USD 2.7290
EUR 3.1261
RUB 3.3817
თბილისი
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია
თარიღი:  600

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას უკანონოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, თუმცა მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა 4 წელსა და 6 თვეს გაუტოლდა.

აღნიშნულ პერიოდში ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და სხვა რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული მოლაპარაკებებისა თუ კომუნიკაციის ყველა სხვა ბერკეტი და ინსტრუმენტი.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მსოფლიო
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის