USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
თბილისი
სახალხო პარტია - დღეს ხელისუფლებაც და ე.წ. ოპოზიციაც რუსეთის ინტერესებს ემსახურება
თარიღი:  909

თბილისში ვიზიტის დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ევროკავშირის პოზიცია საქართველოს მიმართ: „ქვეყანაში ბევრი რთული და კომლექსური გამოწვევაა, ...რომლებიც უნდა გადაილახოს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას არსებული პოლიტიკური კრიზისი”. გამოკვეთა პოლიტიკური ამოცანაც - პოლარიზაციის დასრულება საშუალებას მისცემს „პოლიტიკურ აქტორებს მათი მთელი ყურადღება კოვიდ პანდემიისა და მისი სოციალურ-პოლიტიკური შედეგებისთვის დაეთმოთ, ევროკავშირის დღის წესრიგში მოეხდინათ პროგრესი და საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების ინტერესები დაეცვათ“.

აქვე ავღნიშნავთ, რომ თბილისში მიმდინარე მოლაპარაკებები, დროში დაემთხვა საქართველოს პრემიერის ადრე დაგეგმილ ვიზიტს ბრუსელში ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულების მიმდინარეობაზე, ანგარიშის წარსაგენად. ანუ, ხელისუფლებას ისედაც უნდა ჰქონოდა პასუხი ევროკავშირის ხელმძღვანელობისთვის ქვეყანაში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ.

ამ რეფორმების ნაწილი, რომლებიც ქართული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გააჟღერა შარლ მიშელმა თბილისში ევროკავშირის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკების დროსაც.

შარლ მიშელმა (ევროკავშირმა) 6 პუნქტიან გეგმაში შეიტანა 3 საკითხი, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გაწერილი გეგმის მიხდვით საქართველოს ისედაც შესასრულებელი ჰქონდა ანუ, ისეთი პუნქტები რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშეც უნდა შეასრულოს!!!

  1. ამბიციური საარჩევნო რეფორმა, საქართველოში დემოკრატიის ღრმა კონსოლიდაციისთვის.
  2. კანონის უზენაესობა / სამართლის სისტემის რეფორმა, რომელიც მოიცავს : - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხებს; - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საკითხები; - კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებელ რეფორმებს.
  3. პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა სამართლიანი გადანაწილება - საგამოძიებო კომისიის, პარლამენტში როლებისა და პასუხისმგებლობების სამართლიანი განაწილება.

,,ქართულ ოცნებას" შეუძლია და ვალდებულიცაა პარლამენტის თუნდაც ამ განლაგებით, ოპოზიიის გარეშეც, შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. უპირველესად იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აუცილებლობა და მეორე - ვალდებულება გვაქვს ევროკავშირის წინაშე!!!

თავის მხრივ, ოპოზიცია, მმართველ ძალასთან სხვა საკითხებში დაპირისპირების დროსაც კი, საღი აზრის პოზიციიდან გამომდინარე, ვალდებულია ხელი შეუწყოს ამ პროცესს.

ბ-ნი მიშელის გეგმის შემდეგი 2 საკითხი დაპირისპირების ღიად გაცხადებული საგანი იყო - 4. პოლიტიკური მართლმსაჯულება / პატიმრების საკითხის გადაჭრა, 5. პოტენციური ვადამდელი არჩევნები / მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.            მე-6 პუნქტით კი გათვალისწინებულია მედიაციის გაგრძელება, რომელიც მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის საგზაო რუკას მოიცავს და პროცესის განგრძობად და ქვეყნის ჯანსაღ პოლიტიკურ სივრცეში გადაყვანისთვისაა საჭირო.

ვითარების განმუხტვის პროცესის ნაცვლად რეალურად მივიღეთ უაზრო ისტერია:

სახელმწიფოს ბედზე მთავარი პასუხისმგებელი ხელისუფლებაა (ამის შესახებ პრემიერს შეახსენეს ბრუსელში). მას აქვს რესურსი შეასრულოს ამომრჩევლის წინაშე აღებული ვალდებულება. მან უნდა უზრუნველყოს ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გატარება და ეროვნული ამოცანების რეალიზების დროს საზოგადოების კონსოლიდაცია.

ხელისუფლების ვალდებულებაში შედის კრიზისულ ვითარებაში პროცესების ჯანსაღ კალაპოტში მოქცევა, დაძაბულობის განმუხტვის საქმეში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური ჩართულობის ხელის შეწყობა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ყველა დესტრუქციული ძალის, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის და მისი განაყოფების პოლიტიკური ველიდან ბუნებრივად ჩამოსცილებისათვის.  

ასეთ შეთხვევაში, დღეს აქტუალური ნაციონალური მოძრაობის ახირებები ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდებოდა და მეტიც, წინასწარ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით როგორც მოსახლეობის, ასევე დასავლეთის რეაქცია დადებითი იქნებოდა.

ოცნებამ „პროცესების მართვის“ სხვა გზა აირჩია - მათი არაბუნებრივი „სიხისტე“, რომელიც დაძაბულობის შემცირების ნაცვლად ზრდის ემოციურ ფონს, სტიმულს აძლევს ოცნების და ნაციონალური მოძრაობის „უმწვავესი“ დაპირისპირების წარმოჩენასა და ვითარების კიდევ უფრო „დამძიმებას“.

დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობისა და კეთილგონიერების, თუნდაც ყველაზე დაბალი ნიშნულის, მქონე ოპოზიცია მაქსიმალურად ეცდებოდა გამოეყენებინა უცხოელი პარტნორების  ძალისხმევა და ქართული საზოგადოების ინტერესი პოლიტიკური მართლმსაჯულების გარანტირებული აღკვეთისა და რეალური თვითმმართველობის განხორციელების საქმეში. შეეცდებოდა მოეხსნა არსებული  დაპირისპირება და ევროპული სტრუქტურებისა და მოსახლეობის მხარდაჭერით აეძულებინა ხელისუფლება ქვეყნისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება. რითაც ქვეყნის საქმესაც გააკეთებდა და მოსახლეობის გარკვეულ კეთილგანწყობასაც მოიპოვებდა, როგორც პატიმრების გათავისუფლების ასევე, პოტენციური ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საქმეში.

„რატომღაც“ ოპოზიციამ ეს არ გააკეთა და არ შეეცადა საზოგადოების ნეიტრალური ნაწილის მხარდაჭერის მოპოვებას. ასევე, გაუგებარია რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა საარჩევნო კოდექსში კარდინალური ცვლილებების (რასაც ევროპელი მედიატორები ითხოვენ) შეტანამდე.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ შეგნებულად ხდება არსებითი და მიმდინარე საკითხების ერთმანეთში აღრევა, არასწორი მოცემულობის შექმნა და საზოგადოების დეზირფორმირება. ორივე მხარემ სათავისოდ იყენებს მოლაპარაკების დროს დეტალების არგასაჯაროების საზოგადოდ მიღებული პრაქტიკას და საზოგადოებას უმალავს პრობლემის რეალურ არსს.

თუმცა, ეს შეეხო მხოლოდ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, მაგრამ მაქსიმალური ტირაჟირება გაუკეთეს ხელოვნურ პოლარიზაციას, ერთმანეთის რუსულ ძალად წარმოჩინებას და მძიმე პოლიტიკური კრიზისის გამო პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაკისრების მტკიცებას.

მაგრამ მთავარი ის არის, რომ რაც საქართველოში ხდება არ არის „ქართველი პოლიტიკოსების“ პოლიტიკური „აზროვნების“ ნაყოფი. ის მთლიანად ჯდება რეგიონში მიმდინარე პროცესებში. ღიად იკითხება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების სურვილი მთელ მსოფლიოს დაანახოს, რომ კავკასიაში მის გარეშე ვერავინ ვერ „დაალაგებს“ სიტუაციას.

პოლიტიკური და ეკონომიკური ქაოსი კი ნოყიერი ნიადაგია რუსული სპეცსამსახურებისა და მათი „ქართველი“ გავლენის თუ ნომრიანი აგენტების, ქვეყნის ხარჯზე, საკუთარი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, არც ამ უკანასკნელთ აქვთ გარანტირებული მდგომარეობა - თუ დავალება კარგად ვერ შეასრულეს ახალი აქტორების დაშვება მოედანზე პატრონებს არ გაუჭირდება.

ამის ფონზე, ნაციონალური მოძრაობის და ოცნების  „გაჯიქება“ და „რადიკალიზმი“ ერთი მხრივ და მეორე მხრივ ევროკავშირის უპრეცედენტო აქტიურობა, ამ ხელოვნური პოლარიზაციის დასამთავრებლად, გასცდა საქართველოს საშინაო საკითხს და დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირების სიბრტყეში გადადის.

ამიტომაც, გაკვირვებულმა დანიელსონმა შეხვედრა დაიწყო იმით, რომ პირდაპირ უთხრა პროცესში მონაწილე „ქართველ პოლიტიკოსებს“: „თქვენ რასაც აკეთებთ, ეს არის რუსულ ინტერესებში“.

ის არ იტყვის,  მაგრამ ჩვენი მწარე გამოცდილებით ხომ ვიცით, რომ ამ ინტერესში შედის რუსეთისგან მართვადი,  დაპირისპირების მუდმივი ესკალაცია საქართველოში და  ახლა ჩვენ უნდა დავუსვათ ჩვენს თავს შეკითხვა:  ვის მხარეს დგას ე.წ. „ქართული პოლიტიკური ელიტა“  საქართველოს თუ რუსეთის!  და მივიღოთ პასუხის შესაბამისი გადწყვეტილება!

მამუკა გიორგაძე

სახალხო პარტია

თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის