USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Tbilisi
საჯარო რეესტრმა ახლად არჩეულ პრეზიდენტ ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერა
Date:  673

საქართველოს რაგბის კავშირის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერეს. საჯარო რეესტრს განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ მიმართა.

როგორც საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რეგისტრაციის შეჩერების მიზეზი წესდების დარღვევით ჩატარებული განმეორებითი საერთო კრებაა, რომელიც 2020 წლის 24 თებერვალს ჩაშლილი საერთო კრებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო არ გამართულა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ირაკლი აბუსერიძე აცხადებს, არჩევნები ლეგიტიმურად იყო ჩატარებული და ეს ყველამ აღიარა. მისივე თქმით, ადამიანი, რომელიც ამის უკან დგას, ქართული რაგბის მტერია.

„არჩევნები ლეგიტიმურად იყო ჩატარებული. გამგეობის თავმჯდომარემ, ყრილობამ, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა და ნოტარიუსმა - ყველამ აღიარა, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმური იყო. როგორც ჩანს, არსებობს რაღაც ხარვეზი და ამას ხვალიდან მივხედავთ, ჩემთვის სუსტია ის არგუმენტები, რაც მათ უწერიათ. ვნახავთ, ხურციძეა თუ ვინ დგას ამის უკან, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ის ქართული რაგბის მტერია. შესარჩევი წელი გვაქვს საკვალიფიკაციო, ასევე რუსეთის თამაში გვიახლოვდება და ეს არის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვერ ეგუება დამარცხებას, შეეძლო ყრილობაზე გამოცხადებულიყო და დაეყენებინა ეს საკითხი“, - აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე 30 დეკემბერს აირჩიეს. მას მხარი დელეგატთა უმრავლესობამ 31 ხმით დაუჭირა. 10 ხმა მიიღო რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way