USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
საფრანგეთში სამი პოლიციელი მოკლეს
дата:  1133

ცენტრალურ საფრანგეთში პოლიციელებს დაესხნენ თავს და სამი სამართალდამცველი მოკლეს, - ინფორმაციას Agence France-Presse-ი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი პოლიციელი.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ დახმარებოდნენ ქალს, რომელიც, სავარაუდოდ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც სამართალდამცავები გამოძახების მისამართზე მივიდნენ, სახლს ცეცხლი ეკიდა, ქალი კი სახურავს აფარებდა თავს.

სამართალდამცავებს 48 წლის მამაკაცმა ესროლა.

Тбилиси
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

более
голосование
Кстати