ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „დენვერი“ 121:120 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 30:23 წუთში მან 21 ქულა, 12 მოხსნა და 2 გადაცემა დააგროვა.
81 მატჩის შემდეგ „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს სანდრო მამუკელაშვილის გუნდი14 აპრილს, „დეტროიტის“ წინააღმდეგ გამართავს.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.