საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საუბარია ე.წ. ბერ გაბრიელ კოკოლიშვილზე, რომელიც ბერის სამოსით დადის, თუმცა აღნიშნული პიროვნება არასოდეს ყოფილა არც ხელდასხმული და არც აღკვეცილი.
ე.წ. ბერი გაბრიელ კოკოლიშვილი.
ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ბერის სამოსით წარმოდგენილი ახალგაზრდა, ე.წ. ბერი გაბრიელი, თითქოს ლოცავს მორწმუნეებს და უხამსი ლექსიკით მიმართავს საზოგადოებას.
აღნიშნული პიროვნება არასოდეს ყოფილა არც ხელდასხმული და არც აღკვეცილი, არ წარმოადგენს არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და, შესაბამისად, არც სასულიერო პირია. მისი ნებისმიერი ქმედება არის თვითნებური, იგი აბრკოლებს და შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი" - ნათქვამია განცხადებაში.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.