USD 2.6223
EUR 3.0264
RUB 3.2281
თბილისი
საპარტნიორო ფონდი, რომელმაც 1 მილიარდი ზარალი ნახა, შესაძლებელია ბიუჯეტიდან დაფინანსდეს
თარიღი:  3419

ახელმწიფო კომპანიების უმსხვილესი კონგლომერატის, საპარტნიორო ფონდის რეფორმირების პროცესი აქტიურ ფაზაში შედის. სახელმწიფო კომპანიების საქმიანობა მნიშვნელოვან საკითხად იქცა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და მთავრობის ურთიერთობაშიც. IMF-სა და მთავრობას შორის მაისში მიღწეული შეთანხმებით, საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო საქმიანობა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. 

 

შეთანხმების მიხედვით, საპარტნიორო ფონდმა უნდა შეწყვიტოს ახალი საინვესტიციო პროექტები და მხოლოდ არსებული პროექტების დაფინანსებით შემოიფარგლოს. ეს იყო ფონდისთვის პირდაპირ წაყენებული პირობა. 

ფონდის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი დანელიამ Forbes-ის კვირასთან ინტერვიუში ამ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ რეფორმირების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ფონდის დაფინანსების წყაროს საკითხია. დანელიას თქმით, ფონდის დაფინანსების შესაძლო წყაროდ სახელმწიფო ბიუჯეტი განიხილება.

"ჩვენი წინადადება მოიცავს სამ ძირითად საკითხს. პირველი, ეს არის დაფინანსების წყაროების განსაზღვრა. ისტორიულად ჩვენი დაფინანსების წყაროები იყო ჩვენი შვილობილი კომპანიების დივიდენდები. როგორც აღმოჩნდა, ეს დაფინანსების საკმაოდ არასტაბილური წყაროა. ერთი გზა ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსებას და ერთჯერად კაპიტალიზაციას – მოხდება სახელმწიფო აქტივების გატანა ფონდის სტრუქტურიდან და მათ სანაცვლოდ ერთჯერადი კაპიტალშენატანის განხორციელება". – თქვა დანელიამ.

2017-2018 წლებში ფონდის ზარალი 1 მილიარდ ლარს აღემატება.

გიორგი დანელია ვერ ასახელებს კონკრეტულ თანხას, რომელიც, შესაძლოა, სახელმწიფომ ფონდს გადასცეს. მისი თქმით, ასევე უცნობია, ამგვარი დაფინანსება ერთი ბიუჯეტური წლის განმავლობაში მოხდება, თუ რამდენიმე წელზე გაიწერება.

დანელიას თქმით, ამგვარი მიდგომა სავალუტო ფონდის მხრიდან წამოვიდა, მისი თქმით, რახან საპარტნიორო ფონდი სახელმწიფო კომპანიაა, "IMF-ში მიაჩნიათ, რომ მასზეც იგივე ბიუჯეტური კონტროლის მექანიზმები უნდა ვრცელდებოდეს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტზე".

დანელია ამბობს, რომ დაფინანსების კიდევ ერთ წყაროდ ფონდისთვის სხვადასხვა ლიკვიდური სახელმწიფო აქტივების გადაცემა განიხილება, რომლითაც ფონდი პროექტების განხორციელებას შეძლებს. 

"ფონდი, ბოლო ორი წელია, რეფორმირების ეტაპზეა, ჩვენ ვცდილობთ, შევცვალოთ ფონდის სტრუქტურა, საინვესტიციო მანდატი, დაფინანსების წყაროები და ა. შ. გამომდინარე იქიდან, რომ IMF-ს ჰქონდა გარკვეული რჩევები და რეკომენდაციები, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მონეტარულ ფონდთან". – განაცხადა დანელიამ.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის