდ რეგიონშირომელიც ერთის მხრივ არ არის კოლექტიური უსაფრთხოების არც ერთი (!) ორგანიზაციის წევრი და მეორეს მხრივარა ჰყავს სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე, როგორიცაა თურქეთი - აზერბაიჯანისათვის, რუსეთი - სომხეთისთვის და აშშ - ისრაელისათვის. ამგვარი მდგომარეობა არათუ სახიფათო, არამედ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ავისმომასწავებელია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თავისუფალი განვითარებისათვის 21-ე საუკუნეში.

ოტო ფონ ბისმარკის 7. https://www.dw.com/ru/железный-канцлер-отто-фон-бисмарк/a-1580452 თქმით: „პოლიტიკაში მთავარი არა განზრახვანი, არამედ შესაძლებლობებია“. მით უმეტეს როდესაც გეოპოლიტიკურ რეალიებზე ვსაუბრობთ; თუ დროულად არ ვიპოვეთ გამოსავალი შექმნილი გეოპოლიტიკური ჩიხიდან, სამწუხაროდ და სავალალოდ, საქართველოს სახელმწიფოებრიობას მომავალი არ ექნება! მაგრამ პოლიტიკის ერთ-ერთი რთული თვისებაა, რომ იგი არ ცნობს „გამოუვალ მდგომარეობებს“. პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკურ ჩიხიდან მუდამ არსებობს გამოსავალი, რომლის პოვნას საზოგადოების აქტიურობა და პოლიტიკურ ძალთა პასუხისმგებლობა ესაჭიროება. მოაზროვნე საზოგადოების მისიაა, აიძულოს (!) პოლიტიკური კლასი, მიიღოს სარისკო, თუნდაც პირველ ეტაპზე არაპოპულარული, თუმცა საშვილიშვილო გადაწყვეტილებები.

 

ჩინეთი ახალ მსოფლიოსა და ახალ ეპოქაში

მსოფლიო იცვლება!

ბანალურობაზე მეტია, უბრალოდ ორჯერ-ორია, რომ პლანეტის განვითარების პარადიგმას დღეს ჩინეთის სწრაფად მზარდი ფენომენი ქმნის. 1980-იან წლებში ცოტა რამ თუ გვსმენოდა ამ ქვეყანაზე მისი კომუნისტური რეჟიმის, დიდებული, საოცრად მდიდარი ისტორიის, სსრკ-სთან დაპირისპირების და დემოგრაფიული ბუმის გარდა. დღეს ჩინეთი იქცა Game changer - გეოპოლიტიკური თამაშის წესთა შემცვლელად და დამდგენად მთელი პლანეტისათვის. აშკარად მთავრდება დასავლეთის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების უპირობო დომინირება. უპირველესად ეკონომიკურ სფეროში. მსოფლიო ისტორია კი ერთმნიშვნელოვნად გვასწავლის: ძლიერი პოზიციები ეკონომიკაში ადრე თუ გვიან აუცილებლად განაპირობებენ დომინირებას გეოპოლიტიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისითაც.

რამდენიმე პარამეტრით, მათ შორის მსყიდველუნარიანობის პარამეტრით ჩინეთი 2014 წლიდან მსოფლიოს პირველი ეკონომიკაა და ამ მაჩვენებლით მყარად უსწრებს კიდეც ამერიკას. გარდა ამისა, დასავლური საექსპერტო ცენტრების დასკვნით (მაგალითად Centre for Economics & Business Research, CEBR - Bloomberg)  https://cebr.com  მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ჯერობით, ჩინეთი მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) ნომინალური ოდენობით ჩამორჩება ამერიკის შეერთებულ შტატებს ($14,3 ტრილიონი VS - $ 21,4 ტრილიონი), უკვე 2028 წელს გაუსწრებს ამერიკას ამ მაჩვენებლითაც.

„სტრატეგია 2025“ -ის მეშვეობით ჩინეთი 4 წლის შემდეგ, სრულად ინოვაციური მრეწველობის მიღწევასაც გეგმავს.

თუ 1992 წელს ჩინეთის GDP წილი გლობალურ მთლიან შიდა პროდუქტში სულ 1,71% იყო, 2018 წელს უკვე 15,86%-ს მიაღწია!

რაც ყველაზე საგულისხმოა, Covid-19 პანდემიის გლობალურმა კატასტროფამ მხოლოდ დააჩქარა ეს პროცესი. CEBR პროგნოზირებს: ჩინეთი არათუ ყველაზე სწრაფად აღადგენს საკუთარ ეკონომიკას, არამედ გააორმაგებს (!) მას 2035 წლისათვის, ანუ გამოიყენებს იმ უპირატესობას, რომ თავის ბუნებრივ გეოპოლიტიკურ კონკურენტებზე ბევრად უკეთ „მართა“ პანდემია, რითაც მიიღო „ფორა“ და შანსი, კიდევ უფრო გაემყარებინა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა: უკვე 10-15 წელია, ჩინეთმა მოიპოვა „გლობალური ფაბრიკის“ პოზიცია, როდესაც თითქმის ყველაფერი, ყველა ბრენდი, ყველა სახეობის პროდუქცია იქმნება, იკერება, ეწყობა, მონტაჟდება, მასობრივად იწარმოება სწორედ ჩინეთში!

შეგახსენებთ ისტორიულ ფაქტს: როდესაც XVIIIს-ის შუა ხანებიდან „გლობალური ფაბრიკის“ მნიშვნელობა მოიპოვა ინგლისმა, სულ რაღაც 100 წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს უდიდესი, „მზეჩაუვალი“ იმპერია გახდა; ხოლო XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან, როცა იგივე ფუნქცია („გლობალური ფაბრიკისა“) ამერიკამ დაისაკუთრა, სწორედ ამან განაპირობა მისი დომინირება 21-ე საუკუნის დამდეგამდე, სანამ დაიწყებოდა ჩინეთის ფანტასტიკური ზრდა.

ჩინურმა ელიტებმა, დენ სიაო პინის ისტორიული რეფორმების შედეგად 8. https://www.britannica.com/biography/Deng-Xiaoping მოიპოვეს შანსი, რასაც ახლა ახორციელებენ: აქციონ ეს უზარმაზარი ქვეყანა „მილიარდნახევრიან სინგაპურად“ ეკონომიკის განვითარების და ტექნოლოგიური ინოვაციურობის დონით, ბევრად გადააჭარბონ 1970-80-იანი წლების „იაპონურ სასწაულს“ და იქცნენ „მიზიდულობის“ ცენტრად მთელი წყნარი ოკეანის აუზისთვის, ასევე მთელი დიდი ევრაზიისათვის, რომელსაც ზბიგნევ ბჟეზინსკიმ 9 „დიდი საჭადრაკო დაფა“ (The Grand Chessboard) https://searchworks.stanford.edu/view/3518519   უწოდა.

სწორედ ჩინეთი ხდება დღეს მთავარი მოთამაშე ევრაზიაშირომლის მეორე კიდეზე ახალ ვითარებაში საკუთარი გლობალური იდენტობის მაძიებელი ევროკავშირია მისი ეკონომიკურიმსყიდველუნარიანიინოვაციურიტექნოლოგიური და ლოჯისტიკური პოტენციალით.

ზბიგნევ ბჟეზინსკი გახმაურებული წიგნის ბოლოს მაინც სკეპტიკურად აღიქვამს ჩინეთის მოსალოდნელ ლიდერობას. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ბჟეზინსკის ნაშრომი იმ ეპოქაში იწერებოდა, როდესაც ჩინეთის გლობალური აღმავლობის მხოლოდ პირველი ნიშნები თუ ჩანდა. ბჟეზინსკი პლანეტარული ზესახელმწიფოებრიობისა და ჰეგემონიის (მისი ტერმინია) ოთხ ძირითად ნიშანს ასახელებს:

ა) სამხედრო ძლევამოსილება

) ეკონომიკური სიძლიერე

) ტექნოლოგიური ინოვაციურობა

) კულტურული მიმზიდველობა.

ეს ჩამონათვალი ძირითადად „ამერიკა-ცენტრისტული“ ნარატივის გამოხატულებაა, თუმცა რომც მივიღოთ უკრიტიკოდ, ჩინეთი უკვე მთლიანად, ნაწილობრივ ან/და პოტენციურად აკმაყოფილებს პირველ სამ პირობას. ესე იგი აქვს მკაფიო შანსი, დროთა განმავლობაში კულტურული მიზიდულობის ცენტრადაც იქცეს. მით უმეტეს მისი უმდიდრესი, უნიკალური კულტურისა და ისტორიის გათვალისწინებით.

ადეკვატური აღქმით კი, მით უმეტეს ევრაზიის რეალიებში, უმთავრესი მაინც სამხედრო ძლევამოსილებაა, რაც უეჭველად (ისტორიის მრისხანე გაკვეთილთა შესაბამისად) მიჰყვება ეკონომიკურ ექსპანსიას.

შესაბამისად NATO-ს ბრიუსელის სამიტის რეზოლუციაში აისახა ეს რეალობა, სადაც ალიანსი უშვებს პრობლემების შესაძლებელ წარმოშობას და მას განიხილავს გამოწვევად: „ჩინეთის მზარდმა გავლენამ შესაძლოა პრობლემები შექმნას, რადგან ჩინეთის ამბიციები გამოწვევა ხდება საერთაშორისო წესრიგისა და იმ სფეროებისათვის, რომლებიც  ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებას ეხება. ჩინეთი ზრდის ბირთვულ არსენალს, ფარულად ახორციელებს არმიის მოდერნიზაციას და რუსეთთან ერთად მონაწილეობს სამხედრო სწავლებებში“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ცნობილი გამონათქვამის თანახმად, საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის გაგრძელებაა. ზოგჯერ პირიქითაც. ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი ცვლილება ჩინეთის, როგორც გლობალური ზესახელმწიფოს მსოფლიო პოზიციონირებაში ისაა, რომ თუ ადრე, ჯერ კიდევ 30, თუნდაც 20 წლის წინათ, პეკინი ძალიან ფრთხილად ეკიდებოდა თავისი ეკონომიკური გავლენის „უზრუნველყოფას“ სტრატეგიული უსაფრთხოების ინსტრუმენტებით, ანუ არ ცდილობდა სამხედრო კომპონენტის გაძლიერებას მსოფლიო ბაზრებზე თავისი მზარდი ეკონომიკური ძალის პროეცირების პარალელურად, ამჟამად ვითარება კარდინალურად იცვლება.

ნებისმიერი აღმოსავლეთმცოდნე დაადასტურებს: ჩინეთი ადრე მართლაც ძალზე ფრთხილი იყო სამხედრო კომპონენტის განხილვისას ქვეყნის გარეთ. იმ რეგიონებშიც კი, სადაც მისი ეკონომიკური შეღწევა თვალში საცემი ხდებოდა და სხვა გლობალურ მოთამაშეებს მნიშვნელოვნად აჭარბებდა. დღეს უკვე სრულიად ახალი რეალობაა: ამერიკელმა ანალიტიკოსებმა, პეკინის ახალი საგარეო პოლიტიკის აღსანიშნავად, დაამკვიდრეს ტერმინი ჩინეთის „მარგალიტის მძივი“ („String of Pearls“) 10 .  https://www.indiatimes.com/news/india/here-is-all-you-should-know-about-string-of-pearls-china-s-policy-to-encircle-india-324315.html ეს ტერმინი არ არის მიღებული თვით ჩინეთში, რაკი ექსპანსიონისტური ზრახვების დაბრალებად აღიქმება.

შინაარსობრივად String of Pearls ასახავს ჩინეთის სტრატეგიას, შექმნას სტრატეგიული „საყრდენები“ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, უპირველესად რა თქმა უნდა წყნარ ოკეანესა და ევრაზიაში, რათა „მძივივით“ აწყობილი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა პარალელურად „მისდევდეს“ ეკონომიკურ და სავაჭრო ხაზებს. უპირველესად, პეკინის გლობალური „გზა/სარტყელის ინიციატივის განსამტკიცებლად.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ისტორიისათვის აბსოლუტურად უცნობია „ჩინური აგრესიის“ ცნება და ეს ქვეყანა არასდროს, არც ერთ ათასწლეულში, არც ერთი დინასტიის ეპოქაში არ ახორციელებდა ექსპანსიონისტურ პოლიტიკას არათუ შორეული რეგიონების, არამედ სხვა კულტურული იდენტობის მატარებელი მეზობლების მიმართ და ხშირ შემთხვევაში თავად ხდებოდა სამხედრო ექსპანსიის მსხვერპლი, ვალდებული ვართ დავასკვნათ: „მარგალიტის მძივის“ პოლიტიკა თანამედროვე მსოფლიოს რეალიებმა უფრო მოიტანა, ვიდრე ჩინეთის ისტორიულმა არჩევანმა: ეს დიდი ქვეყანა, მისი ობიექტურად მზარდი გლობალური გავლენით, უბრალოდ ვალდებულია  მკაცრი რეალიები გაითვალისწინოს და სტრატეგიული „საყრდენებით“ უზრუნველყოს მის მიერ მსოფლიოსათვის შეთავაზებულ ეკონომიკურ და სავაჭრო მაგისტრალთა სტაბილური ფუნქციონირება.

სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში, ჩინეთი აძლიერებს სამხედრო ყოფნას საკვანძო საკომუნიკაციო წერტილებში: წყნარი ოკეანის სრუტეები, სამხრეთ ჩინეთის ზღვა (სპრატლის კუნძულები), მიანმარი, ბანგლადეში, შრილანკა, მალდივები, პაკისტანი (პორტი გვადარი), ომანი, აფრიკის რქაზე, ორმუზის ყურესთან; (ჯიბუტი), სუდანში (პორტ-სუდანი), აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროებზე; კენია, ტანზანია, სეიშელები და ა.შ.

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ეს სტრატეგია განვითარდება, გაღრმავდება და („რეალური პოლიტიკის“ კანონებიდან გამომდინარე), იგივე ხაზი აუცილებლად გაგრძელდება „გზა/სარტყელის“ ევრაზიულ და პოსტსაბჭოურ მიმართულებაზეც, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში.

ამგვარი სტრატეგიული საყრდენებით, ჩინეთი, მისი გარდაუვალი გლობალური მისიის გათვალისწინებით, გეგმავს ააშენოს ახალი პორტები, მაგისტრალები, გზები, ხიდები, სხვა საკომუნიკაციო საშუალებები. უკვე დღეს, ხსენებული სტრატეგიის მაგალითია საქართველო: აზიის განვითარების ბანკმა, რომელშიც ჩინეთს ლომის წილი ეკუთვნის, ჩვენს ქვეყანაში უამრავი გრძელვადიანი პროექტი განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი, ამ კომუნიკაციათა აგებისას ანუ სხვადასხვა რეგიონში ეკონომიკური შეღწევის პროცესში, მოქმედებს ხაზგასმულად ფრთხილად, ფაქიზად, საშინაო საქმეებში ჩაურევლად, პარტნიორი ქვეყნების კულტურული და პოლიტიკური თავისებურებებისა და თვითმყოფადობის მაქსიმალური პატივისცემით, ანუ სრული კორექტულობით. არ არსებობს არანაირი საფუძველი ვისაუბროთ „ჩინურ იმპერიალიზმზე“, რაკი მსოფლიოს ყველა რეგიონში პეკინის პოლიტიკის შინაარსია ურთიერთხელსაყრელობაზე დამყარებული კოოპერაცია, კომუნიკაციების განვითარება, წარმოება, სამუშაო ადგილების შექმნა, ენერგიის წყაროებსა და მათი მიწოდების გზებზე წვდომა. თუმცაღა,  ექსპერტთა ნაწილის მტკიცებით, ზოგიერთ ქვეყანაში მოხდა ამ პოზიტიური ტენდეციიდან გადახვევა, მაგრამ ეს გამონაკლისები საერთო სურათს ვერ ცვლის. სრულიად ობიექტურად, ამ ქვეყნის გარეშე უკვე წარმოუდგენელია გლობალური გეოპოლიტიკური არქიტექტურა არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლოდაც.

 

როგორ გვიახლოვდება აზიური გიგანტი

ხსენებული სტრატეგიის ფარგლებში, ჩინეთი თანდათან „უახლოვდება“ საქართველოს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. პირველი ნაბიჯია ჩინეთის შეუქცევადი შეღწევა ცენტრალურ აზიაში. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური აზიის ყველაზე ავტორიტეტული ამერიკელი მკვლევარი ფრედერიკ სტარი 11 https://www.silkroadstudies.org/staff/item/13029-s-frederick-starr.html, ამ რეგიონში ჩინეთის გააქტიურებას ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციად მიიჩნევს. სტარი ავღანეთს განიხილავს ცენტრალური აზიის რეგიონის ნაწილად, რაც გარკვეულწილად დასტურდება კიდეც არა მხოლოდ გეოგრაფიით, არამედ ისტორიით, მათ შორის უახლესი ისტორიით.

მიმდინარე წლის სექტემბერში აშშ და კოალიციური ძალები ავღანეთს საბოლოოდ დატოვებენ მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის მომავალი ჯერ კიდევ განსაზღვრული არ არის. გეოპოლიტიკური ლოგიკით, დიდი ალბათობით, ავღანეთში მოსალოდნელია ჩინეთის „შესვლა“, რაც ევრაზიის საკვანძო წერტილში მის საბოლოო დამკვიდრებას ნიშნავს.

ყველა წინაპირობა გვაქვს ვივარაუდოთ: პეკინი ამას მართლაც შეძლებს ხანგრძლივი ომებისა და ძალის გამოყენების გარეშე,  განსხვავებით საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ავღანური ეპოპეისაგან.

ამავე სტრატეგიული „ხაზის“ გაგრძელებაა ჩინეთის აქტიური თანამშრომლობა ირანთან და 400 მილიარდიანი საინვესტიციო პაკეტის მომზადება, რომლის წარმატებული განხორციელება მხოლოდ ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველთა არჩევანზე იქნება დამოკიდებული.

ასევე გავითვალისწინოთ ის უდავო მოცემულობა, რომ ჩინეთი ცენტრალური აზიის „პოსტსაბჭოური“ ნაწილის გეოპოლიტიკური ლანდშაფტის უკვე სრულიად განუყოფელი ნაწილია: პოსტსაბჭოურ ცენტრალურ აზიაში მისი ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური და კულტურული გავლენა იმდენად დიდია, რომ  მნიშვნელოვნად „აბალანსებს“ მოსკოვის გავლენას. სულ უფრო ხშირად იმართება სამხედრო სწავლებები ცენტრალურ აზიაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არმიის მონაწილეობით. ხოლო თუ ამ ფონზე ვიგულისხმებთ, რომ პუტინის რეჟიმი აშკარად ემზადებოდა პოსტსაბჭოური ცენტრალური აზიის ქვეყნებში „საქართველოსა“ და „უკრაინის“ სცენართა გასამეორებლად, უდავოა: პეკინი არათუ არ დაუშვებს იმ რეგიონში კრემლის აგრესიას, არამედ აუცილებლად იქცევა სასურველ სამხედრო-პოლიტიკურ ალტერნატივად ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ელიტებისთვის, მათ მიერ გრძელვადიანი სტრატეგიის გამომუშავებისას.

თუ პირდაპირ ვიტყვით, არ არსებობს და ვერც იარსებებს ვერანაირი ჰარმონია ჩინეთს, როგორც ცენტრალური აზიის რეგიონის ყველაზე მძლავრ („წესების დამდგენ“) სახელმწიფოს, ყაზახეთსა და რუსეთს შორის! მოსკოვში ღიად თუ ფარულად იზიარებენ ალექსანდრე სოლჟენიცინის კონცეფტს 12 http://www.lib.ru/PROZA/SOLZHENICYN/s_kak_1990.txt , რომლის თანახმად ყაზახეთი არის „ვიწრო ზოლი ქალაქ ალმატის გასწვრივ“, ყველაფერი დანარჩენი კი რუსეთის ანუ საბჭოთა კავშირის ნაჩუქარია „ხელოვნურად შექმნილი“ ყაზახეთის სახელმწიფოსათვის.

მაშასადამე, პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი ალბათობით გარდუვალია ყაზახეთ - რუსეთის კონფლიქტიც. ამ შემთხვევაშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ეყოფათ პირველ რიგში პოლიტიკური ნება და მეორე რიგში რესურსი დაიცვას ყაზახეთი და ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოური ქვეყნები რუსული აგრესიისაგან. ისევე, როგორც ვერ დაიცვა საქართველო და ვერ დაიცვა უკრაინა. ჩინეთს კი ნამდვილად აქვს ამის პოლიტიკური, ეკონომიკურ-ფინანსური და სამხედრო შესაძლებლობა. ის, რაც მოსკოვისთვის შესაძლებელი აღმოჩნდა სხვაგან, მათ შორის აფხაზეთში, ცხინვალში, დნესტრისპირეთში, ყირიმში თუ დონბასში, შეუძლებელი იქნება იმ რეგიონებში, სადაც მყარად დამკვიდრდება ჩინეთი.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ჩინურ ინვესტიციათა წყალობით; ტაჯიკეთმა გააძლიერა პოსტები ავღანეთის საზღვარზე, პაკისტანმა - თავისი სასაზღვრო ჯარები გილგიტ-ბალტისტანის რეგიონში, ხოლო ავღანეთის არმია აშენებს ბაზას ვახანის დერეფნის შესასვლელთან, რომელიც ჩინეთს აკავშირებს ავღანეთთან.

უფრო მეტიც: ჩინეთის სახალხო შეიარაღებულმა მილიციამ 13 საკუთარი ანტიტერორისტული ბაზებიც კი დააფუძნა ტაჯიკეთში და ავღანეთში. ამავდროულად ნიშანდობლივია, რომ სულ უფრო მეტი ჩინური კერძო უსაფრთხოების კომპანია გამოჩნდა ცენტრალურ აზიაში. ეს თითქოს ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობას, მაგრამ პეკინმა დიპლომატიური მეთოდებით მოაგვარა ეს საკითხი ხელისუფლებებთან.

საგულისხმოარომ ჩინეთის მხრიდან ცენტრალური აზიის უსაფრთხოების საკითხებით არმია კი არ არის დაკავებულიარამედ სახალხო მილიცია. სწორედ ის აძლიერებს სასაზღვრო პუნქტებს ტაჯიკეთში და ავღანეთში; ტაჯიკეთის სასაზღვრო ძალებთან ერთად პატრულირებს საზღვარზე. ასევე, ჩინეთის სახალხო მილიციის ხელმძღვანელობამ მიაღწია შეთანხმებას ერთობლივი პატრულირების ჩატარების შესაძლებლობაზე ყაზახეთთან,ყირგიზეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან. ეს ყოველივე აღიზიანებს რუსეთს, მაგრამ ღიად ვერ უპირისპირდება ჩინეთის მუდმივად მზარდ „შემოსვლას“ ცენტრალურ აზიაში.

თუმცა მოსკოვმა „ჰიბრიდული ომის“ ელემენტები მაინც აამუშავა და რეგიონში ანტი-ჩინური განწყობილებების გაღვივებას ფარულად უწყობს ხელს. მიუხედავად რუსეთის „ჩქმეტებისა“, პეკინი თანმიმდევრულად ავითარებს თავის სტრატეგიულ ხაზს: ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ზრდის საკუთარ „ყოფნასა“ და გავლენას ცენტრალურ აზიაში.

მოსკოვის განსაკუთრებული სიფრთხილე იმითაა გამოწვეულირომ ჩინეთი თავადაა ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთისათვისდასავლეთთან კონფლიქტში შესულ რუსეთს მინიმალური შანსიც კი არ აქვს ოდნავი წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთის დომინანტურ ეკონომიკურპოლიტიკურსტრატეგიულ „ყოფნას“ ცენტრალურ აზიაში ან სხვა რეგიონებშიუკვე დღესრუსეთი ჩინეთის „უმცროსი პარტნიორია“ ყველა მიმართულებით. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩინეთის „დაძვრას“ დასავლეთისკენ, ანუ ევრაზიის სიღრმეში, განაპირობებს უსაფრთხოების შეუვალი აუცილებლობა: უიგურული სეპარატიზმის https://www.jstor.org/stable/30172871 იზოლირების სახით. გარდა ამისა, ჩინეთს აღელვებს ისლამური რადიკალიზმის ზოგიერთი გამოვლინება, რომლის სწრაფი ლოკალიზება შესაძლებელია სხვა ევრაზიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამი მთავარი პოსტულატი -  "ბოროტების სამი ძალა" - ტერორიზმი, სეპარატიზმი და ექსტრემიზმი; გაზიარებული და მთლიანად მისაღებია ევრაზიული ქვეყნების აბსოლიტური უმრავლესობისათვის.

შესაბამისად, როგორც გლობალური, მათ შორის ევრაზიული ზესახელმწიფო, ჩინეთი ვალდებულია იკისროს პასუხისმგებლობა იმ პრობლემებზე, რაც დამახასიათებელია, ზოგადად ევრაზიის რეგიონისათვის.

ამასთან, ცენტრალურ აზიაში ჩინეთის „შესვლა“ ვერც გეოპოლიტიკურად და ვერც გეოეკონომიკურად გამართლებული ვერ იქნება, თუკი პეკინმა სამხრეთ კავკასიური „ბოთლის ყელი“ არ გააკონტროლა და კონტროლი აქ რუსეთს დაუთმო. ჩინეთი ამას მიაღწევს მხოლოდ სამხრეთ კავკასიურ ქვეყნებთან, კერძოდ საქართველოსთან შეთანხმებით, რაც თავისთავად დიდ შესაძლებლობებს გვიქმნის ჩვენ, ქართველებს (და არა მარტო) საკუთარ ინტერესთა დაცვა/განხორციელების თვალსაზრისით.

სანაცვლოდ კი, ჩვენმა ქვეყანამ, მტკიცე სახელშეკრულებო სისტემით, პირველ რიგში გარანტირებული უსაფრთხოების „ქოლგა“ უნდა მიიღოს, ერთობლივ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ენერგო-ინოვაციურ და ინდუსტრიულ პროექტებთან და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროგრამებთან ერთად, რომელთა განხორციელებამაც საქართველოში უმუშევრობის საგრძნობი შემცირება, სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ქართული სასოფლო სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციის ახალ ბაზრებზე გასვლა და, საბოლოოდ, მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება, ზოგადად კეთილდღეობის დამკვიდრება უნდა განაპირობოს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკანასკნელი პერიოდის აშკარა გეოპოლიტიკური ტენდენცია არა მხოლოდ ჩინეთის გაძლიერება, არამედ ამერიკული იზოლაციონიზმის გაღრმავებაა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ფენომენის გამოხატულება გახდა დონალდ ტრამპის არჩევა პრეზიდენტად. თუმცა ტრამპი ნამდვილად არ ყოფილა ხსენებული ტრენდის ინსპირატორი. იგი ბევრად ადრე წარმოიშვა: ჯერ კიდევ ცივ ომში ამერიკისა და დასავლეთის ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, როდესაც ამერიკელმა ფილოსოფოსმა, ფრენსის ფუკუიამამ შექმნა „ისტორიის დასასრულის“ ნაუცბადევი კონცეფტი https://www.supersummary.com/the-end-of-history-and-the-last-man/summary/ .

„ამერიკული იზოლაციონიზმი“ მხოლოდ გააძლიერა ჯორჯ ბუშ უმცროსისა და მისი ნეოკონსერვატიული დაჯგუფების წარუმატებელმა ექსპერიმენტმა, როდესაც ვაშინგტონი ცდილობდა „არაბული გაზაფხულის“ მხარდაჭერით განეხორციელებინა ევრაზიის ერთ-ერთი საკვანძო რეგიონის, „დიდი ახლო აღმოსავლეთის“ სისტემური ტრანსფორმაცია. ნაცვლად ამისა, ბუშის ექსპერიმენტს რამდენიმე ტრადიციული სახელმწიფოს ნგრევა და რეგიონში „უმართავი ქაოსის“ გამეფება მოჰყვა შედეგად.

როგორც ჩანს, ამერიკული ელიტები დაიღალნენ გლობალური დომინანტობით, რაკი გააცნობიერეს, რომ არ არსებობს დომინირება პასუხისმგებლობის გარეშე: დომინირება მოითხოვს აქტიურ ჩართულობას, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისითაც ანუ საკუთარი ადამიანური რესურსებით (ჯარისკაცთა სიცოცხლით) და მატერიალური კეთილდღეობით გარისკვას.

ამ იზოლაციონისტურმა განწყობამ ჯორჯ ბუშ-უმცროსის მმართველობის ბოლო წლებიდან (კატასტროფულად არაპოპულარული ერაყის კამპანიიდან დაწყებული), ამერიკულ სოციუმში იმდენად ღრმად შეაღწია, რომ კულტურულ ტრენდადაც იქცა. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ვიეტნამის ომის შემდეგ.

სწორედ ამერიკული იზოლიციონიზმია მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი პრეზიდენთ ბაიდენის ახალი ინიციატივისა Build Back Better World (B3W). ამერიკის პრეზიდენტმა რა ინიციატივაც არ უნდა გააჟღეროს, ამ ინიციატივის ფინანსური უზრუნველყოფისათვის მან უნდა მიმართოს კონგრეს. ამიტომ, დიდი სიბრძნე არ ჭირდება, როცა იცი და კარგად გაქვს გააზრებული, თუ როგორ და რა მექანიზმებით მიიღება  გადაწყვეტილებები ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში, რომ განსაზღვრო, იმ ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე (ხიდები, გვირაბები, გზები, ტრანსპორტი და სხვა), როდესაც ამერიკელი მოქალაქეები (ამომრჩევლები) ამ ამორტიზირებულ ინფრასტრუქტურას ყოველდღიურად იყენებენ ძნელია კონგრესმენებმა აუხსნან მათ, რომ სანამდე დალასში, ოკლახომაში, ან არიზონაში ისინი ყოველდღიურად იყენებენ ამორტიზირებულ ხიდებს, ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულით დაფინანსებული უნდა იქნეს ხიდის მშენებლობა ზუგდიდის რაიონში (საქართველო), ან კულობის რაიონში (ტაჯიკეთი) და თუ მაინც ასეთი კონგრესმენი გამოჩნდება მისი ოფისის წინ მაშინვე საპროტესტო  დემონეტრაცია გაიმართება და ასეთ კონგრესმენს აღარასოდეს აირჩევენ კონგრესში. სწორედ ამ მიზეზით, პრეზიდენტ ბაიდენის ამ ინიციატივას  არა მარტო რესპუბლიკელი, არამედ ვერც დემოკრატი კონგრესმენები ვერ დაუჭერენ მხარს. აღარაფერს ვამბობ ევროკავშირზე, ევროკავშირის დეპუტატებზე და საერთოდ ევროპულ განწყობილებებზე, რომლებიც საყოველთაოდ არის ცნობილი და კარგად ვიცით საქართველოშიც. არც იმის გარანტია არ არსებობს, რომ აშშ -ს მომდევნო პრეზიდენტისთვის ეს ინიციატივა პრიორიტეტული დარჩება, თუმცა არ არის გამორიცხული ეს პროექტი უკვე ამ ადმინისტრაციის დროს იყოს დავიწყებული.  მით უმეტეს როცა ამ ინიციატივის ფინანსური უზრუნველყოფისთვის ერთი და ორი მილიარდი დოლარის კი არა, არამედ კოლოსალური 40 ტრილიონი დოლარის მობილიზაციაზეა ლაპარაკი კოლექტიური დასავლეთის მიერ. ამხელა ფინანსური რესურსი არ არსებობს არც აშშ -ში და არც ევროკავშირში. ყოველივე ეს გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ პრეზიდენტ ბაიდენის Build Back Better World (B3W), უმეტეს წილად არა რეალური ფილანტროპიული ინიციატივაა და აღსრულება არ უწერია ! ! !

          მოვლენების რეალური აღქმა დაკვირვებული ანალიტიკოსების მხრიდან არის ის, რომ პრეზიდენტ ბაიდენის პირველი ნაბიჯები, მათ შორის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ ფაქტობრივი თანხმობა, რუსეთის რეალურ დასანქცირებაზე უარი და სხვა, მხოლოდ ადასტურებს: ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არის და აღარც სურს იყოს ერთადერთი მოთამაშე, განსაკუთრებით ევრაზიის რეგიონში, სადაც დღითი დღე ძლიერდება ჩინეთი. ეს პროცესი მით უფრო პარადოქსულად ჩანს, რომ ამერიკელები  შესანიშნავად აცნობიერებენ ე.წ. „ჩინურ საფრთხეს“. ამერიკაში უკვე დიდი ხანია მოქმედებს გავლენიანი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტებისგან შემდგარი პოლიტიკური ჯგუფი არაფორმალური სახელწოდებით „ცისფერი გუნდი“ Blue Team (U.S. politics) 14 რომელთაც უპირველეს გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ სწორედ ჩინეთი მიაჩნიათ, მაგრამ ობიექტურად აღარ შეუძლიათ ხელი შეუშალონ ჩინეთის ქცევას „მსოფლიო ფაბრიკად“. მათ შორის გიგანტური ამერიკული კონცერნების მონაწილეობით: თვით დონალდ ტრამპმაც კი ვერ გაბედა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო დისბალანსის აღმოსაფხვრელად, ამერიკულ და დასავლურ ბაზრებზე ჩინეთში წარმოებული პროდუქციის წვდომის შესაზღუდად, ან თუნდაც რაიმე გადაწყვეტილების მიღება ჩინური ვალუტის, იუანის სამართავად იმის მიუხედავადაც კი, რომ დოლარი, ჯერ-ჯერობით, კვლავ რჩება გლობალურად უალტერნატივო ვალუტად.

 

საქართველოსა და კავკასიის დილემა დაპაუზებული, გაუბედავი და იზოლაციონიზმის ვირუს შეყრილი ამერიკის პირობებში

ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური გავლენისა და როლის დამცრობა ტრაგიკულად აისახა პოსტსაბჭოურ სივრცეზე, მათ შორის კავკასიის რეგიონზე. ამის ძალიან მკაფიო დადასტურება გახდა „ყარაბაღის გარდატეხა“, რომელშიც, სამწუხაროდ, ამერიკამ ვერანაირი როლი ვერ შეასრულა, საკითხი გადაწყვიტეს და სამეზობლოში ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი დაამკვიდრეს ჩვენმა დიდმა მეზობლებმა: თურქეთის რესპუბლიკამ და რუსეთის ფედერაციამ.

სულ უფრო იზრდება მოსკოვის ზეწოლა საქართველოზე, მათ შორის „მცოცავი აგრესიის“, კიბერ-შეტევების და ჰიბრიდული ომის სხვა ტექნოლოგიათა გამოყენებით: რუსეთი რეგულარულად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას საქართველოსთან, იტაცებს ადამიანებს საოკუპაციო ხაზიდან, ახორციელებს უკანონო ბორდერიზაციას, რისი ერთ-ერთი მიზანია, დაურღვიოს საქართველოს მოქალაქეებს სიმშვიდე, ასე ნანატრი უსაფრთხოების განცდა და გააძლიეროს კაპიტულანტური განწყობილებები.

2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა „აუცილებლად გახდებიან NATO-ს წევრები“, სამწუხაროდ ქაღალდზე დარჩა: ვერც საქართველო, ვერც უკრაინა არათუ სრულუფლებიანი წევრები ვერ გახდნენ, არამედ ვერ მიიღეს თუნდაც „საგზაო რუკა“ (MAP) 15 რაც დაადასტურებდა ატლანტიკური ალიანსის მზადყოფნას, სერიოზულად განეხილა საქართველოსა და უკრაინის წევრობის საკითხი თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში.

ზოგადად, MAP არ არის არათუ სრულუფლებიანი წევრობა, არამედ არც რაიმე გარანტია წევრობისა, მაგრამ ნამდვილად იქნებოდა პოლიტიკური ნების მტკიცე გამოხატვა, მათ შორის მტკიცე გზავნილი მოსკოვის მიმართ, რაც ბევრად გააძლიერებდა პროდასავლურ, პროამერიკულ ძალებს საქართველოში და პირიქით, კიდევ უფრო დაასუსტებდა პრორუსულ ჯგუფებს.

საქართველოს, როგორც უკვე აღვნიშნე, დღემდე არა აქვს უსაფრთხოების არანაირი „ქოლგა“. ეს ვითარება ძალიან სახიფათოა დამოუკიდებლობის შენარჩუნების თვალსაზრისით და სისტემურად უშლის ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რადგან „დაუცველ“ ქვეყანაში მნიშვნელოვანი თანხის ჩადება აშინებთ ინვესტორებს.

ამგვარი მდგომარეობა ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი მიზეზია იმისა, რომ 2004 – 2012 წლების რთული, თუმცა აუცილებელი რეფორმების პროცესი შეცვალა სტაგნაციამ, ოლიგარქიულმა მმართველობამ, კორუფციამ, საზოგადოებრივმა ფრუსტრაციამ, მზარდმა უიმედობამ და იმედგაცრუებამ.

იმედგაცრუება მით უფრო მწვავეა, რომ ალბათ არც ერთი პოსტსაბჭოური ერი არ დაზარალებულა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ისე, როგორც საქართველო; დროებით ოკუპირებულია ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი, ასეულობით ათასი ადამიანი ქცეულია ლტოლვილად, რუსეთი დღემდე აგრძელებს ისეთი პირობების შექმნას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა იცხოვრონ მუდმივი სტრესის პირობებში.

მთლიანობაში კი, ქართველმა ერმა ბოლო ისტორიულ პერიოდში იმგვარი სტრესი მიიღო, რასაც ბევრი სხვა ერი ნამდვილად ვერ გაუძლებდა და უკვე გამოაცხადებდა კაპიტულაციას.

შესაბამისად, ან დასავლეთმაპირველ რიგში ამერიკის შეერთებულმა შტატებმაუნდა დააჩქაროს პროცესებიან საქართველო იძულებული იქნება ეძებოს და მონახოს ალტერნატივარომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი და წარმატებული განვითარების სამხედრო-სტრატეგიულ გარანტიებს. უპირველესად, ვგულისხმობ საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას და მის დაცვას.

ნებისმიერ შემთხვევაში ქართველი ერის ურყევი ნებაა შეინარჩუნოს დამოუკიდებელიგანვითარებული  სახელმწიფო პლურალისტური დემოკრატიითკერძო საკუთრების პრიორიტეტითსიტყვის თავისუფლებითპოლიტიკური მრავალფეროვნებით და ადამიანის უფლებათა პატივისცემით. მაგრამ ამ ღირებულებებს, მათ შორის სახელმწიფოებრივ სიმტკიცეს, ჩვენს პირობებში დაცვა სჭირდება. ანუ მოკავშირე, რომელიც შექმნის ქვეყნისათვის „უსაფრთხოების ქოლგას“!

დღემდე გვეგონა, თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიულ სისტემათა განვითარებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ინტერესებთან ერთად, აგრეთვე გეოსტრატეგიული ინტერესებიც ჰქონდა. სამწუხაროდ, ამ ინტერესთა გამოხატვა უკვე მეტისმეტად იგვიანებს! ეჭვი მით უფრო ძლიერდება, რომ აშშ არც ცენტრალური აზიის საკვანძო რეგიონში ჩქარობს რეალურ ინტერესთა გამოხატვას, რაშიც ვერც „C5 + 1” 16 ფორმატი ვერ დაეხმარა, ამის უმთავრესი მიზეზი, როგორც ჩანს ისაა, რომ ვაშინგტონი ერიდება შევიდეს რეალურ კონკურენციაში რუსეთთან, როცა საქმე სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონებს.

სამაგიეროდ ჩვენს თვალწინ, ჩინეთი სულ უფრო აქტიურად და მოურიდებლად „ეჯახება“ რუსეთის ინტერესებს იმავე ცენტრალურ აზიასა და ავღანეთში, რითაც თანდათან უახლოვდება „გეოპოლიტიკური თვალსაზრისით“ კავკასიის რეგიონს.

ყველა წინაპირობა გვაქვს დავასკვნათ: ჩინეთის გეოეკონომიკურ გააქტიურებას აუცილებლად მოჰყვება ამ დიდ და სწრაფად მზარდ ქვეყანასთან საქართველოს სტრატეგიულ ინტერესთა თანხვედრის „მატრიცის“ წარმოშობა. გეოპოლიტიკა არ ცნობს სიცარიელეს - ნებისმიერი სიცარიელე აუცილებლად იქნება შევსებული. ქართული პოლიტიკის მიმდინარე ამოცანაა, შეავსოს ჩვენს რეგიონში ამერიკის მეტისმეტი გაუბედაობით გამოწვეული „სიცარიელე“ იმ გლობალური ძალით, რომელსაც ჰყოფნის რესურსები განახორციელოს „ინტერესთა თანხვედრის“ პოლიტიკა პატარა ქვეყნებთან. მათ შორის ყოფილი მოსკოვური იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან. სწორედ ასეთი გლობალური ძალა ხდება ჩინეთი!

(გაგრძელება იქნება)

სქოლიო :

  1. ალექსანდრე ვერშბოუ (Alexander Russell "Sandy" Vershbow) - ამერიკელი დიპლომატი, NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე. აშშ ყოფილი ელჩი რუსეთში (2001-2005წწ). იგი ითვლება რუსეთის აგრესიის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ და შეურიგებელ მოწინააღმდეგედ.
  2. მარინა კალიურანდი - ევროპარლამენტის წევრი, ესტონელი პოლიტიკოსი, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. გამოირჩევა დიდი და კეთილგანწყობილი ინტერესით საქართველოს მიმართ.
  3.    Build Back Better World ან B3W (აღადგინე კვლავ უკეთესი მსოფლიოს) - აშშ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივა,             რომელსაც მხარი დაუჭირა `დიდი შვიდეულის` ყველა ქვეყანამ 2021 სამიტზე. B3W  მიზნად ისახავს ჩინეთის სტრატეგიული გავლენის საწინააღმდეგოდ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ინფრასტრუქტურული განვითარებისათვის ჩინური გზა/სარტყელის ალტერნატივას. ამ ინიციატივის ფარგლებში, G7- ის ქვეყნები 2035 წლამდე გეგმავენ 40 ტრილიონი დოლარის გამოყოფას.
  4.     ჯიმ რიში (James Elroy Risch) - სენატორი/რესპუბლიკელი აიდაჰოს შტატიდან.
  5. ჯეინ შაჰინი Jeanne Shaheen;  სენატორი/დემოკრატი ნიუ ჰემპშირიდან.
  6. ალექსანდრე დუგინი (Александр Дугин) - უკიდურესად იმპერიული შეხედულებების რუსი ფილოსოფოსი. პუტინის პოლიტიკის ერთ-ერთი იდეოლოგი. ყოფილი სსრკ ტერიტორიაზე რუსეთის იმპერიის სრულფასოვანი აღდგენის მომხრე
  7. ოტტო ფონ ბისმარკი (Otto von Bismarck)გერმანიის პირველი კანცლერი (1871). გერმანულ სახელმწიფოთა ერთ დიდ სახელმწიფოში გაერთიანების იდეის ავტორი და ამ ისტორიული პროცესის წამომწყები.
  8.  დენ სიაო პინი (1904 – 1997) -  ჩინელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწერომელიც 1979-1997 წლებში არაფორმალურად ხელმძღვანელობდა ჩინეთსავტორი კონცეფციისა `სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით`, რომლითაც დაიწყო ჩინეთში საბაზრო ეკონომიკის ელემენტთა დამყარება ერთპარტიულობის შენარჩუნებითამ რეფორმებით დაიწყო ჩინეთის განვითარება და მისი ქცევა პლანეტის ერთ-ერთ ეკონომიკურ ლიდერად.
  9.  ზბიგნევ ბჟეზინსკი (1928 – 2017წწ) - პოლონური წარმოშობის ამერიკელი მოღვაწეპოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი                        აშშ პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებშიმუდამ გამოირჩეოდა განსაკუთრებული შეურიგებლობით მოსკოვის მიმართ.
  10. ჩინეთის „მარგალიტის მძივი“ („String of Pearls“) არის გეოპოლიტიკური ჰიპოთეზა, რომელიც აშშ-ს პოლიტიკურმა მკვლევარებმა შემოგვთავაზეს 2004 წელს. [1] ტერმინი აღნიშნავს ჩინეთის სამხედრო და კომერციული ობიექტების ქსელს და მის საზღვაო ხაზების გასწვრივ, რომლებიც ვრცელდება ჩინეთის მატერიკიდან აფრიკის რქამდე, პორტ-სუდანამდე. საზღვაო ხაზები გადის რამდენიმე მნიშვნელოვან საზღვაო წერტილებშიში, როგორიცაა მანდეტის სრუტე, მალაკას სრუტე, ჰორმუზის სრუტე და ლომბოკის სრუტე, აგრეთვე მოიცავს სხვა სტრატეგიული საზღვაო ცენტრებს პაკისტანში, შრი ლანკაში, ბანგლადეშში, მალდივის კუნძულებზე და სომალიში.
  11. ფრედერიკ სტარი (1940ამერიკელი მეცნიერიევრაზიისა და რუსეთის მკვლევარიცენტრალური აზიის ისტორიისა და თანამედროვოების ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი
  12. ალექსანდრე სოლჟენიცინი (1918-2008) - რუსი მწერალისაბჭოთა დისიდენტირომელიც დისიდენტური მოღვაწეობის და კომუნისტური რეჟიმისათვის მიუღებელი ლიტერატურული საქმიანობისათვის გააძევეს საბჭოთა კავშირიდანთუმცა მუდამ რჩებოდა რუსული ველიკოდერჟავული იდეის და რუსეთის იმპერიის აღდგენის მომხრე.
  13.  ჩინეთის სახალხო მილიცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების განუყოფელი ნაწილია. ფუნცქიონალურად ჩინეთის შინაგანი ჯარები შედგება: შიდა უსაფრთხოების, ოქროს მარაგების, ტყეების, ჰიდროელექტროსადგურების, ტრანსპორტის, სასაზღვრო ჯარების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძალების, სახანძრო განყოფილებებისა და უსაფრთხოების განყოფილებების ქვედანაყოფებისაგან. სახალხო შეიარაღებული მილიციის ჯარები შეიქმნა 1982 წლის 19 ივნისს. სხვადასხვა შეფასებით, სახალხო შეიარაღებული მილიციის რაოდენობა 1,1 – დან 1,5 მილიონამდე ადამიანია. მშვიდობიან დროს, სახალხო შეიარაღებული მილიცია, როგორც წესი, იცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან ობიექტს, ასრულებს დავალებებს ტერორისტული თავდასხმების წინააღმდეგ საბრძოლველად და ასევე დახმარებას უწევს ეკონომიკურ მშენებლობაში. ომის დროს სახალხო მილიციას მოუწოდებენ დაეხმარონ არმიას   ერთობლივ თავდაცვით და საბრძოლო მოქმედებებში.
  14. „ცისფერი გუნდი“ Blue Team (U.S. politics) ლურჯი გუნდი არაფორმალური ტერმინია შეერთებული შტატების პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ჯგუფისთვის, რომლებიც თავისუფლად გაერთიანებულია მათი რწმენით, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საფრთხეა შეერთებული შტატებისთვის. ზოგიერთ საკითხში მოკავშირე იყო შრომის დემოკრატებთან, მაგრამ უმეტესობა, ვისაც ეს ტერმინი აქვს გამოყენებული, კონსერვატიული ან ნეოკონსერვატორია. თუმცა, ბუშის ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობის რამდენიმე თანამდებობა დაიკავა, ნაცვლად ამისა, ისინი მუშაობდნენ პენტაგონში, აშშ – ს სადაზვერვო საზოგადოებაში, კერძო სამეცნიერო ცენტრებში და მედიასაშუალებებში.
  15. წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) არის ნატოს რჩევების და პრაქტიკული დახმარების პროგრამარომელიც მორგებულია ალიანსში გაწევრიანების მსურველთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე. MAP–ში მონაწილეობა არ განაპირობებს ალიანსის რაიმე გადაწყვეტილებას სამომავლო წევრობის შესახებამჟამად MAP-ის მონაწილეა ბოსნია და ჰერცეგოვინაქვეყნებირომლებიც მონაწილეობენ MAP– შიწარადგენენ ინდივიდუალურ ყოველწლიურ პროგრამებს (NAP) მათი მომავალი წევრობისთვის მომზადების შესახებ. NAP მოიცავს პოლიტიკურეკონომიკურთავდაცვისრესურსებისუსაფრთხოების და იურიდიულ ასპექტებს. MAP–ის პროცესში გათვალისწინებულია ასპირანტი ქვეყნების პროგრესის შესახებ ორიენტირებული და გულწრფელი უკუკავშირის მექანიზმიეს მოიცავს როგორც პოლიტიკურ და ტექნიკურ რჩევებსასევე ყოველწლიურ შეხვედრებს ნატოს ყველა წევრსა და ცალკეულ ასპირანტებს შორის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დონეზე პროგრესის შესაფასებლადყოველწლიური პროგრესის ანგარიშის საფუძველზე https://www.nato.int/cps/en/natolive/topics_37356.htm

      16.  „C5 + 1” ფორმატი - საერთაშორისო დიალოგის პლატფორმა აშშ და ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფოს: ყაზახეთის,             უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და თურქმენეთის მონაწილეობით. ამ პლატფორმით ამერიკა ცდილობს ცენტრალურ ქაზიაში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შეზღუდვას; ასევე,  პროამერიკული ალტრენატიული პროექტების შექმნას.

წყარო:https://nation.ge/

 

ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.