USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 26 პირის მიმართ დაიწყო
თარიღი:  458

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 26 პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 26 პირის მიმართ დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ „სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, ბრალდებულების მიერ, 2018-2022 წლებში, სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული იქნა ჯამში 1 789 440 ლარის ოდენობის მიზნობრივი აგროკრედიტი, რომლის პროცენტის ძირითადი ნაწილი ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კრედიტები უნდა მოხმარებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის მრავალწლიანი ნარგავების გაშენებას, ღვინის საწარმოს ინვენტარის შეძენას, წვრილფეხა პირუტყვის შეძენას, ფერმების და სასაწყობე მეურნეობის აშენებას.
დადგენილი იქნა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულების მიერ თანხები გამოყენებული იქნა არამიზნობრივად, პირადი ინტერესებისთვის, ხოლო, დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, მათ მიერ დამზადდა ყალბი შესყიდვის აქტები, ასევე, კერძო აუდიტორების მიერ შედგენილი იქნა ყალბი დასკვნები, კრედიტის თითქოსდა მიზნობრივად გამოყენების თაობაზე.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა ჯამში 227 748 ლარი, ხოლო, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფოზე დამატებით 238 709 ლარის ზიანის მიყენების შესაძლებლობა.
ამ ეტაპისათვის ანაზღაურებულია 179 442 ლარის ოდენობის ზიანი. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული დარჩენილი ზიანის მობილიზების უზრუნველსაყოფად.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით."
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის