USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
სახელმწიფო დეპარტამენტი - მეთიუ მილერი - მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც განიხილავენ, ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის
თარიღი:  497

ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ აღნიშნილი პოზიციის ახსნას გააგრძელებს, გადაწყვეტილება კი საქართველომ უნდა მიიღოს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის. ჩვენ ამის ახსნას გავაგრძელებთ და ისინი გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

მილერმა არ გააკეთა კომენტარი შესაძლო ზომებზ.

„სანქციების თაობაზე რაიმე განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ, იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ან რის გაკეთებას განვიხილავთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს, - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება ის, რომ აშშ-ის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ჰქონდეს, მაგრამ არა საქართველოსა და რუსეთს.

მისი თქმით, "განსხვავება ამ კანონების ბუნებაში მდგომარეობს".

"თუ შეხედავთ აშშ-ის უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს, დაინახავთ, რომ ის ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს, ვინც ჰუმანიტარულ საქმიანობას ასრულებს, ვინც სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას ეწევა. სრულიად განსხვავებული რამ არის“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

მისი თქმით, წარსულშიც უნახავს ცრუ შედარებები.

„წარსულში ეს ცრუ შედარებები მინახავს, თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის