USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
სამგორში, ევროპის ქუჩიდან შალვა ჭანკოტაძის ხეივნამდე, შალვა ლოლაძის ქუჩის N2-დან N17- მდე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
თარიღი:  527
სამგორის რაიონში, ევროპის ქუჩიდან შალვა ჭანკოტაძის ხეივნამდე, შალვა ლოლაძის ქუჩის N2-დან N17- მდე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 3140 კვ. მ ფართობია ტერიტორია კეთილმოეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 562 093 ლარია გამოყოფილი.
 
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის