ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მადრიდში გამართული მსოფლიო თასის, Villa de Madrid-ის გამარჯვებულია. სანდრომ ფინალშითურქი ენვერილდირიმი15:8დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ბაზაძე შეჯიბრებაში T64-დან ჩაერთო, 3 მოგებული ბრძოლის შემდეგ, მეოთხედფინალში დაიმკვიდრა ადგილი, სადაც რეიტინგის მეორე ნომერი, ფრანგი პატრის სებასტიანი 15:9 დაამარცხა, ნახევარფინალში კი კორეელ მოწინააღმდეგეს 15:13 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.