USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
საპროტესტო აქციების გამო 25 დიდ ამერიკულ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა
თარიღი:  800

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული საპროტესტო აქციების გამო 25 დიდ ამერიკულ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ჩიკაგოში აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს ქვები დაუშინეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენება და რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა.

ლოს-ანჯელესში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს მას შემდეგ, რაც მათ პოლიციელების მისამართით ბოთლების სროლა დაიწყეს და პოლიციის რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, სადაც აქციის მონაწილეებმა შენობები დაარბიეს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საპროტესტო აქციები ვაშინგონში, თეთრ სახლთან გაიმართა. ათასობით ადამიანის მსვლელობები მოეწყო მინეაპოლისში, ნიუ-იორკში, მაიამიში, ატლანტასა და ფილადელფიაში.

აღსანიშნავია, რომ მინესოტას შტატში გვიან ღამით ეროვნული გვარდიის ასეულობით ჯარისკაცის მობილიზება მოხდა. ეს არის სარეზერვო სამხედრო ძალა, რომლის გამოძახების უფლება მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტსა და შტატების გუბერნატორებს აქვთ.

ღამის საათებში გადაადგილება შეზღუდულია შემდეგ ქალაქებში: ლოს-ანჯელესი და ბევერლი-ჰილზი (კალიფორნია), დენვერი (კოლორადო), მაიამი (ფლორიდა), ატლანტა (ჯორჯია), ჩიკაგო (ილინოისი), ლუისვილი (კენტუკი), მინეაპოლისი და სენტ-პოლი (მინესოტა), როჩესტერი (ნიუ-იორკი), ცინცინატი, კოლუმბუსი, დეიტონი, ტოლედო და კლივლენდი (ოჰაიო), პორტლენდი და იუჯინი (ორეგონი), ფილადელფია და პიტსბურგი (პენსილვანია), ჩარლსტონი და კოლუმბია (სამხრეთ კაროლინა), ნეშვილი (ტენესი), სოლტ-ლეიკ-სიტი (იუტა), სიეტლი (ვაშინგტონი) და მილუოკი (ვისკონსინი).

შეგახსენებთ, აშშ-ში რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პროტესტი 46 წლის ჯორჯ ფლოიდის დაკავების ამსახველმა ვიდეომ გამოიწვია. ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე 46 წლის აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს, სუნთქვის საშუალება მისცენ.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის