USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
„სამშენებლო სექტორმა ხვალინდელ დღეზე მეტი უნდა იფიქროს“ - რას გულისხმობს „რეფორმის“ დირექტორი?
თარიღი:  1271

წყარო:https://bm.ge/

სამშენებლო-მენეჯმენტ კომპანია "რეფორმის“ დირექტორის გეგი ქელბაქიანის აზრით, „სამშენებლო სექტორმა ხვალინდელ დღეზე მეტი უნდა იფიქროს“. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც სამუშაო ძალის დეფიციტის გარდა, დარგში არსებულ სხვა გამოვწვებს შეეხებოდა.

"რეფორმის“ დირექტორს მიაჩნია, რომ ეკონომიკის კანონზომიერების გათვალისწინებით, მშენებლობის სექტორში აღმასვლა სულ არ იქნება, ამიტომ ბიზნესმა მოსალოდნელ გამოწვევებზე საპასუხოდ ფიქრი დღეს უნდა დაიწყოს.

- დღეს ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის ბუმი; ასევე, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს დეველოპერული მშენებლობა, მაგრამ ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება, აუცილებლად იქნება დაღმასვლა; ეს არის ეკონომიკის კანონზომიერება, რადგან ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაც ნელ-ნელა დასრულდება და ასეთი აქტიური ვერ იქნება და აქ არის მთავარი კითხვა - ხვალ რა უნდა აკეთონ სამშენებლო კომპანიებმა?! რა პერსპექტივები გვაქვს?! რამდენად ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის?! თუ გვინდა, საქართველოს პატარა ბაზარზე ჩავიკეტოთ და კონკურენცია ისე გაიზარდოს, რომ მოგება არავის დაგვრჩეს?!  ამდენად, სამშენებლო სექტორმა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, როგორ შევიდეთ ევროპის და შუა აზიის ბაზრებზე; როგორ მოვახდინოთ ჩვენი სერვისების ექსპორტი საზღვარგარეთ.  სამწუხაროდ, ვფიქრობ ამაზე არც სამშენებლო კომპანიები ვფიქრობთ და არც სახელმწიფოსთვისაა პრიორიტეტული მიმართულება.  

- რომელმა აქტორმა უნდა დაიწყოს პირველმა ფიქრი?

- იცით, ბევრი სამშენებლო კომპანია „დღევანდელი კვერცხის პრინციპით“ მუშაობს, რაც ცუდია. რაც შეეხება სახელმწიფოს როლს, იმისთვის, რომ სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ გაზრდის და კვალიფიკაციის ამაღლების სტიმული, რათა საქართველოს ბაზრის გარეთაც იყვნენ კონკურენტუნარიანები, ამას სჭირდება შესყიდვების დახვეწილი კანონმდებლობა, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს, რეალური ინვესტირება მოახდინოს როგორც ადამიანური რესურსების კაპიტალში, ისე - ინოვაციებში და ა.შ. სხვა შემთხვევაში, ევროპის ბაზარზე ვერ შევალთ.

 

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის