USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
სალომე ზურაბიშვილი - არ შეიძლება რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს, არ შეიძლება, არცერთ ქვეყანაში!
თარიღი:  629

მე დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის. არ შეიძლება რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრეზიდენტს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს, არ შეიძლება, არცერთ ქვეყანაში! - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიასპორის ფორუმზე.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს დიასპორის ფორუმზე, სკამი არ დაუდგეს.

„მინდა, დავიწყო პატარა რაკურსით. რადგანაც ვიმყოფებით ამ არაჩვეულებრივ, განახლებულ შენობაში, სადაც დღეს საგარეომ დაიმკვიდრა ადგილი და ეს საგარეოს მიერ არის ორგანიზებული, არ შეიძლება რომ არ ვთქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის „მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ან გადადექი, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე“ და ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა და პროტოკოლი არის სხვა რამე კი არა, სახელმწიფოს საყრდენი. თუ არა, იწყება გაუთავებელი - „მე პირველი ვარ, შენ მეორე“. ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. მე დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის. არ შეიძლება რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს, არ შეიძლება, არცერთ ქვეყანაში! ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას. კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, რომ პროტოკოლი არამხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ჩვენი ურთიერთობების დალაგება ისე, რომ არაფერი მოხდეს. აზრების როგორი განსხვავებაც არ უნდა იყო ყველას თავისი ადგილი ჰქონდეს და ეს იყოს წყნარად, მშვიდად დამკვიდრებული. სხვათა შორის, ამისთვის სამი წელია ვცდილობ, რომ ერთი პროტოკოლის უწყება ანუ სხვადასხვა სამინისტროების კოორდინაცია შეგვექმნა, ყველასთან ერთად, თუნდაც საპატრიარქოსთან და ერთხელ და სამუდამოდ დაგველაგებინა საქართველოს პროტოკოლის წიგნი, რაც ასევე არის სახელმწიფოს საყრდენი იმიტომ, რომ ყველას აქვს თავის რაღაც კერძო, პატარა ამბიციები. პროტოკოლი ასევე არის პატარა სახელმწიფოების საერთაშორისო დონეზე მთავარი დაცვა. თუ არა პროტოკოლი, მაშინ ჩვენ ყველგან, საერთაშორისო დონის შეხვედრებზე ვიქნებოდით სადღაც ქვემოთ, უკან. პროტოკოლი იცავს პატარას, იცავს ყველას და ეს არ არის ისე გამოგონილი, რომ ვიღაცის თავმოყვარეობას ან ამბიციებს მოერგოს... ეს როგორც პატარა შესავალი ამ საკითხზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საპასუხოდ პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, რომ ის ქალბატონ პრეზიდენტს არ უპასუხებდა.

„რა თქმა უნდა, მე ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან. მინდა მას წარმატებული დღე ვუსურვო. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს საზეიმო განწყობა. ჩვენ გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მე როგორც რიგით მოქალაქეს მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ჩვენ მინიმუმ ამ დღე ვერთიანდებით. ეს დღე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის. სიყვარულის გამოხატულების დღე და უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე.

რაც შეეხება პროტოკოლის წესებს. მთავრობას ჰყავს ძალიან კვალიფიციური პროტოკოლის სამსახურის უფროსი, ბატონი დავით ზანთარაია, მინდა მას მადლობა გადავუხადო. ასევე, ბატონი ილია დარჩიაშვილის უწყების ყველა თანამშრომელს, საკონსულოების წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის