USD 2.7039
EUR 3.1319
RUB 3.4627
თბილისი
სამხრეთ კორეა კორონავირუსს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ამარცხებს
თარიღი:  6717

სამხრეთ კორეა ახალ კორონავირუსს (COVID-19) საკუთარი ტექნოლოგიური სიძლიერით ებრძვის. ხელოვნურ ინტელექტთან ერთად, ქვეყანა ფლობს მოწინავე ციფრულ პლატფორმას ბევრი მონაცემის მოსაპოვებლად. ზოგადად, კორეა ტექნოლოგიურ ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავეა სამსუნგის ბრენდით, რომელიც ამერიკული ბრენდის, ეფლის, მთავარი კონკურენტია.

დიდი მონაცემების დამუშავებით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, წინასწარი გაფრთხილების სისტემითა და ინტენსიური დაკვირვების მეთოდით, სამხრეთ კორეამ მოკლე დროში მოახერხა კორონავირუსის მდგომარეობის კონტროლქვეშ მოქცევა.

მთავრობამ შექმნა დიდი მონაცემების ბაზა, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას მათ ტერიტორიაზე მყოფ ყველა, სამხრეთ კორეისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის შესახებ, რომელშიც აერთიანებდა ყველა სახელმწიფო ორგანოს, კლინიკას, ფინანსურ სერვისს, მობილურ ოპეარტორსა და სხვა მომსახურებას.

სამხრეთ კორეა იყენებს ამ მონაცემთა ბაზიდან მიღებულ ცნობებს და აანალიზებს მათ. მიღებული პასუხები და ინფორმაცია რეალურ დროში ეგზავნებათ პირებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სხვადასხვა აპლიკაციით.

როგორც კი ადამიანს უდასტურდება COVID-19-ის დიაგნოზი, ყველა ახლო მყოფი პირი იღებს ინფორმაციას მათი გადაადგილების ტრაექტორიისა და აქტივობების შესახებ გასული ორი კვირის განმავლობაში, მობილური შეტყობინებების სახით.

სახელმწიფო სამედიცინო სერვისი იღებს ინფორმაციას დაავადებულის კონტაქტების შესახებ, რაც ამარტივებს იმის მიკვლევას, თუ ვის შეხვდა დაინფიცირებული ამ პერიოდის განმავლობაში, რათა მოხდეს მათი დაკვირვება და სამედიცინო გამოკლვევა. ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს ყველა ამ ეტაპის სწრაფ  გავლას. კლინიკები, სასწრაფო დახმარების სერვისი, მობილური ლაბორატორიები – ყველაფერი დამოკიდებულია ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე, რომ მოხდეს სწრაფი და ეფექტური რეაგირება.

სამხრეთ კორეა აქტიურად იყენებს კორონავირუსის „დრაივ“ ტესტს. ადამიანი თავისი ავტომობილით შედის კორონავირუსის ტესტირების მობილურ ლაბორატორიაში, მის ნიმუშს მანქანიდან გადაუსვლელად იღებენ და შედეგი რამდენიმე წუთში ხდება ცნობილი. თუ პირს უდასტურდება დიაგნოზი, ის დაუყოვნებლივ იზოლირდება და გადადის სპეციალური მოვლის ზონაში. ასეთი ლაბორატორიები 5G-ით არიან უზრუნველყოფილნი.

 გზაზე მოძრავი მძღოლები იღებენ შეტყობინებას უახლოეს მობილურ ლაბორატორიაზე, სადაც შეუძლიათ ტესტის გავლა.

თუ დაინფიცირებული ადამიანი ცხოვრობს ან მუშაობს დიდ შენობაში, იქ ეწყობა დროებითი სამედიცინო ცენტრი ყველა ადგილობრივის შესამოწმებლად.

ხელოვნური ინტელექტი ხელისუფლებას აწვდის ინფორმაციას შესაძლო კლასტერების, ან რისკ ზონების შესახებ, რაც ხელს უწყობს შესაბამის სამედიცინო სერვისს კონკრეტულ არეალში.

Картинки по запросу "სამხრეთ კორეა და ვირუსი"ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, სახელმწიფომ შეიმუშავა რეგულაციები და პროცესი, რათა უზრუნველყოს პირბადეებისა და სხვა საპრევენციო მოწყობილობების სწორი და უწყვეტი მიწოდება. ყველა პირს შეუძლია 2 ცალი პირბადის ყიდვა უახლოეს აფთიაქში, ID ბარათის წარდგენის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის აფეთქებიდან გავიდა რამდენიმე კვირა, ყოველდღიური მოხმარების საგნებზე, როგორიცაა ბრინჯი, ზეთი, ბავშვთა კვება და სხვა, ფასების დრამატული ზრდა არ დაფიქსირებულა.

მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობამ, სამხრეთ კორეას საშუალება მისცა, საჭიროებისამებრ განესაზღვრა, გადაეწყვიტა ან ინიციატივა აეღო შესაბამის საპასუხო ქცევაზე. ბევრ ქვეყანას არ აქვს მსგავსი ციფრული ბაზების პლატფორმა ან საკმარისი ტექნოლოგიური მზაობა,“ ამბობს ბანგლადეშიდან იძულებით გადაადგილებული და კორეაში მცხოვრები ერთ-ერთი პირი.

ქვეყნის მოსახლეობასთან მიმართვისას, სამხრეთ კორეის პრემიერ მინისტრმა ჩუნგ სი-კიუნმა აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია სიფრთხილე პანიკის გარეშე, თან მაშინ, როცა ყველა შეიძლება, გახდეს ინფექციის მსხვერპლი.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეაში კორონავირუსიანი პაციენტების რაოდენობა მცირდება და ამ ეტაპზე მთავრობა მდგომარეობას აკონტროლებს, დამატებითი სიფრთხილის მიზნით, სამთავრობო დაწესებულებები კვლავ დისტანციურად მუშაობენ – აღნიშნა პრემიერმა.

მასალა მოამზადა ხათუნა სურმავამ

წყარო:https://www.marketer.ge

მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მალე მიიღებს ზომებს ვენესუელელი ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ხმელეთზე

აშშ ძალიან მალე დაიწყებს ზომების მიღებას ხმელეთზე ვენესუელელი ნარკოდილერების შესაჩერებლად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ალბათ შეამჩნიეთ, რომ ხალხს არ სურს ზღვით ტვირთის მიწოდება და ჩვენ მათი ხმელეთით შეჩერებასაც დავიწყებთ. ხმელეთით უფრო ადვილია, მაგრამ ეს ძალიან მალე დაიწყება“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ვენესუელასთან დაკავშირებულ ვარიანტებს განიხილავს რათა აშშ-ში ნარკოტიკების უკანონო შეტანას ებრძოლოს.

აშშ-ის ჯარებმა სექტემბრიდან კარიბის ზღვის აუზსა და წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდავ ნავებზე მინიმუმ 21 თავდასხმა განახორციელეს, რასაც 83 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის