USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
საგამოძიებო სამსახურმა სამი ბიზნეს კომპანიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
Date:  447

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოჩვენებითი გარიგებით ქონების გადამალვის სამ ფაქტზე, სამი კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.

ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საგადასახადო შემოწმების საფუძველზე თანხის დარიცხვის შემდგომ, მოსალოდნელი ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, ფიქტიურად დაარეგისტრირეს ახალი საწარმოები ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებზე. აღნიშნულ საწარმოებზე მოჩვენებითი გარიგებით განახორციელეს მათზე რიცხული მატერიალური ფასეულობების გადაწერა, რის საფუძველზეც საგადასახადო ორგანოები ვეღარ ახდენდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების იძულების წესით ამოღებას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way