სამუშაოები ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ, 2 600 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობა უსახური და უკანონო შემოღობვების დემონტაჟის შემდეგ გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, განხორციელდა წყლის რეზერვუარის დემონტაჟი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.
პროექტის თანახმად, მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი სივრცე, დამონტაჟდება გარე განათება, მოეწყობა სარწყავი სისტემა, ტერიტორია აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 628 900 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე ზურა თამლიანი გაეცნო..