USD 2.7010
EUR 3.1553
RUB 3.3833
Tbilisi
საფრანგეთში ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავენ - ისტორია
Date:  3326

ბასტილიის აღება— 1789 წლის 14 ივლისს მნიშვნელოვანი სიმბოლური ეტაპი საფრანგეთის რევოლუციაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ბასტილიის ციხეში მხოლოდ შვიდი ტუსაღი იმყოფებოდა, ეს აქტი გახდა მეფის წინააღმდეგ ღია აჯანყების დასაწყისის სულისჩამდგმელი. ამ მოვლენის პირველი წლისთავი აღნიშნული იყო, როგორც Fête de la Fédération (ფედერაციის დღესასწაული). ამჟამად 14 ივლისი საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია და მას ასევე „ბასტილიის დღეს“ უწოდებენ.

წინაპირობა

ლუი XVI-ის მეფობის დროს საფრანგეთი დიდი ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ეს კრიზისი ნაწილობრივ გამოწვეული იყო ამერიკის რევოლუციაში ჩარევის ხარჯებით და გამწვავდა რეგრესიული დაბეგვრის სისტემით.1789 წლის 5 მაისს მოიწვიეს გენერალური შტატების წარმომადგენლები, რომლებმაც დაიწყეს ზრუნვა ამ საკითხის მოსაგვარებლად. ამ ძველ, არქაულ სათათბირო ინსტიტუტზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. მეორე შტატის წევრები წარმოადგენდნენ თავადაზნაურობას , რომლებიც შეადგენდნენ საფრანგეთის მოსახლეობის 2%-ზე ნაკლებს.

შესაბამისად, დაიგეგმა გენერალური შტატების კრება, რომელიც ვერსალში დებატებით დაიწყო. სადავო გახდა კენჭისყრისა და სხდომათა ჩატარების წესი. ხმის მიცემის წესთან დაკავშირებით დავები მიმდინარეობდა პირველ, მეორე და მესამე შტატებს შორის. სხდომა 1789 წლის 17 ივნისს გაიმართა. მესამე შტატმა, თავისი წარმომადგენლებისგან, რომლებიც შედგენილი იყო ზოგადი შემადგენლობიდან, საკუთარი თავი წარადგინა, როგორც ეროვნული ასამბლეა, ორგანო, რომლის მიზანიც იყო საფრანგეთის კონსტიტუციის შექმნა. მეფე თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა ამ ცვლილებას, მაგრამ იძულებული გახდა ეღიარებინა კრების უფლებამოსილება, რომელმაც 9 ივლისს დაარქვა თავის თავს ეროვნულ-საკანონმდებლო ასამბლეა.

პარიზი აჯანყებასთან ახლოს იყო და ფრანსუა მიგეტის სიტყვებით რომ აღვწეროთ, „მოწამლული იყო თავისუფლებით და ენთუზიაზმით“,  რომელმაც ფართო მხარდაჭერა გამოავლინა ასამბლეის მიმართ. პრესამ გამოაქვეყნა ასამბლეის დებატები. პოლიტიკური დებატები თავად ასამბლეის მიღმა გავრცელდა დედაქალაქის საზოგადოებრივ მოედნებსა და დარბაზებში. სამეფო სასახლე და მისი საფუძველი გახდა მიმდინარე შეხვედრების ადგილი. ეს იყო გადამწყვეტი რევოლუციური აქტი, რითაც შტატების წარმომადგენლები გაემიჯნენ ძველ სახელმწიფოებრივ წყობას და პირველი ნაბიჯი გადადგეს „ხალხის სუვერენიტეტისა“ და „საერთო ნების“ პრინციპების დასამკვიდრებლად. ეროვნულ-საკანონმდებლო ასამბლეას თავადაზნაურობის ნაწილი შეუერთდა.ხალხმა, სამეფო სასახლეში შეხვედრის უფლებამოსილებით, ჩატეხეს აბბის ციხეების ფანჯრები, რათა გაეთავისუფლებინათ საფრანგეთის გვარდიის წევრი გრენადიერები, რომლებიც ციხეში ჩასვეს ხალხის წინაღმდეეგ ცეცხლის გახსნაზე უარის თქმის გამო.  ასამბლეამ პატიმრების მცველებს ურჩია მეფის სახელით მოწყალება გაეღოთ. ამიტომ ციხეში მყოფმა გრენადიერებმა შეწყალება მიიღეს. ისინი ადრე პოპულარულ და სანდო პიროვნებებად მიიჩნეოდნენ. 

ნეკერის გათავისუფლება

 
ჟაკ ნეკერი (1732–1804), საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი
 

1789 წლის 11 ივლისს ლუი XVI-მ სამსახურიდან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრი ჟაკ ნეკერი, რომელიც კეთილგანწყობილი იყო მესამე შტატის მიმართ. ასევე, მან სამინისტროს სრული რეკონსტრუქცია მოახდინა.[9] ნეკერის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 12 ივლისს, კვირას, შუადღით გავრცელდა. პარიზელები ძალიან შეაწუხა ამ ამბავმა და აჯანყების საწყისმა ელემენტებმაც იჩინა თავი.[10] ლიბერალი პარიზელები ძალიან განარისხა სამეფო გარნიზონის მობილიზებამ ვერსალის შესასვლელთან. შეიკრიბა ხალხი მთელი პარიზიდან სასახლის ირგვლივ. კამილ დემულემ მოუწოდა შეკრებილ საზოგადოებას:

 
„ მოქალაქეებო, არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჟაკ ნეკერის გათავისუფლება ისეთივე ავის მაუწყებელია როგორც ბართლომეს ღამე პატრიოტებისათვის. ამ ღამით გერმანული და შვეიცარიული ბატალიონები დატოვებენ მარსის ველს, რათა ჩვენ დავიხოცოთ. ერთადერთი გზა დაგვრჩენია, ყველამ უნდა ავიღოთ იარაღი!

აღნიშნული შვეიცარიული და გერმანული პოლკები იყო დაქირავებული ჯარები, რომელიც რევოლუციამდელი სამეფო ჯარების დიდ ნაწილს შეადგენდნენ. ისინი ფრანგი ჯარისკაცებისგან განსხვავებით ნაკლებად იაზიარებდნენ ხალხის სენტიმენტებს. საჯარო დემონსტრაციები დაიწყო 12 ივლისს. ამასთანავე, გახშირდა პარიზელ მოქალაქეთა შეტევები ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ხალხი მათ ადანაშაულებდა საჭმელსა და ღვინოზე ფასების ზრდის გამო. ისინი ძარცვავდნენ ყველაფერს, სადაც შეიძლებოდა საკვებისა და იარაღის მომარაგება. ღამით გავრცელდა ჭორები, რომ წმინდა ლაზარეს სამღვდელოებას ჰქონდა დიდძალი ქონება, საავადმყოფო და სკოლა. გაბრაზებულმა ბრბომ ალყა შემოარტყა შენობას და გაძარცვა ისინი.  წამოიღეს 52 ვაგონი ხორბალი, რომელიც გაყიდეს. გაძარცვეს სხვა ადამიანები, მათ შორის იარაღის არსენალი. სამეფო ჯარები უძლურები იყვნენ ამ ქაოსის შეჩერებაში.

შეიარაღებული კონფლიქტი

13 ივლისს დილით კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს დემონსტრაციის მონაწილეები და 48,000 კაციანი 'ბურჟუაზიული მილიციის' რეკრუტირება მოახერხეს  პარიზის 60 ოლქიდან რათა აღედგინათ წესრიგი. ისინი ერთმანეთს ცნობდნენ ლურჯი და წითელი კოკარდებით, რაც საფრანგეთის ფერებს წარმოადგენდა. ლაფაიეტი აირჩიეს ჯგუფის მეთაურად 14 ივლისს. ჯგუფმა მალევე შეიცვალა სახელი და ეწოდა ეროვნული გვარდია. მათ დაამატეს თეთრი, მეფის ფერი, რის შედეგადაც საფრანგეთი ასოცირდება ამ სამ ფერთან.

ბასტილიის აღება

1789 წლის 14 ივლისს,დილით პარიზში საგანგაშო მდგომარეობა იყო. მესამე შტატის პარტიზანები აკონტროლებდნენ პარიზის ბურჟუაზიულ მილიციას. ისინი აგროვებდნენ იარაღს და კარგად შეიარაღებულნიც იყვნენ. იმ დროისათვის ბასტილიის ციხე თითქმის ცარიელი იყო და მასში მხოლოდ 7 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა შუასაუკუნეების ციხესიმაგრეს მაღალი ღირებულება გააჩნდა. შეიარაღებული ხალხის მასა შეიკრიბა ციხესთან. მათგან 2 წარმომადგენელი მიიწვიეს მოლაპარაკებისათვის, თუმცა პროცესის გაჭიანურებამ ცნობისმოყვარე ხალხის მოთმინების ფიალა აავსო. დაახლოებით 13:30-ზე ხალხის მცირე ნაწილმა დაიწყო კედლებზე აცოცება, რომლებმაც მიაღწიეს სახურავს. გარნიზონი დააბნია ხალხში ატეხილმა ჩოჩქოლმა და ხმაურმა. მათ ეს ყოველივე შეტევად აღიქვეს და ცეცხლი გაუხსნეს მოსახლეობას. შეიარაღებულმა ხალხმაც იერიში მიიტანა ბასტილიის ციხეზე და აიღო აბსოლუტიზმის სიმბოლოდ ქცეული სახელმწიფოს ეს მთავარი საპყრობილე. ლუი XVI-ის დროს ბასტილიას მხოლოდ სახელიღა ჰქონდა შემორჩენილი. ეს იყო საკმაოდ სუსტად დაცული ციხე, პატიმრობის შერბილებული პირობებით და არა უწინდებურად პირქუში, შიშისმომგვრელი და აუღებელი ციხესიმაგრე. დაახლოებით 17:30-ზე ციხესიმაგრე უკვე გათავისუფლებული იყო.

17 ივლისს მეფე ლუი XVI იძულებული გახდა პარიზში ჩასულიყო და ხალხის რევოლუცია ეღიარებინა. მან მოიხმო ჟაკ ნეკერი და დაბრუნდა ვერსალის სასახლეში. პარიზის ახალმა ქალაქის თავმა „ერისა და გვირგვინის ერთობის“ ნიშნად მას სამფეროვანი კოკარდა გადასცა: ლურჯი და წითელი პარიზისა  და თეთრი სამეფო გვარის (ბურბონების) ფერი იყო. ლურჯი, თეთრი და წითელი შემდგომში სამფეროვანი ეროვნული დროშის ფერებად აირჩიეს.

შედეგები

როდესაც აშკარა გახდა, რომ რევოლუციის შემდეგ მეფე და ხალხი შერიგდნენ, დიდებულებმა, რომლებსაც აშკარა საფრთხე ემუქრებოდათ, დაიწყეს ქვეყნიდა გაქცევა, როგორც ემიგრანტებმა. პირველთა შორის, ვინც დატოვა ქვეყანა, იყვნენ საფრანგეთის მომავალი მეფე შარლ X და მისი ორი ვაჟიშვილი, კონდეს პრინცი და კონტის პრინცი, იოლანდ დე პოლასტრონის ოჯახი და (ოდნავ მოგვიანებით) შარლ ალექსანდრე დე კალონი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი. ისინი დასახლდნენ ტურინში, სადაც კალონმა, როგორც დამრიგებელმა აგენტმა და კონდეს პრინცმა, დაიწყეს სამეფოს წინააღმდეგ შეთქმულების მზადება და საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული ევროპული კოალიციის აგიტაცია.

პარიზში წარმატებული აჯანყების ამბები მთელ საფრანგეთში გავრცელდა. ხალხის სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად და სამეფო ხელისუფლების პრეტენზიების სრული უგულებელყოფის შედეგად, ხალხმა შექმნა მუნიციპალიტეტების პარალელური სტრუქტურები სამოქალაქო მმართველობაში და სამოქალაქო უფლებების დამცველი მილიციელები.ივლისში პარიზში განვითარებული მოვლენების ზეგავლენით მასობრივი მღელვარება დაიწყო პროვინციებშიც. გლეხები არბევდნენ, წვავდნენ და ძარცვავდნენ ადგილობრივი ბატონების მამულებსა და სასახლეებს, ინაწილებდნენ მათ მიწებსა და ტყეებს. ყოფილი ყმების მრისხანე შურისძიებამ „დიდი შიში“ აღძრა თავადაზნაურობაში. დიდგვაროვნები მასობრივად გარბოდნენ ქვეყნიდან. საყოველთაო პანიკამ მოიცვა სოფლის მოსახლეობის დაბალი ფენებიც. ხალხს ქვეყნის გარედან (ავსტრიის, პრუსიისა და ინგლისის) შეიარაღებული ინტერვენციის ეშინოდა. ამიტომ ყველგან იქმნებოდა მოხალისეთა შეიარაღებული რაზმები. 

იყო არგუმენტები, რომ ბასტილია უნდა შემონახულიყო, როგორც ძეგლი თავისუფლებისთვის, ან როგორც ახალი ეროვნული გვარდიის საცავი, მაგრამ პარიზის საქალაქო დარბაზში მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მუდმივმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეშალათ შენობა და მშენებლობის მეწარმეს პიერ-ფრანსუა პალოის მისცეს შენობის დაშლის მითითება. პალოიმ დაუყოვნებლად დაიწყო მუშაობა. თავად ციხესიმაგრის დანგრევა და ოთხი ქანდაკების დაშლა, ხუთი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა.

1789 წლის 16 ივლისს, ბასტილიის შტურმიდან ორი დღის შემდეგ, ჯონ ფრედერიკ საქვილი, რომელიც ელჩად მსახურობდა საფრანგეთში, საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს ფრანსის ოსბორნს განუცხადა:

 
„ამრიგად, ჩემო ბატონო, ყველაზე დიდი რევოლუცია, რომელიც ჩვენ ვიცით, რომელმაც რაიმე შედეგი გამოიღო, შედარებით რომ ვთქვათ, - თუ მოვლენის სიმძიმეს განვიხილავთ - ძალიან ცოტა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ მომენტიდან შეიძლება საფრანგეთი მივიჩნიოთ თავისუფალ ქვეყნად, მეფე ძალიან შეზღუდული მონარქია და მისი უფლებებიც შემცირებულია.“

1790 წელს ლაფაიეტმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონს გადასცა ბასტილიის რკინის გასაღები. ვაშინგტონი მუდმივად წარადგენდა სამთავრობო დაწესებულებებში, ნიუ – იორკსა და ფილადელფიაში ჩატარებულ შეხვედრებში, პენსიაზე გასვლამდე, 1797 წლამდე. გასაღები კვლავ რჩება ვაშინგტონის რეზიდენციასთან, ვერნონის მთაზე. 

პალოიმ ასევე წაიღო აგური ბასტილიიდან, რომელიც მან გაყიდა მედლებთან ერთად. ეს მედლები, სავარაუდოდ, პატიმრების ჯაჭვებისგან იყო გაკეთებული. ნაგებობიდან ქვის ნაწილები გაიგზავნა საფრანგეთის ყველა რაიონში.

analytics
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way